რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group, Non-Governmental Organization (NGO), 73 Agmashenebeli Street, Tbilisi.

The Reforms and Research Group is a civil society organization founded in Georgia dedicated to promoting the development of liberal values and democratic institutions as well as civil society.

🎓 გინდა იყო სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე?🚀 ჩაერთე მოსამზადებელ კურსში და მიიღე სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელია მათთ...
12/05/2025

🎓 გინდა იყო სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე?

🚀 ჩაერთე მოსამზადებელ კურსში და მიიღე სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვინც:

✅ აპირებს მუშაობას ცესკოში, საოლქო ან საუბნო კომისიაში
✅ გეგმავს მონაწილეობას არჩევნებში მოხელის ან დროებითი თანამშრომლის სტატუსით
✅ საქმიანობს ან სწავლობს საარჩევნო სამართალს, საჯარო მმართველობას ან პოლიტიკის მეცნიერებას
✅ მუშაობს არასამთავრობო სექტორში და ჩართულია საარჩევნო პროცესებში

🎯 რას ისწავლი კურსზე?

📘 საქართველოს კონსტიტუციას
🗳️ საქართველოს საარჩევნო კოდექსს
📋 ცესკოს დადგენილებებს

📅 სწავლა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
🕒 სესიის ხანგრძლივობა: 90 წუთი
💻 ფორმატი: ჰიბრიდული — ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში
📍 ყოველკვირეული პრეტესტები
💵 ღირებულება: 300 ლარი
🔖 პროევროპული პარტიების მიერ რეკომენდებულთათვის: 200 ლარი

📝 რეგისტრაციის პროცესში მიიღებ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას — გამოცდის ადგილი და თარიღი შენზე იქნება მორგებული!

📌 კურსი გრძელდება გამოცდის ბოლო დღემდე!
📩 ჩაეწერე დღესვე!

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი

🔗 [გადადი ბმულზე]
https://docs.google.com/forms/d/1XE67sSbrwoRcTBaoq7WZTxFQZXf3hgufOqqPJKmiK_E/preview

16/03/2025

📌👇სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის წამების საქმე - ჯოჯოხეთის გზა პოლიციის მთავარ სამმართველოში

10/02/2025

დღეს ჩვენ ვიბრძვით სახელმწიფოს და ევროპული მომავლის გადარჩენისთვის და მიზნის მისაღწევად გვაქვს ერთადერთი გამოსავალი - ხელახალი სამართლიანი არჩევნები.

ჩვენ იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რომლებიც დავუშვით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს.

გულად ქანთარია - რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

თავისუფლება საბა სხვიტარიძეს!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

❗თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საბა სხვიტარიძის მორიგი სასამართლო სხდომა.❗"მოსამართლემ" ის წინასწარ პატიმრობაშ...
28/01/2025

❗თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საბა სხვიტარიძის მორიგი სასამართლო სხდომა.

❗"მოსამართლემ" ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

❗აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საქმის განხილვის პროცესში არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძველი არ ჰქონია მისი პატიმრობაში დასატოვებლად.

❌სასამართლო სისტემა არ ემსახურება ბრალდებულის ინტერესების დაცვას. სასამართლო წარმოადგენს პროკურატურის გაგრძელებას, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

❗"მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. საკნის კედლები სულ რომ კუბოსავით შემივიწროვოთ, ჩემზე თავისუფლები მაინც ვერ იქნებით.

დღეს შეიძლება მე დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ. ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და არ დაიჩოქებს პოლიციური რეჟიმის წინაშე.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
თავისუფლება მზია ამაღლობელს!" - საბა სხვიტარიძე, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის გამგეობის წევრი.

თავისუფლება საბას და რეჟიმის ყველა პატიმარს!

14/01/2025

👉სტატია "ადმინისტრაციული კანონმდებლობა - რეპრესიების მექანიზმი ავტორიტარიზმის გზაზე".
❗სტატია ეხება ქართული ოცნების მიერ ერთპარტიულ პარლამენტში მხარდაჭერილ ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სხვა კანონებში განხორციელდა.

❗სტატიაში კრიტიკულად არის გაანალიზებული ადმინისტრაციული ცვლილებების ნეგატიური გავლენა ადამიანის უფლებებზე.

❗სტატიის ლინკი:

‼️ადგილობრივი კოალიციური სადამკვირვებლო მისია ხმის გუშაგი  განცხადება ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.👉❗️ეუთოს ანგა...
21/12/2024

‼️ადგილობრივი კოალიციური სადამკვირვებლო მისია ხმის გუშაგი განცხადება ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.

👉❗️ეუთოს ანგარიშის და არჩევნების მოკლე შეფასებითვის გახსენებთ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელის გუშინდელ ციტატას:
„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების კეთილსინდისიერება/სანდოობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს".

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე არსებული დარღვევების შესახებ არაერთი განცახდება გაკეთდა ხმის გუშაგის და სხვა ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ.

გაყალბების მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იყო ვიდეო და ფოტო მასალები, რომლებიც ნათლად ადგენდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ხმის ფარულობის დარღვევის, სხვისი პირადობის მოწმობით და პასპორტით ხმის მიცემის, მარკირების სითხის უფუნქციობის ფაქტებს და სხვა მნიშვნელოვან დარღვევებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს არჩევნების შედეგებზე.

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილ დარღვევებს, მათ სიხშირეს და სიმძიმეს.

ხმის გუშაგის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად დანიშნოს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია.

ხმის გუშაგის მისია სრულად ემიჯნება ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკეკების შეჩერების შესახებ. მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების პროტესტს არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ.

მოცემული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება:
1. ხელახალი არჩევნების დანიშვნა
2. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

03/11/2024

👉"ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ‼️ვიდეო მტკიცებულებაში თქვენ ნახავთ: - ფარული კენჭისყრის დროს ამომრჩეველზე ზეგავლენა🔴მოცემული და სხვა ფაქტები დეტალურად იქნება განხილული "ხმის გუშაგის" არჩევნების შედეგების შეფასების ანგარიშში.

👉 არჩევნები გაყალბდა - ეს, არის ცალსახა მოცემულობა I გულადი ქანთარია, კოალიცია "ხმის გუშაგის" დამფუძნებელი
03/11/2024

👉 არჩევნები გაყალბდა - ეს, არის ცალსახა მოცემულობა I გულადი ქანთარია, კოალიცია "ხმის გუშაგის" დამფუძნებელი

03/11/2024

👉"ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

‼️ვიდეო მტკიცებულებაში თქვენ ნახავთ: - სურათებიანი სიები

🔴მოცემული და სხვა ფაქტები დეტალურად იქნება განხილული "ხმის გუშაგის" არჩევნების შედეგების შეფასების ანგარიშში.

03/11/2024

👉"ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

‼️ვიდეო მტკიცებულებაში თქვენ ნახავთ: - ფარულ კონვერტში ორი ბიულეტენი.

🔴მოცემული და სხვა ფაქტები დეტალურად იქნება განხილული "ხმის გუშაგის" არჩევნების შედეგების შეფასების ანგარიშში.

03/11/2024

👉"ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

‼️ვიდეო მტკიცებულებაში თქვენ ნახავთ: - სხვისი პასპორტით ხმის მიცემის მცდელობას

🔴მოცემული და სხვა ფაქტები დეტალურად იქნება განხილული "ხმის გუშაგის" არჩევნების შედეგების შეფასების ან

03/11/2024

👉"ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

‼️ვიდეო მტკიცებულებებში თქვენ ნახავთ: მარკირების სითხის მოშორების მცდელობას

🔴მოცემული და სხვა ფაქტები დეტალურად იქნება განხილული "ხმის გუშაგის" არჩევნების შედეგების შეფასების ანგარიშში.

Address

73 Agmashenebeli Street
Tbilisi
0102

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი/ The Reforms and Research Group:

Share