CatchUp • Georgia

CatchUp • Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from CatchUp • Georgia, Environmental conservation organisation, Tbilisi.

CatchUp • Georgia ემსახურება გაეროს მიერ 2015 წელს შექმნილ – მდგრადი განვითარების მიზნებს, მის პოპულარიზაციასა და საქართველოში არსებული ვითარების ხაზგასმას. მიზნები წარმოადგენენ მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ სფეროზე, კერძოდ: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. საქართველოში მდგრადი განვითარების შესახ

ებ არსებული ცნობიერენის დაბალი დონისა და არასწორი ინფორმაციის გათვალისწინებით, რასაც ხშირად კონცეფციის არასწორ გაგებამდეც მივყავართ, ფართომასშტაბიანი და ხარისხიანი საინფორმაციო კამპანია მდგრადი განვითარების დღისწესრიგის და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების წარმატებული შესრულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. CatchUp Georgia ხელს უწყობს სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვასა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას. ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. CatchUp Georgia შექმნიდან ძალიან მალე, ევროპის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინსტიტუტის გამარჯვებული გახდა საქართველოში. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრია.


ჩვენს მიერ შექმნილმა პროექტმა აღიარება მოიპოვა მსოფლიო დონეზე. ჩვენ რამოდენიმე თვეში შევძელით UN GLOBAL NETWORK- ის ოფიციალური წევრები გავმხდარიყავით. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენს მიერ შექმნილი პლატფორმა ფლობს სტანდარტებს, რომლითაც სამომავლოდ შევძლებთ ღირებულ შედეგებამდე მისვლას.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CatchUp • Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to CatchUp • Georgia:

Share