GrlzWave

Directions Website Contact the organization

GrlzWave ფემინისტური და ქვიარ მოძრაობა | Feminist & Q***r Movement https://linktr.ee/grlzwave

ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, გამოაცხადა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ერთწლიანი მორატორიუმი საბავშ...
07/09/2026

ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, გამოაცხადა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ერთწლიანი მორატორიუმი საბავშვო ბაღის მოსამზადებელი საფეხურიდან მე-8 კლასის ჩათვლით. გადაწყვეტილება ნიუ-იორკის საჯარო სკოლების თითქმის 600 000 მოსწავლეს შეეხება.

ამავდროულად, უფროსკლასელებისთვის დაინერგება ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გაკვეთილები, რომლებიც მათ დაეხმარება გაიგონ, როგორ მუშაობს AI, კრიტიკულად გააანალიზონ მისი შესაძლებლობები და რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ მისი აქტიურად გამოყენება.

🚨 MIT-ის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ChatGPT-ის მსგავს ინსტრუმენტებზე ზედმეტი დამოკიდებულება კოგნიტური ფუნქციების უზარმაზარ დაქვეითებას იწვევს.

როდესაც ადამიანი პრობლემას მხოლოდ საკუთარი გონებით (Brain-only) ან ტრადიციული საძიებო სისტემით (Search) ჭრის, მისი ტვინის ნეირონული კავშირები და კოგნიტური აქტივობა გაცილებით მაღალია, რადგან მას თავად უწევს ინფორმაციის გადამუშავება, გაფილტვრა და სინთეზი.

როდესაც ადამიანი იყენებს ენობრივ მოდელებს (LLM) და პირდაპირ მზა პასუხებს იღებს, ტვინი ნაკლებად იტვირთება. ის იღებს უკვე “ზედმეტად დამუშავებულ” კონტენტს, რის გამოც ფიქრზე, ანალიზსა და პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელი ნეირონული კავშირები სუსტდება.

ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მემარცხენე, პროგრესული პოლიტიკური ფრთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ის საკუთარ თავს დემოკრატიულ სოციალისტად განსაზღვრავს და მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, უფასო ან იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვზე ზრუნვის სერვისები, მუშათა უფლებები და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდაა. 2026 წლის იანვრიდან ის ნიუ-იორკის მერის პოსტს იკავებს.

06/09/2026

Living in Georgia 👀🇬🇪

ამერიკაში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი ვერდიქტის გარეშე დასრულდა, რადგან ნაფიცმა მსაჯულებმა ...
05/09/2026

ამერიკაში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი ვერდიქტის გარეშე დასრულდა, რადგან ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვან გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს.

2023 წლის იანვარში, მასაჩუსეტსში, მაშინ 32 წლის ლინდსი კლენსიმ თავისი სამი შვილი, 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი, მოკლა. ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა, გადარჩა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად პარალიზებული დარჩა.

ლინდსი არ უარყოფს, რომ შვილები მან მოკლა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მთავარი არგუმენტია, რომ მკვლელობის დროს ის მძიმე ფსიქიკური დაავადების, მათ შორის მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარ ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.

დაცვის მხარე ასევე ამტკიცებს, რომ მის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა არასათანადო ფსიქიატრიულმა მკურნალობამ და მედიკამენტების მრავალჯერადმა ცვლილებამ. მისი ადვოკატი, კევინ რედინგტონი, სწორედ ამ მიმართულებით აგებს დაცვის სტრატეგიას და განსაკუთრებულ ყურადღებას ლინდსის ფსიქიატრიულ მკურნალობას უთმობს.

პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ლინდსის ყოფილი მეუღლის, პატრიკ კლენსის, ჩვენება გახდა. მისი თქმით, ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ლინდსის აწუხებდა უძილობა, ძლიერი შფოთვა, სუიციდური და აკვიატებული აზრები. მან ასევე იცოდა, რომ ლინდსი მედიკამენტების ცვლილებასთან დაკავშირებულ მძიმე გვერდით ეფექტებს განიცდიდა. სწორედ აქ სვამს დაცვის მხარე ერთ-ერთ მთავარ კითხვას: რამდენად აშკარა იყო ლინდსის მდგომარეობის სიმძიმე მისი ოჯახის წევრებისა და ექიმებისთვის და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პატრიკ კლენსი მკვლელობებში ეჭვმიტანილი არ არის და მის წინააღმდეგ ბრალი არ არსებობს. თუმცა მისი ჩვენება ლინდსის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად დაცვისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

სასამართლოში ასევე განიხილეს ლინდსის ტელეფონის ძიებების ისტორია. მკვლელობებამდე რამდენიმე დღით ადრე ის ეძებდა ინფორმაციას ფსიქოზზე, ჰალუცინაციებზე, სუიციდსა და ფსიქიატრიული მედიკამენტების გვერდით ეფექტებზე. ერთ-ერთი ყველაზე განხილული ძიება იყო: „შესაძლებელია სოციოპათის მკურნალობა?“

ასევე წაიკითხეს მისი პირადი ჩანაწერები, რომლებშიც ის საუბრობდა დეპრესიაზე, დანაშაულის განცდაზე, „გონებრივ ნისლზე“.

პროკურატურა კი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს და ამტკიცებს, რომ ლინდსი ფსიქოზურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს და მათზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ამ საქმეში მთავარი კითხვა არ არის, მოკლა თუ არა ლინდსი კლენსიმ თავისი შვილები – ეს სადავო არ არის. მთავარი კითხვაა, აძლევდა თუ არა მისი ფსიქიკური მდგომარეობა შესაძლებლობას, გაეცნობიერებინა საკუთარი ქმედებები და მათზე პასუხისმგებლობა აეღო.

ლინდსი კლენსის საქმეზე სასამართლო პროცესი ვერდიქტის გარეშე დასრულდა, რადგან ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვან გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს.

ეს არ ნიშნავს, რომ კლენსი უდანაშაულოდ ცნეს. მომდევნო ეტაპზე პროკურატურა გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა საქმეს ხელახალი პროცესით.

04/09/2026

💦 გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ან მაშინ, როცა გამოყენებულმა კონტრაცეფციის მეთოდმა ვერ იმუშავა. მისი მიღება საჭიროა რაც შეიძლება მალე - პრეპარატის ტიპის მიხედვით, ის შეიძლება ეფექტური იყოს სქესობრივი კავშირიდან 3–5 დღის განმავლობაში.

„დილის აბი“ ძირითადად ოვულაციის გადადებით ან შეჩერებით მოქმედებს. ის არ არის აბორტის აბი და უკვე დაწყებულ ორსულობას არ წყვეტს. გადაუდებელი კონტრაცეფცია არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან და არ არის რეგულარული კონტრაცეფციის შემცვლელი.

👩‍🎨მარჯვე ხელი: Mariam Kanchaveli

🥀 გლორია სტაინემმა სიცოცხლის ექვს ათწლეულზე მეტი ქალთა თანასწორობისთვის, სამოქალაქო და რეპროდუქციული უფლებებისთვის ბრძოლ...
03/09/2026

🥀 გლორია სტაინემმა სიცოცხლის ექვს ათწლეულზე მეტი ქალთა თანასწორობისთვის, სამოქალაქო და რეპროდუქციული უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა და თანამედროვე ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა.

ჟურნალისტური კარიერის დასაწყისში, 1963 წელს, მან Pl***oy Club-ში ფარულად იმუშავა და შემდეგ გამოაქვეყნა გამოძიება “A Bunny’s Tale”, რომელშიც კლუბში დასაქმებული ქალების დაბალ ანაზღაურებას, სექსიზმსა და სამუშაო პირობებს აღწერდა. მოგვიანებით მისი ჟურნალისტიკა სულ უფრო მეტად დაუკავშირდა ქალთა უფლებებსა და პოლიტიკურ აქტივიზმს.

1972 წელს სტაინემი Ms. Magazine-ის თანადამფუძნებელი გახდა – გამოცემის, რომელმაც ქალთა გამოცდილება და ისეთი თემები, როგორიცაა სექსუალური შევიწროება, ოჯახში ძალადობა, აბორტის უფლება და გენდერული უთანასწორობა, ამერიკული მედიის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ძალით შეიტანა.

ის ასევე იყო National Women’s Political Caucus-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთელი ცხოვრების განმავლობაში საუბრობდა არა მხოლოდ სექსიზმზე, არამედ რასიზმზე, კლასობრივ უთანასწორობაზე, LGBTQ+ ადამიანების უფლებებსა და სხვა სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. 2013 წელს ბარაკ ობამამ მას აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, Presidential Medal of Freedom, გადასცა.

სტაინემი ამბობდა, რომ ფემინიზმი სამყაროს „მთლიანად და არა ნახევრად“ დანახვას ნიშნავს. 92 წლის ასაკშიც კი, ის აგრძელებდა მუშაობას თანასწორობისთვის. მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტაინემმა სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვიტა ეს ბრძოლა.

გლორია სტაინემმა შეცვალა არა მხოლოდ ის, თუ როგორ საუბრობდნენ ქალთა უფლებებზე, არამედ ისიც, თუ ვის აძლევდა საზოგადოება საუბრის უფლებას. მისი მემკვიდრეობა და ბრძოლა უფლებებისთვის ახლა მის გარეშე გააგრძელებს არსებობას.

🌷ვაგინალური სიმშრალე არის მდგომარეობა, როდესაც ვაგინალური ქსოვილი საკმარისად არ ტენიანდება. ის შეიძლება დროებითი იყოს ან...
03/09/2026

🌷ვაგინალური სიმშრალე არის მდგომარეობა, როდესაც ვაგინალური ქსოვილი საკმარისად არ ტენიანდება. ის შეიძლება დროებითი იყოს ან უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს და სხვადასხვა ასაკში განვითარდეს.

ვაგინალური დატენიანება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჰორმონულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, ესტროგენის დონეზე. სწორედ ამიტომ, სიმშრალე ხშირად გვხვდება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების დროს, როდესაც ესტროგენის დონე ბუნებრივად მცირდება.

🌷ვაგინალური სიმშრალის სხვა შესაძლო მიზეზებია ჰორმონალური ცვლილებები მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, სტრესი, არასაკმარისი სექსუალური აღგზნება, ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის ანტიდეპრესანტები და ანტიჰისტამინური პრეპარატები, ასევე გარკვეული გინეკოლოგიური ან სხვა სამედიცინო მდგომარეობები.

სიმშრალეს შეიძლება თან ახლდეს:

• წვის ან გაღიზიანების შეგრძნება;
• ქავილი;
• დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
• მცირე გაღიზიანება ან მიკროტრავმები ხახუნის შედეგად.

💦 მნიშვნელოვანია, რომ ვაგინალური ლუბრიკაციის ხარისხი პირდაპირ არ განსაზღვრავს სექსუალურ სურვილს ან აღგზნებას. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სურვილი მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ლუბრიკაცია არასაკმარისია.

💦 დისკომფორტის შესამცირებლად ხშირად გამოიყენება წყლის ან სილიკონის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტები. ჰორმონულ მიზეზებთან დაკავშირებული შემთხვევებისას მკურნალობის შესაბამისი მეთოდი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

🌷თუ სიმშრალე ხშირია, იწვევს ტკივილს, სისხლდენას, ძლიერ წვას, ქავილს ან სხვა ახალ სიმპტომებს, სასურველია გინეკოლოგთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ინფექცია, ჰორმონალური დარღვევა ან სხვა მიზეზი.

ვაგინალური სიმშრალე ძალიან ხშირი მდგომარეობაა და უმეტეს შემთხვევაში მისი მართვა მარტივად შესაძლებელია. მთავარია, მიზეზი სწორად განისაზღვროს.

🚨 ოლივია როდრიგოს მიერ დაარსებულმა ფესტივალმა Daisy Chain Fields-მა $10 მილიონი გამოყო 10 ორგანიზაციისთვის, რომლებიც რეპ...
03/09/2026

🚨 ოლივია როდრიგოს მიერ დაარსებულმა ფესტივალმა Daisy Chain Fields-მა $10 მილიონი გამოყო 10 ორგანიზაციისთვის, რომლებიც რეპროდუქციულ უფლებებზე, ქალთა და დედათა ჯანმრთელობაზე, გენდერული ძალადობის პრევენციასა და ეკონომიკურ სამართლიანობაზე მუშაობენ. მათ შორის არიან Planned Parenthood და Center for Reproductive Rights.

ინიციატივა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რეპროდუქციული ჯანდაცვის დაფინანსების შეზღუდვის ფონზე განხორციელდა. მოგვიანებით მელინდა ფრენჩ გეიტსმა თანხა კიდევ $10 მილიონით გაზარდა.

ინიციატივა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რეპროდუქციული ჯანდაცვის დაფინანსების შეზღუდვის ფონზე განხორციელდა. ამ პოლიტიკამ კონტრაცეფციაზე, კიბოს სკრინინგზე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტირებასა და სხვა აუცილებელ სერვისებზე წვდომაც შეამცირა და Planned Parenthood-ის თითქმის 30 კლინიკის დახურვა გამოიწვია.

უთხოვარი, იგივე ურთხელი განსაკუთრებული ხეა. ძალიან ნელა იზრდება. ცოცხლობს რამდენიმე ათას წელს. აქვს უძვირფასესი და წყალგ...
02/09/2026

უთხოვარი, იგივე ურთხელი განსაკუთრებული ხეა. ძალიან ნელა იზრდება. ცოცხლობს რამდენიმე ათას წელს. აქვს უძვირფასესი და წყალგამძლე მერქანი. სახელი მოდის ლეგენდიდან, რომლის მიხედვითაც თამარ მეფემ უარით გაისტუმრა უთხოვარის მოჭრის თხოვნით მოსულები. მას მერე საქართველოში ეს ხე საკრალურად ითვლება, არ ჭრიან. ამის გამო ის იშვიათი ქვეყანა ვართ, სადაც შემორჩა ურთხელის უძველესი კორომები. დღეს გადაშენების ზღვარზეა, “წითელ ნუსხაშია” შეტანილი.

⚠️ 2026 წლის 9 ივლისს ირაკლი კობახიძემ გასცა ნებართვა იმერეთში 40 ძირი უთხოვარის მოჭრაზე https://cutt.ly/Byy7dfkU პროცესი დაწყებულია. ეს მხოლოდ ეკოლოგიის საკითხი არაა. რაღაც ისეთს ეხებიან, რასაც ქართველი საუკუნეები ინახავდა.

პოსტი ეკუთვნის Dato Simonia ს 🤍

📍ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.მანამდე სამართალდამცველებმა ის ლისის ტბის ...
02/09/2026

📍ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მანამდე სამართალდამცველებმა ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს და მისი ავტომობილი გაჩხრიკეს. მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებები ელიზბარაშვილის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს.

საქმე 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ელიზბარაშვილის ცოლის განცხადებით, რესტორანში მას რვა ადამიანი დახვდა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იმის გამო, რომ მან რუსებს შეაგინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანები ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ.

მეორე დღეს ელიზბარაშვილმა Facebook-ზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“. ამის შემდეგ, არსებული ინფორმაციით, „იმედის“ რვავე თანამშრომელმა პოლიციას მიმართა, ხოლო გამოძიება მუქარისა და იარაღთან დაკავშირებული მუხლებით დაიწყო.

თავად თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებამდე ამბობდა, რომ მომხდარის შესახებ საჯაროდ საუბრის შემდეგ პოლიცია მისი ოჯახის წინააღმდეგ მოქმედებდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებისას სამართალდამცველები ელიზბარაშვილის მიმართ აგრესიულად იქცეოდნენ. მისი დაცვის მხარე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GrlzWave posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GrlzWave:

Shortcuts

Share