ჰარმონიული განვითარების სკოლა • School for Harmonious Development

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჰარმონიული განვითარების სკოლა • School for Harmonious Development

ჰარმონიული განვითარების სკოლა • School for Harmonious Development სკოლა ახორციელებს ერთდღიან საგანმან?

17/11/2025

იცოდით, რომ ყველა ბავშვი ოდესღაც "კუდიანი" იყო? 🐒✨

ჩვენი შორეული ბებია თევზი რომ იყო, ეს თუ იცოდით? 🐟🧬

ასეთი ჟრიამულით ვსწავლობთ სიცოცხლის ისტორიას დედამიწაზე. 🌍📚

14/11/2025

ბავშვებისთვის ადაპტირებული ეტიკეტის და ქცევის კულტურის გაკვეთილის მთავარი თემა ჩაცმისა და კვების ეტიკეტია — ის, რაც 8–12 წლის ასაკში ყველაზე საჭირო და გასაგებია.

ბავშვები სწავლობენ:
◼️ცივ და თბილ ფერებს, საკუთარი კანის ქვეტონის განსაზღვრას და იმას, თუ რომელი ფერები უხდებათ; ტანისამოსისა და აქსესუარების სწორად შერჩევას.
◼️სუფრის ეტიკეტს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში — რომელი კერძები მიირთმევა ხელით და რომელი - აუცილებლად დანა-ჩანგლით; განსხვავებას სარესტორნო და სწრაფი კვების ობიექტების კულტურას შორის. ◼️გაკვეთილები ასევე მოიცავს სატელეფონო და საჯარო სივრცეში ქცევის ეტიკეტს — ბავშვები სწავლობენ, როგორ შეინარჩუნონ თავაზიანობა, დისტანცია და კულტურული კომუნიკაცია სხვადასხვა სიტუაციაში.

ჩვენი გაკვეთილები საჯარო სკოლებში გრძელდება 📚✨ამჯერად სამყაროს წარმოშობასა და მის შესაძლო მომავალზე ვისაუბრეთ 🌌🪐წარმოსახ...
14/11/2025

ჩვენი გაკვეთილები საჯარო სკოლებში გრძელდება 📚✨

ამჯერად სამყაროს წარმოშობასა და მის შესაძლო მომავალზე ვისაუბრეთ 🌌🪐
წარმოსახვითი მოგზაურობა მოვიწყვეთ წარსულში ⏳🦴 და ვესტუმრეთ ჩვენს შორეულ წინაპრებს - ჰომინიდებს და ტიკტაალიკებს 🧍‍♂️🐟

შევეცადეთ, მომავალშიც გადაგვეჭყიტა 🔮🚀 - დავინტერესდით, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება დედამიწაზე 20 წლის შემდეგ 🌱, მილიონი წლის შემდეგ 🦕 და 10 მილიონი წლის შემდეგ 🌍🛸

😊 118-ე საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია ვბრუნდებით.🌍 ამჯერად მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებს ჩავუტარეთ გაკვეთილი ...
30/10/2025

😊 118-ე საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია ვბრუნდებით.

🌍 ამჯერად მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებს ჩავუტარეთ გაკვეთილი სამყაროს წარმოშობის და მისი შესაძლო მომავლის შესახებ.

💫 ბავშვების ინტერესი და ჩართულობა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მაღალი იყო.

📚 ჩვენი თანამშრომლობა საჯარო სკოლებთან განახლდა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

💌 მსურველ მშობლებს და მასწავლებლებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ვიზიტის დროის და პროგრამის შესათანხმებლად. გაკვეთილები სკოლებისთვის უფასოა💫

🌟 კარგი მანერები ბავშვობიდან ყალიბდება 🌟ლაითურში ძალიან საჭირო და ღირებული თემა განვიხილეთ: ეტიკეტი და კარგი მანერები.შე...
04/08/2025

🌟 კარგი მანერები ბავშვობიდან ყალიბდება 🌟

ლაითურში ძალიან საჭირო და ღირებული თემა განვიხილეთ: ეტიკეტი და კარგი მანერები.

შევისწავლეთ:
🍽️ სუფრის ეტიკეტი — როგორ მოვიქცეთ კვების დროს.
🎩 ჩაცმის ეტიკეტი — როგორ გამოვხატოთ პატივისცემა ჩვენი გარეგნობით.
🤝 სოციალური ქცევა — როგორ დავიცვათ თავაზიანობა სხვებთან ურთიერთობაში.
🧑‍🤝‍🧑 ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან — როგორ გამოვიჩინოთ პატივისცემა, დავიცვათ ზღვარი და შევქმნათ ჰარმონია.
🗣️ და რაც მთავარია — რატომ არის ადამიანების თავაზიანი ქცევა აუცილებელი ცივილიზებული საზოგადოების შექმნისთვის.

ბავშვები ჩაერთნენ, დასვეს კითხვები და ბევრი იფიქრეს საკუთარ ქცევებზე. მსგავსი თემები სკოლაში იშვიათად განიხილება, თუმცა ისინი აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

✨ თუ თქვენც მუშაობთ ბავშვებთან ან პატარა გყავთ ოჯახში, გირჩევთ, ესაუბროთ მათ კარგ მანერებზე, როგორც საკუთარი თავის პატივისცემის, თავისუფლებისა და ჰუმანურობის აუცილებელ საძირკველზე.

#ლაითური #ბავშვებისგანათლება #ეტიკეტი #ზრდილობა #მანერები #ცივილიზებულისაზოგადოება

🌱 ადგილობრივი მცენარეების კვლევა გურიაში, დაბა ლაითურში 🌿ჩვენი მიზანი იყო ბავშვები გაცნობოდნენ იმ ბუნებრივ გარემოს, რომე...
04/08/2025

🌱 ადგილობრივი მცენარეების კვლევა გურიაში, დაბა ლაითურში 🌿

ჩვენი მიზანი იყო ბავშვები გაცნობოდნენ იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც იზრდებიან, და ეს შევძელით მარტივი და საინტერესო აქტივობით: ადგილობრივი მცენარეების შესწავლით🕵️‍♂️🌾

👧🧒 თითოეულმა ბავშვმა შეარჩია რამდენიმე მცენარე თავისი საცხოვრებელი ადგილის ირგვლივ — ზოგი მათთვის კარგად ნაცნობი, ზოგი კი ახალი. 🌼🌸🌿

მცენარეები ფრთხილად შევაგროვეთ და თან წავიღეთ. ამ გზით ბავშვებმა ისწავლეს ადგილობრივი ფლორის ამოცნობა, გარემოსადმი დაკვირვებული დამოკიდებულება და იმის დაფასება, რაც მათ გარშემო იზრდება. 🍃💚

📍 ეს აქტივობა მარტივად შეგიძლიათ გაიმეოროთ თქვენს შვილებთან ერთად — არ გჭირდებათ სპეციალური მასალები, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა, ბუნებაში გასეირნების სურვილი 🚶‍♀️🚶‍♂️ და გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი ვაზად გამოსაყენებლად. 🧴🪴

🤩 ბავშვები იწყებენ დაკვირვებას, კითხვების დასმას და საკუთარი მიწის სიყვარულს. 🌍❓💭

✨შეარჩიეთ რამდენიმე მცენარე და სახლში მიიტანეთ 🏡.
შეგიძლიათ დაიწყოთ პატარა ჰერბარიუმის შექმნაც 📖 ან ბუნების დღიურის წერა ✍️.

🌻 რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე. დავეხმაროთ პატარებს მშობლიური გარემოს შემეცნებაში🌎

#ლაითური #ბუნებისგაცნობა #საქართველოსფლორა

🌿 დღეს ოზურგეთში გვქონდა გაკვეთილი: "ის, რასაც ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ". 👁️‍🗨️🔍 ვისაუბრეთ იმ ჩვენთვის უჩინარ საგნე...
23/07/2025

🌿 დღეს ოზურგეთში გვქონდა გაკვეთილი: "ის, რასაც ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ". 👁️‍🗨️

🔍 ვისაუბრეთ იმ ჩვენთვის უჩინარ საგნებზე, ხმებზე და მოვლენებზე, რომლებსაც ყოველდღე ვუყურებთ, გვესმის და ხდება ჩვენ გარშემო, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. 🌫️

🎧 ერთ მარტივ სავარჯიშოს თქვენც გაგიზიარებთ: დახუჭეთ თვალები და უსმინეთ ღამის ხმებს - ქალაქის, მწერების, ფრინველების... აღმოაჩენთ, თუ რა მდიდარია თუნდაც ქალაქის პოლიფონია და როგორ გვეკარგება ეს ყოველივე ყოველდღიურობაში. 🌌

🌲 მეოთხე წელია, ეს ბავშვები ჩვენთან ერთად დადიან ექსკურსიებზე, დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე 👣🎒🧒⏳ ბავშვობა ადამიანის ც...
22/06/2025

🌲 მეოთხე წელია, ეს ბავშვები ჩვენთან ერთად დადიან ექსკურსიებზე, დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე 👣🎒

🧒⏳ ბავშვობა ადამიანის ცხოვრების ყველაზე მოკლე პერიოდია
ცნობიერი პერიოდი მაქსიმუმ ათ წელს გრძელდება, ანუ ათ ზაფხულს ☀️🌿

📊 UNESCO-ს მონაცემებით, ბავშვების 75%-ზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს 🏙️
და ბუნებრივ გარემოსთან შეხება წელიწადში მხოლოდ 1-2-ჯერ აქვთ 🍃

🧠💛🤝 გარემოს ხშირი ცვლილება კი პირდაპირ კავშირშია გონებრივ განვითარებასთან,
ემოციურ რეგულაციასთან და სოციალურ უნარებთან

🌞🧩 ზაფხული საუკეთესო სეზონია მეხსიერების, დაკვირვების უნარის და ფანტაზიის 🌈 განსავითარებლად.

🏕️🌳 გთხოვთ, წაიყვანეთ ბავშვები ქალაქგარეთ — ტყეში, მდინარეზე, მთაში, ჭალაში 🌾
სანამ ამის დრო ჯერ კიდევაა ⏰

🍡🔥💫 ზეფირი, კოცონი და საამისო ნება — მხოლოდ ესაა საჭირო.

🎉💫 ძვირფასო ჟინვალელებო, დიდებო და პატარებო! 😍👨‍👩‍👧‍👦✨📣 შესანიშნავი ფესტივალი გამოგვივიდა დღეს! 🎭🎨🕺❤️ მადლობას გიხდით მო...
01/06/2025

🎉💫 ძვირფასო ჟინვალელებო, დიდებო და პატარებო! 😍👨‍👩‍👧‍👦✨
📣 შესანიშნავი ფესტივალი გამოგვივიდა დღეს! 🎭🎨🕺
❤️ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის! 🙏🥰

🔥 აქტიურობა, ტრადიციულად, ყოველ წელს მაღალია, თუმცა დღევანდელ ფესტივალს დასწრების რეკორდული მაჩვენებლი ჰქონდა! 🎯📈🎉

🎈 შეგახსენებთ: ბავშვთა ფესტივალი ჟინვალში უკვე მეოთხე წელია ტარდება ჩვენი სკოლის ორგანიზებით. 🎓🏫👧👦

📸🎥 გიზიარებთ დღევანდელ ფოტოებს 🖼️🎬💖✨

კვირას, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გიწვევთ ჟინვალის ბავშვთა ფესტივალზე! ☀️👧👦📍 შეკრების ადგილი: ჟინვა...
28/05/2025

კვირას, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გიწვევთ ჟინვალის ბავშვთა ფესტივალზე! ☀️👧👦

📍 შეკრების ადგილი: ჟინვალის პარკი
🕐 შეკრების დრო: 13:00 საათი
🕒 დასრულება: 15:00 საათზე

ფესტივალზე დაგხვდებათ:
◾ ბევრი ფერადი ბუშტი 🎈✨
◾ მხიარული მუსიკა 🎶💃🕺
◾ ფერადი ცარცი შენობების მოსახატად 🎨🏠
◾ შევქმნით "ნატვრის ღობეს" ფერადი ლენტებით 🎋🌈
◾ ფესტივალის ბოლოს გავაკრავთ საინფორმაციო პლაკატებს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის მხარდასაჭერად 🐶🐾📰
◾ გადავიღებთ უამრავ ფოტოს 📸💛, რომელსაც მოგვიანებით აქვე, ჯგუფში გაგიზიარებთ 📂👀

ℹ️ შეგახსენებთ, რომ ჟინვალის საბავშვო ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ ტარდება.
🎓 ფესტივალის ორგანიზატორია ჰარმონიული განვითარების სკოლა • School for Harmonious Development

📷 კომენტარებში იხილავთ წინა წლების ფესტივალების ფოტოებს.

გელით მოუთმენლად, დიდებს და პატარებს! 💛☀️🎊

🖼️ ეს კი შარშანდელი ფოტო:

დღეს ჩვენი უფროსი მოსწავლეები თბილისს ეწვივნენ, მოინახულეს დიდუბის პანთეონი და დიდუბის ტაძარი. ექსკურსიის შემდეგ კი ჩვენ...
23/02/2025

დღეს ჩვენი უფროსი მოსწავლეები თბილისს ეწვივნენ, მოინახულეს დიდუბის პანთეონი და დიდუბის ტაძარი. ექსკურსიის შემდეგ კი ჩვენს ვიეტნამელ სტუმართან ჰქონდათ შეხვედრა🇻🇳

დიუნმა მათ უამბო თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის შესახებ, რომელიც უკვე წელიწადნახევარია გრძელდება და 21 ქვეყანას მოიცავს საქართველოს ჩათვლით. ესაუბრა თითოეულ ქვეყანაზე, მათ სამზარეულოზე, კულტურაზე, ხალხზე, გაუზიარა ფოტომასალა და შთაბეჭდილებები. საუბრის პროცესში მოსწავლეები შეეცადნენ პოლიტიკურ რუკაზე ყველა ის ქვეყანა ეპოვათ, რომელიც დიუნმა გამოიარა🌏

ჩვენ კი საპასუხო ჟესტად ქართული კულტურა და სამზარეულო გავაცანით🇬🇪

დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდით ჩვენთვის ნაცნობ 118-ე საჯარო სკოლას და ამჯერად მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ გაკვე...
13/02/2025

დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდით ჩვენთვის ნაცნობ 118-ე საჯარო სკოლას და ამჯერად მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ გაკვეთილი.

ამ ნიჭიერმა ბავშვებმა გაბედულებაც გამოავლინეს და ხელით შეეხნენ ჭიჭინობელის ფიტულებს🪳, მოსინჯეს მე-15 საუკუნის მონღოლური ისრისპირი🏹, გაიხედეს ტელესკოპით🔭 და აღტაცებით შეხვდნენ დროის მანქანის შექმნის და შემდეგ მისით დროში მოგზაურობის - ოცი წლის შემდეგ მომავალში სტუმრობის იდეას🛸

Address

Tbilisi
0119

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჰარმონიული განვითარების სკოლა • School for Harmonious Development posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჰარმონიული განვითარების სკოლა • School for Harmonious Development:

Share