06/06/2026
♻ ევროკავშირის ეგიდითა და CENN-ის ინიციატივით, საქართველომ პირველ საერთაშორისო ცირკულარულ ბიზნესსამიტს უმასპინძლა.
სამიტი სიმბოლურად 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართა და მან 100-მდე სტუმარი გააერთიანა 60-ზე მეტი ორგანიზაციიდან. დამსწრეებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ინდუსტრიის ლიდერები, ფინანსური დაწესებულებები, ბიზნესები, დარგობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და ექსპერტები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში გუნდის ხელმძღვანელმა, ანელის ვანვიმელბეკემ; გაეროს განვითარების პროგრამის
მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ნილს ქრისტენსენმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯ. ე. ნიკოლმა.
"ეკონომიკის ტრადიციული ხაზოვანი მოდელი – „მოიპოვე, აწარმოე, გამოიყენე, გადააგდე“ – არამდგრადია და პლანეტარულ საზღვრებს სცდება. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და კლიმატნეიტრალურობის მისაღწევად. ევროკავშირი კვლავაც საქართველოს გვერდით დგას ისეთი მდგრადი და მწვანე ზრდის ხელშეწყობაში, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ადამიანებს, ისე პლანეტას", - მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ანელის ვანვიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის
ხელმძღვანელმა.
ღონისძიების მთავარ მიზანს ქვეყანაში ცირკულარული ტრანზიციის ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, და, აგრეთვე, დაბალნახშირბადიანი და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. სამიტზე გამართულმა ბიზნესგამოფენამ კი თავი მოუყარა 23 მწვანე ბიზნესსა და საწარმოს და დამთვალიერებლებს მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესებში ცირკულარული
გადაწყვეტები გააცნო.
ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებითა და CENN-ის ორგანიზებით გაიმართა. სამიტის მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), „ტერაბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“.
European Union in Georgia Austrian Development Agency UNDP Georgia ტერაბანკი - Terabank პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank CENN
#ცირკულარულიეკონომიკა #ინდუსტრიულისიმბიოზი
***
♻ Georgia Hosted First International Circular Business Summit, Initiated by CENN with EU Support.
Symbolically held on June 5, World Environment Day, the summit brought together 100 guests from over 60 organisations. Attendees included international organisations, industry leaders, and financial
institutions, businesses, sector-specific civil society organisations, academic institutions, and experts.
The event opened with welcoming remarks from Annelies Vanwymelbeke, Attaché and Team Leader for the Green Deal, Connectivity, and Global Gateway at the Delegation of the European Union to Georgia; Nils Christensen, UNDP Georgia Deputy Resident Representative; and Laurent G. E. Nicole, Executive
Director of CENN.
"The traditional linear model of 'take, make, use, dispose' is unsustainable and pushes us beyond planetary boundaries. The transition to a CE is crucial for reducing pressure on natural resources, halting biodiversity loss, and achieving climate neutrality. The EU remains by Georgia's side in fostering sustainable, green growth that benefits both people and the planet," - said Annelies Vanwymelbeke, Team Leader for Green Deal, Connectivity, Economic and Investment Plan at the Delegation of the European Union to Georgia, in her welcoming remark.
The main objective of the event was to discuss the key challenges and opportunities in the country's circular transition and to promote the development of a low-carbon, sustainable economy. Additionally, a business exhibition held during the summit featured 23 green businesses and enterprises, showcasing circular solutions within small and medium-sized enterprises to the visitors.
The event was organised by CENN with financial support from the
European Union, and supported by the Austrian Development Cooperation (ADC), the United Nations Development Programme (UNDP), Tera Bank, and ProCredit Bank.
European Union in Georgia Austrian Development Agency UNDP Georgia ტერაბანკი - Terabank პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank