Сivil Rights Center • სამოქალაქო უფლებათა ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Сivil Rights Center • სამოქალაქო უფლებათა ცენტრი

Сivil  Rights Center • სამოქალაქო უფლებათა ცენტრი 📞 598 21 00 55;
📞 598 92 31 31;
📞 558 37 37 94;

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო უფლებათა ცენტრი“ დაფუძნდა 2021 წელს. ორგანიზაციის დაარსებიდან ჩართულნი ვართ სხვადასხვა აქტივობებსა თუ პროექტებში. საქმიანობის მიზნების შესაბამისად, აგრეთვე, აქტიურად ვთანამშრომლობთ არაერთ საგანმანათლებლო, კვლევით თუ სხვა პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

მისია
ჩვენი მისიაა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში ვუზრუნველყოთ ადამიანის უფლებების შესახებ

ცოდნის ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა, კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ხსენებულ საკითხებსა თუ მიმართულებებზე დისკუსიებისა და კვლევების ინიცირება. ასევე, სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერითა და ადამიანების ადვოკატირებით, გვსურს დავიცვათ მოწყვლადი ჯგუფების სამართლებრივი ინტერესები. ჩვენი მისიაა საზოგადოების ინფორმირებითა და მათი უფლებების დაცვით, განვამტკიცოთ გამჭვირვალე, ღია დემოკრატიული პრინციპები.

ხედვა
ჩვენი გუნდი ძირითადად დაკომპლექტებულია სამართლის სხვადასხვა დარგში მოღვაწე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტებითა და ადვოკატებით. ვთვლით, რომ სამართალმცოდნე წარმოადგენს კანონის უმაღლეს კრიტიკოსს, რომელსაც კერძო სექტორიდან შეუძლია განახორციელოს ღირსეული და საზოგადოებისათვის სასიკეთო ცვლილებებისკენ მიმართული ქმედებები. კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებში შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობითა და უშუალოდ ქმედითი რეაგირებებით გვსურს ვუზრუნველვყოთ დემოკრატიული გარემოს გაჯანსაღება.


მიზნები
ჩვენი მიზნების განხორციელების ფარგლებში პრიორიტეტს ვანიჭებთ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებსა თუ პროექტებს:

• სამართლებრივი გარემოს გაძლიერებაზე ზრუნვა და მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება;

• არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;

• სამოქალაქო საზოგადოებისათვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე კვლევითი და შემეცნებითი საქმიანობის ინიცირება-განხორციელება;

• გარემოს დაცვის საკითხებში სახელმწიფო ვალდებულებების
მონიტორინგის მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

• დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება.

Address

წერეთლის ქ. #116
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00

Telephone

+995558373794

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Сivil Rights Center • სამოქალაქო უფლებათა ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share