17/02/2026
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კონფერენციის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარადგენს მოხსენებას აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის (ააკ) სფეროში უახლეს მიგნებებზე მსოფლიოში და განვითარების მიმართულებებზე საქართველოში👇
🎓📘 7 მარტს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია - სემთა - Gslta და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი, კვლევა და პრაქტიკა“.
🌍კონფერენცია ეხმაურება ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპულ დღეს და მიზნად ისახავს პროფესიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო მიგნებათა გაზიარებას. კონფერენციის მთავარი თემაა ენისა და მეტყველების თერაპიის ინოვაცია, სიახლეები და მიგნებები. ✨🔬 ღონისძიების მონაწილეები:
📊📚მოისმინენ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევების შედეგების შესახებ;
📝✅მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს;
🧩🚀გაეცნობიან სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს.
💬🔍კონფერენციის დასასრულს გაიმართება პანელური დისკუსია ენისა და მეტყველების თერაპიაში არსებული გამოწვევებისა და პროფესიის სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.
🎓სემთას საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია - სემთა - Gslta წევრებისთვის 6 მარტს გაიმართება სპეციალური ვორკშოპი, რომელსაც გაუძღვება ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ჟოაო კანოსა დიასი, 20-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ენისა და მეტყველების პორტუგალიელი თერაპევტი.
ინფორმაცია კონფერენციის მომხსენებლებისა და დღის განრიგის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. �https://iliauni.edu.ge/uploads/other/91/91223.pdf
დასწრების მსურველებს გთხოვთ, 1 მარტამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf2UE5b0fIJJkMSSIVQ3iUwaVtlEPV3YWTwIdD-MoNhfeNz4w/viewform
სარეგისტრაციო ბმული უკვე დახურულია 💛
მაღალი ინტერესის გამო ყველა ადგილი სრულად შეივსო.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი აქტიურობისთვის!
📺📡კონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდებზე.
სამუშაო ენა: ქართული / ინგლისური
⏰დრო: 7 მარტი, 09:30 საათი
📍🏛️ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
🔉 კონფერენციასა და ვორქშოფზე რეგისტრაციის შემდეგ, დამსწრეთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ დამადასტურებელ ელფოსტას