01/12/2024
განცხადება ახალგაზრდული ნეირომეცნიერების ორგანიზაციის სახელით
ჩვენ, ახალგაზრდული ნეირომეცნიერების ორგანიზაცია, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ადამიანს, რომელიც მშვიდობიანი პროტესტით გამოხატავს დემოკრატიის, სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისადმი მხარდაჭერას. საქართველოში ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობა ჩვენთვის ღრმად შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია.
როგორც ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ახშობს სამართლიანი მმართველობისა და კანონის უზენაესობისთვის მებრძოლ ხმებს. ძალადობას დიალოგში ადგილი არ აქვს და ის ძირს უთხრის იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვაც ჩვენ გვსურს.
მივმართავთ ხელისუფლებას, პატივი სცენ ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.
ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა არასოდეს უნდა შეხვდეს ძალადობას.