24/03/2025
🟢“სიკეთის დაყადაღება” ასე ვუწოდებდი ამ მარაზმს!
ე.წ მთავრობავ, თქვენგან გაწირული ადამიანები არსებობას რომ ამ ფონდებით აგრძელებენ იცით?!
თქვენ გინდათ ქართველ ხალხს ყველანაირად ყელში წვდეთ და დაახრჩოთ, რომ შემდეგ ბედნიერად იცხოვროთ თქვენ მორჩილ კასტასთან ერთად… ვერ გამოვა ასე!
როცა ჩემ მიმართ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაცია განახორციელა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა, მისმა მრჩეველმა, ლევან კიკვიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაფარიძემ, ყველას გახსოვთ ჩემი მძაფრი პროტესტი, იციან ჩემმა ნამდვილმა მეგობრებმა მე როგორ მდგომარეობაში ვიყავი და რა რთული ემოციური პერიოდი გამოვიარე…
მაშინ, როდესაც არც მუშაობის და არაც არანაირი საქმის კეთების თავი არ მქონდა, მაშინ როდესაც იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს 33 წელი და ჩემს მეგობრებს ვუწოდები, ზურგი მაქციეს, მხოლოდ იმიტომ რომ კახა ჟორჟოლიანისა და მარიამ ჯაფარიძისთვის ესიამოვნებინათ, აი მაშინ დადგა ჩემს გვერდით ფროსფერითი ჯორჯია.
მათთვის სრულიად უცნობ ადამიანს არ მომცა საშუალება გავმტყდარვიყავი და არსებობის შესაძლებლობა მომცა, მანამ, სანამ ხელახლა ვიპოვიდი საკუთარ თავში ძალებს, რათა გამეგრძელებინა ბრძოლა არსებობისთვის.
ფროსფერითი ჯორიჯია იყო ის ფონდი, რომელმაც ორი თვის ხელფასი ამინაზღაურა, მომცა შესაძლებლობა არ წავსულიყავი ქვეყნიდან ემიგრაციაში და 2025 წლის ახალ წელს ცარიელი სუფრით არ შევხვედრილვიყავი, მაშინ, როცა უნამუსო ადამიანები, კახა ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაფარიძე და ლევან კიკვიძე ბედნიერად უსხდნენ ალბათ სუფრას და თავიან ოჯახის წევრებს ულოცავდნენ ახალ წელს, არც კი აგონდებოდათ, მათგან არაფრის გამო გაწირული ადამიანი, როგორ ხვდებოდა ახალ წელს!
ყველას მოგეზღვებათ, ადამიანური სამართლის თუ არ გეშინიათ, არსებობს ღვთის სამართალი, დაელოდეთ, აუცილებლად მოვა!
მადლობა prosperitygeorgia.org, მადლობა, რომ ჩემ მსგავსად უამრავ ოჯახში შეიტანეთ იმედი და ამ ხელისუფლებისა და მათი ტაშისმკვრელებისგან განწირულები არ დაგვტოვეთ მარტო🙏
#სოლიდარობასიკეთისფონდებს
#სოლიდარიბაფროსფერითიჯორჯიას” | წერს ეკატერინე წულუკიძე