01/11/2020
,,პირველი მოთამაშისა'' და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ონლაინ საერთაშორისო პროექტი ,,მსოფლიო განათლება პანდემიის პირობებში'' დასრულდა. პროექტი საინტერესოდ ჩატარდა. იტალიის, საქართველოსა და ამერიკის ახალგაზრდები დაესწრნენ ამ პროექტს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე,როგორებიცაა:
1. განათლების სისტემა საკუთარ ქვეყნებში (აშშ,საქართველო და იტალია)
2.ონლაინ სწავლების პლიუსები და მინუსები.
3.შეზღუდვები კორონავირუსის დროს.
4.კორონავირუსის გამოწვევები ახალგაზრდებში.
ასევე ახალგაზრდება ერთმანეთს პირადი გამოცდილება გაუზიარეს.
ასევე ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნულ პროექტს დაესწრო, პირველი მოთამაშის გენერალური დირექტორი ლუკა წურწუმია, პირველი მოთამაშის საერთაშორისო პროექტების დირექტორი დაჩი ტაბატაძე, სოხუმის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ირმა დიხამინჯია, ინგლისური ენის პროფესორი მანანა შელია და დოქტორანტი ლევან კიკილაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანა მოსემღვდვლიშვილი. ასევე ამერიკიდან ჩაერთო ,,mclinckton high school''-ის სტუდენტთა გაერთიანების დირექტორი ქელაბი და universate de piza-ს სტუდენტი სალომე თანაშვილი. პროექტი წარმატებით განხორციელდა.