Center for Classical and Contemporary Rhetoric Research

Center for Classical and Contemporary Rhetoric Research ა(ა)იპ კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრი The center is non-entrepreneurial (non-commercial) legal entity established on 12th January, 2021.

კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნდა 2021 წლის 12 იანვარს.
ცენტრის მიზანია შემდეგი სახის აქტივობების განხორციელება:
1. რიტორიკის სფეროსთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა: პროექტების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სტუდენტური ფორუმებისა და სემინარების, ლექციებისა და ტრენინგები

ს დაგეგმვა და განხორციელება;
2. კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის სფეროში ჩართულ და მოღვაწე სუბიექტებთან თანამშრომლობა;
3. ცენტრის მიზნების განსახორციელებლად, საზღვარგარეთის შესაბამის სპეციალისტებსა და დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
4. სტუდენტებს, მეცნიერებსა და პროფესიონალებს შორის დიალოგისა და სხვა აქტივობების ინიცირება და წახალისება;
5. რიტორიკის თეორიისა და პრაქტიკის სფეროში საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება.

ცენტრის შემადგენლობა:
დოქტ. ნათია კენჭიაშვილი (დამფუძნებელი წევრი და დირექტორი);
ასისტ.-პროფ., დოქტ. გიორგი ამირანაშვილი (დამფუძნებელი წევრი);
ასოც. პროფ., დოქტ. თინათინ ბოლქვაძე (წევრი);
პროფ. ჯოზეფ ზომპეტი (საპატიო წევრი). The goals of the center are the following:
1. Educational and research activities related to the field of rhetoric: planning and implementation of projects, conferences, round tables, student forums and seminars, lectures and trainings;
2. Collaboration with persons/organizations working in the field of classical and modern rhetoric;
3. Cooperation with relevant experts and institutions abroad to achieve the goals of the center;
4. Initiate and encourage dialogue and other activities between students, scholars and professionals;
5. Implement consulting activities in the field of rhetoric theory and practice. The Center Staff:
Dr. Natia Kentchiashvili (Founding Member & Director);
Asst. Prof. Dr. Giorgi Amiranashvili (Founding Member);
Assoc. Dr. Tinatin Bolkvadze (Member);
Prof. Joseph P. Zompetti (Honorary Member).

23/02/2025
2025 წლის 22 თებერვალს, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით − „სიტყვა, თქმული რიტორიკაზე, ანუ რა უნდა ვიცოდეთ საჯარო გამოსვლის...
23/02/2025

2025 წლის 22 თებერვალს, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით − „სიტყვა, თქმული რიტორიკაზე, ანუ რა უნდა ვიცოდეთ საჯარო გამოსვლის ხელოვნების შესახებ“, რომელიც დაანონსებული და ორგანიზებული იყო ა(ა)იპ − კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის მიერ. ტრენინგს უძღვებოდა ამავე კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი წევრი და დირექტორი და ჟურნალ „კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის მიმომხილველის“ მთავარი რედაქტორი, დოქტ. ნათია კენჭიაშვილი.

ტრენინგის თემატიკა სესიების მიხედვით შემდეგნაირად იყო გადანაწილებული:

I სესია − შესავალი;

☑️საჯარო გამოსვლის ხელოვნების შესახებ;
☑️ქართული მჭევრმეტყველების დარგები, მათ შორის, სადღესასწაულო, სამგლოვიარო, სამქადაგებლო, სადარბაზო, სამხედრო, სამოსამართლო, პოლიტიკური და აკადემიური დარგები;
☑️განშტოებებიდან: საპაექრო, საელჩო და ეპისტოლარული განშტორებები;
☑️ჟანრებიდან ძირითადი ჟანრები: სიტყვის და ქადაგების, ხოლო დამხმარე ჟანრები: მოძღვრების, სწავლის, შესხმის, ქების, მიმართვის, ლექციის, მოხსენების, საინაუგურაციო ლექციის, საინაუგურაციო სიტყვის და ა.შ. ჟანრები.
☑️პერიოდიზაცია: ძველი (კლასიკური), ახალი და უახლესი პერიოდები და ქვეპერიოდები.
☑️დაბოლოს, ტესტური აქტივობები ორიგინალური ორატორული ნიმუშების სათაურების მიხედვით მათი დარგობრივი და ჟანრობრივი კუთვნილების დადგენა: რომელ დარგს და ჟანრს მიეკუთვნება ნიმუში სათაურის გათვალისწინებით?

II სესია − ძირითადი ნაწილი (რიტორიკის ძლიერი მხარეები);

☑️საჯარო გამოსვლის ტექსტის წინასწარ მომზადება:
სათაურის აგების თავისებურებები ორატორულ ხელოვნებაში, განვიხილეთ ორიგინალური ორატორული ნიმუშების სათაურები, ინდივიდუალურ და კოლექტიურ ავტორთა ნიმუშები, ასევე იუმორისტული ორატორული ნიმუშები, ლიტერატურულ გასამართლებათა ნიმუშები – სხვადასხვა დარგისა და ჟანრის ორატორული ნიმუშების სათაურები და ა.შ.
☑️საჯარო გამოსვლის ტექსტის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, თემიდან თემაზე გადასვლა, დაგეგმვა;
☑️საჯარო გამოსვლის ლექსიკური, გრამატიკული, სტილისტიკური, ინტონაციური და პრაგმატული მახასიათებლები.

☑️ენობრივი გაფორმება, ენობრივი საშუალებები: ტროპის სახეები და რიტორიკული ფიგურები.
☑️უცხოური და ქართული საჯარო გამოსვლის ნიმუშების განხილვა.

III სესია − შემაჯამებელი ნაწილი (რიტორიკის სუსტი მხარეები);

☑️წერისა და მეტყველების კულტურა;
☑️ორთოგრაფია-ორთოეპია და მათი მიმართება რიტორიკასთან;
☑️წერითი და ზეპირი მეტყველების შემაფერხებელი ფაქტორები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 22 პირმა, მათ შორის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

ტრენინგის ბოლოს გამოითქვა რამდენიმე იდეა ცენტრის ფარგლებში სამომავლო აქტივობების თაობაზე.

ა(ა)იპ − კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის სახელით გამოსაქვეყნებლად მზადდება გამოცემა – „კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის მიმომხილველის“ მე-2 ნომერი, რომელიც ქალთა თემას ეძღვნება. გამოცემის სახელწოდებაა „ქალები ქართულ ორატორულ ხელოვნებაში“. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის 1-ელი ნომერი შემდეგ ბმულზე: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/434847

ცენტრის სახელით მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის და გამოვთქვამთ ახალი წევრების შემომატებისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილს!

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Center for Classical and Contemporary Rhetoric Research posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Center for Classical and Contemporary Rhetoric Research:

Share