Alliance of the Georgian-Ukrainian commonwealth

Call Directions Website Contact the organization

Alliance of the Georgian-Ukrainian commonwealth AGUC supports peace & development of cultural, trade & economic relations between 🇬🇪🇺🇦

სექტორ 27 ქართულ - უკრაინული თანამეგობრობის ალიანსისა და მასტერ ლიგის ერთობლივი საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი STRONGE...
24/04/2025

სექტორ 27 ქართულ - უკრაინული თანამეგობრობის ალიანსისა და მასტერ ლიგის ერთობლივი საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი STRONGER TOGETHER-ის ჩემპიონი გახდა!
22 მაისს განახლებულ მზიურს სტადიონზე ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსისა და მასტერ ლიგის ერთობლივი საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირის - Stronger Together - ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ სექტორ 27 და აპტოსი, მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა. ტურნირის ჩემპიონი სექტორი 27 გახდა.
ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო გადაეცა- ლევან ბუაჩიძეს ,სექტორ 27
საუკეთესო მოთამაშე დაცვის პოზიციაზე -გივი დუდუჩავა ,სექტორ 27
საუკეთესო საუკეთესო უნივერსალური მოთამაშე - ნიკა ჩინჩალაძე ,აპტოსი
მასტერ ლიგის რჩეული ,კატეგორიაში ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა -ბესარიონ კობიძე
საფინალო ღონისძიებაზე თითოეულ მონაწილე გუნდსა და ფეხბურთელს გადაეცათ სამადლობელო სიგელები. სიგელების გადასცეს ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმჯდომარემ-ირაკლი კაჭარავამ და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა -ანდრი კასიანოვმა

საფინალო მატჩის დაწყებამდე ანსამბლ რუსთავის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები.

ტურნირი მიზნად ისახავდა, საქართველოში იძულებით გადაადგილებული რუსეთ-უკრაინის ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას და პროექტის ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მათ საჭიროებებს.
ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი :
- სექტორი 27
- აპტოსი
- მასტერ ლიგა
- ლისი დეველოპმენტი
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
- ზედაზენი
- არქი
- ანაგი დეველოპმენტი

საფინალო ღონისძიებაზე თითოეულ მონაწილე გუნდსა და ფეხბურთელს გადაეცათ სამადლობელო სერტიფიკატები და სიგელები.

საფინალო მატჩის დაწყებამდე ანსამბლ რუსთავის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები.

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი მადლობას უხდის საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ პირს, განსაკუთრებული მადლობა კი:
- კომპანია მეგალაბს, რომელმაც საქართველოში მყოფი თითოეული უკრაინელი ოჯახისათვის გამოყო ვაუჩერები, რომლის ფარგლებშიც უკრაინელებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ მიიღონ ლაბორატორიული მომსახურება .მეგალაბის მიერ გაწეული დახმარების ჯამური ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს;
- კომპანია აპტოსს, რომელმაც დამატებით მოახდინა 3 000 ლარის დონაცია. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდებათ საქართველოში მყოფ უკრაინელებს;
-მასგერ ლიგის გუდს რომელმაც გარდა საორგანიზაციო მხარდაჭერისა სპეციალურად უკრაინელი ოჯახების ბავშვებისთვის შეიძინა საფეხბურთო ფურთები;
- საადვოკატო ბიურო ჯალაღონია, არევაძე და პარტნიორებს, რომელიც საქართველოში მყოფ თითოეულ უკრაინელს გადასცემს სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უფასო იურიდიული მომსახურების ვაუჩერები. ბიურო ჯამში 30 000 ლარის ღირებულების მომსახურებას გასწევს უფასოდ

Address

Barnovi Str. 45
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995597902412

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Alliance of the Georgian-Ukrainian commonwealth posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Alliance of the Georgian-Ukrainian commonwealth:

Shortcuts

Share