GARA - საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • GARA - საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია

GARA - საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GARA - საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია, Non-Governmental Organization (NGO), Ateni Street , Tbilisi.

“აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) ახორციელებს პროექტს “აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”, რომელიც თანადაფინანსებულია USAID-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის პრიქტის (EDGE) მიერ. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აგროტური

ზმის განვითარებას.
ასევე პროქტის მიზანია დინამიური აგროტურისტული მეურნეობების იდენტიფიცირება. შემდეგ კი ტექნიკური მხარდაჭერით მათი შესაძლებლობების ზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

საქართველოს მასშტაბით პროექტი შეარჩევს სულ მცირე 35 აგროტურისტულ ობიექტს, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 20 ობიექტი. ტრენინგები ჩატარდება შემდეგ მიმართულებებზე:
o სტუმართმოყვარეობა და ტურიზმის ინდუსტრია
o ციფრული მარკეტინგი: ონლაინ დაჯავშნა და სოციალური მედია
o სურსათის უვნებლობა
10 აგროტურისტული საწარმო ისარგებლებს ბრენდინგისა და მარკეტინგის სრული პაკეტით, დამატებით 10 აგროტურიტული საწარმოსთვის პროქტი უზრუნველყოფს “აგრო სტოპ”-ის სარეკლამო ვიდეოების გადაღებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდი რომელზეც დარეგისტრირდება სულ მცირე 100 აგროტურისტული ობიექტი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ მათთვის სასურველი ობიექტი. 2021 წლის სექტემბერში კი საქართველოში დაგეგმილია ჩატარდეს 2 დღიანი კონფერენცია, რომელიც უმასპინძლებს კავკასიაში აგრპტურიზმის განვითარებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს.

🔜 ხვალ, 21 დეკემბერს, წინასაახალწლო აგრობაზარში მონაწილეობას 50-მდე ფერმერი მიიღებს🌱 ღონისძიებაზე აგროტურისტული ობიექტებ...
20/12/2025

🔜 ხვალ, 21 დეკემბერს, წინასაახალწლო აგრობაზარში მონაწილეობას 50-მდე ფერმერი მიიღებს

🌱 ღონისძიებაზე აგროტურისტული ობიექტებიც დაგხვდებათ

🔜 ვემზადებით თქვენთან შესახვედრად
🔝 ხვალ, 21 დეკემბერს, შემოგვიერთდით წინასაახალწლო აგრობაზარში, შეხვდით 50-მდე ფერმერს და მოიმარაგეთ რჩეული პროდუქტები
🟢 ადგილზე შეძლებთ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ყველი და რძის პროდუქტები, თხილეული, ჩირეული, თაფლი, ღვინო, პური და სხვა.

⚡გელოდებით თემატური კუთხეებითა და საინტერესო აქტივობებით:

🔹 საბავშვო კუთხე
🔹 კვების კუთხე
🔹 AgriTech სივრცე

📍 კონსტიტუციის 6/52 (შესასვლელი ე.ნინოშვილის ქუჩიდან)
🖇️ https://www.facebook.com/share/16tr8z6Lbp/

📝 𝐓𝐨𝐮𝐫𝐢𝐬𝐭𝐞𝐫 – ტურიზმის სამიტი ბათუმში➡️ აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის გუნდის წევრები ირინა თხელიძე და ანკა ბაბუნაშვი...
09/12/2025

📝 𝐓𝐨𝐮𝐫𝐢𝐬𝐭𝐞𝐫 – ტურიზმის სამიტი ბათუმში

➡️ აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის გუნდის წევრები ირინა თხელიძე და ანკა ბაბუნაშვილი ბათუმში გამართულ Tourister 2025 - ტურიზმის სამიტში მონაწილეობდნენ.
ტურისტერი უმნიშვნელოვანესი B2B პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს.

➡️ სამიტმა ერთ სივრცეში გააერთიანა პარტნიორები სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

🖇️ შეხვედრების მთავარი მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც რეგიონულ დონეზე, ისე საერთაშორისო ტურისტულ სექტორთან, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინიციატივების განვითარება.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონული თანამშრომლობისა და აგროტურიზმის როლის მნიშვნელობას მდგრადი ტურიზმის განვითარებაში.

📌 საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაციის (GARA) თავმჯდომარე, ირინა თხელიძე აგროტურიზმის შესახებ გამართულ შეხვედ...
04/12/2025

📌 საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაციის (GARA) თავმჯდომარე, ირინა თხელიძე აგროტურიზმის შესახებ გამართულ შეხვედრებს უძღვებოდა. შეხვედრების სერიამ სხვადასხვა რეგიონი დაფარა და მას დარგის სხვადასხვა წარმომადგენელი ესწრებოდა.

➡️ მონაწილეებმა განიხილეს აგროტურიზმის ძირითადი კომპონენტები, გლობალური ტენდენციები და ქართული აგროტურიზმის განვითარების პოტენციალი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ ქართულ პრაქტიკებს - როგორ აერთიანებს აგროტურიზმი სოფლის მეურნეობას, კულტურას და ადგილობრივ თემებს.

➡️ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ციფრული პლატფორმებისა და ონლაინ ინსტრუმენტების მნიშვნელობას აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების გზაზე.

🖇️ სფეროს განვითარება მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

🌱 საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის დირექტორმა ირინა თხელიძემ 𝐆𝐨 𝐎𝐫𝐠𝐚𝐧𝐢𝐜 𝐃𝐚𝐲 𝟐𝟎𝟐𝟓 ღონისძიებაზე პანელურ დისკუ...
29/10/2025

🌱 საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის დირექტორმა ირინა თხელიძემ 𝐆𝐨 𝐎𝐫𝐠𝐚𝐧𝐢𝐜 𝐃𝐚𝐲 𝟐𝟎𝟐𝟓 ღონისძიებაზე პანელურ დისკუსიაში ჰორეკა სექტორისა და სერტიფიცირებული/ბიო ფერმერების დაკავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

🔛 ბიო პროდუქციის გამოყენება სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ნდობასა და ინტერესს.

🖇️ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა NATURLAND KVP პროექტის: “ეკოლოგიური საქართველო - მომავლის მეურნეობა” მხარდაჭერით და პროექტის პარტნიორი ასოციაციების: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანაორგანიზებით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ (BMZ), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს კორპორაცია SEQUA, სტრატეგიულ პარტნიორებთან, Sustain Caucasus International Alliance (SCIA), ფერმერ ქალთა ასოციაციისა (WFA) და საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის (GOTPA) თანამშრომლობით.

🧀 12 ოქტომბერს Tushetian Guda Cheese Festival •  თუშური გუდის ყველის ფესტივალი აგროტურისტულ მეურნეობა ითაბანი • Itabani ...
16/10/2025

🧀 12 ოქტომბერს Tushetian Guda Cheese Festival • თუშური გუდის ყველის ფესტივალი აგროტურისტულ მეურნეობა ითაბანი • Itabani Wine & Cheese-ში გაიმართა და საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია (GARA) ღონისძიების ორგანიზების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

🔛 ფესტივალმა ფერმერებსა და მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მისცა, გუდის ყველის მოყვარულებს კი დეგუსტაციითა და სხვადასხვა აქტივობით უმასპინძლა.

🟠 ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო თუშური გუდის ყველის მწარმოებლებიც გამოავლინა. GARA-მ გამარჯვებულები პრაქტიკული ნივთებით დაასაჩუქრა.

🔝 GARA აქტიურად აგრძელებს რეგიონში მეწარმეების მხარდაჭერას და აგროტურიზმის გაძლიერებას.

🔗 აქტივობა განხორცილედა პროგრამა RECONOMY-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია SIDA-ს მიერ - განმახორციელებელი ორგანიზაციაა Helvetas.

🧀 On October 12, the Tushetian Guda Cheese Festival was held at the agrotourism farm Itabani Wine & Cheese. The Georgian Agrotourism Regional Association (GARA) was actively involved in organizing the event.

🔛 The festival provided farmers and entrepreneurs with an opportunity to sell their products, while guests enjoyed cheese tastings and various activities celebrating the famous Tushetian Guda cheese.

🟠 At the end of the event, the jury announced the best Tushetian Guda cheese producers, and GARA awarded the winners with practical gifts.

🔝 GARA continues to actively support entrepreneurs in the region and strengthen the development of agrotourism in Georgia.

🔗The activity was carried out within the framework of the RECONOMY program.
🤝RECONOMY is an inclusive and green economic development program of the Swedish International Development Cooperation Agency (Sida), implemented by Helvetas in partnership with the Strategic Development Agency NGO and others in the Eastern Partnership and Western Balkan countries.

24/09/2025

თუშური გუდის ყველის სალათი 🧀🍷

17/09/2025

📍 გელოდებით 12 ოქტომბერს, სოფელ ქვემო ალვანში, საოჯახო მარანში - ითაბანი • Itabani Wine & Cheese

თუშური გუდის ყველის ფესტივალი 2025 🧀🍷

📣 თუ სომხეთში მოგზაურობას გეგმავთ, არ გამოგრჩეთ WOW Glamping - აგროტურისტული კომპლექსი, თბილისიდან რამდენიმე საათის სავა...
26/08/2025

📣 თუ სომხეთში მოგზაურობას გეგმავთ, არ გამოგრჩეთ WOW Glamping - აგროტურისტული კომპლექსი, თბილისიდან რამდენიმე საათის სავალზე.

📍ლოკაცია: სომხეთი, ლორის რეგიონი.

🏡კოტეჯები ულამაზესი კანიონის ხედით აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

📽️კომპლექსში შეძლებთ მონაწილეობას სხვადასხვა მასტერკლასებსა და ლაშქრობებში, ასევე დაგხვდებათ სივრცეები კინოჩვენებისთვის და საბავშვო სათამაშო ზონა.

🖇️WOW Glamping იდეალური ადგილია საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დღეების გასატარებლად.

🇬🇪 ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზა - თუ თუშეთი არ გინახავს, არ გინახავს საქართველო.🏔️ამ უძველეს, ისტორიულ კუთხეს გამორჩეუ...
29/07/2025

🇬🇪 ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზა - თუ თუშეთი არ გინახავს, არ გინახავს საქართველო.

🏔️ამ უძველეს, ისტორიულ კუთხეს გამორჩეული არქიტექტურაც ამშვენებს. სწორედ ასეთია სასტუმრო „შიოს ქვის სახლი“, რომელიც სტუმრებს 10 წელია მასპინძლობს.

🏡,,შიოს ქვის სახლი" სტუმრებს აგროტუსტულ თავგადასავალსაც სთავაზობს - პურის ცხობას, ხინკლისა და თუშური ხაჭაპურის მასტერკლასს და ადგილზე დამზადებული თუშური ალუდის დეგუსტაციას.

🫖 აქვე შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ადგილობრივი ბრენდის - ,,უშარო / Usharo“ მიერ წარმობული თუშური ჩაი, მურაბები, სანელებლები და სხვადასხვა სასმელი.

📌 სასტუმროს დაჯავშნისთვის დაუკავშირდით: Shio's Stonehouse in Tusheti

🌿 კიკეთის ფერმა • Kiketi Farm თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარე, მულტიფუნქციური სარეკრეაციო სივრცეა და სტუმრებს მრავალმხრ...
24/07/2025

🌿 კიკეთის ფერმა • Kiketi Farm თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარე, მულტიფუნქციური სარეკრეაციო სივრცეა და სტუმრებს მრავალმხრივ გამოცდილებას სთავაზობს.

ℹ️ მარანი, თავლა, ვარდების სანერგე მეურნეობა და შემოქმედებით-საგანმანათლებლო სივრცე - იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 10 ჰექტარზე გაშლილ ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.

🔎 მსურველებს შეუძლიათ 1-საათიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერონ მთლიანი კომპლექსი.

🏡 კიკეთის ფერმაში, ტყის პირას, ცალკე უბანი ეთმობა ოდა სახლების კომპლექსს - ‘’სოფელს’’. ეთნოგრაფიული სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოტანილი და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე - ეს ფაქტი კიკეთის ფერმას აგროტურიზმთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს.

21/07/2025

🔛 საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირინა თხელიძე, თუშეთის საოჯახო სასტუმროსა და ჩაი ,,უშაროს" დამფუძნებელთან, თამთა ჩაგოშვილთან ერთად ,,ქალების ნარატივში" აგროტურიზმის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე საუბრობს.

RECONOMY
უშარო / Usharo Shio's Stonehouse in Tusheti
➡️ #ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

Irina Tkhelidze

GEO/ENG🌍 ინოვილიჯის ფარგლებში ჩატარდა აგროტურიზმის ვორქშოფი!🙏🏼 დღეს გაიმართა შეხვედრა ექსპერტ ლელა ხარტიშვილთან, რომელმა...
29/11/2024

GEO/ENG

🌍 ინოვილიჯის ფარგლებში ჩატარდა აგროტურიზმის ვორქშოფი!

🙏🏼 დღეს გაიმართა შეხვედრა ექსპერტ ლელა ხარტიშვილთან, რომელმაც გაგვიზიარა ინფორმაცია საქართველოში აგროტურიზმის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე გავეცანით პრაქტიკულ მაგალითებს საერთაშორისო გამოცდილებიდან და განვიხილეთ აგროტურისტული სერვისების ინოვაციური მიდგომები.

📚 შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთ საინტერესო თემები, როგორიცაა:
* Key Strategies for Tourism Development
* Understanding Scaling in Tourism
* Sustainability Practices 🌱
* Agritourism Service Innovation
* Case Studies and Examples

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის!

🌍 An agritourism workshop was held as part of the InnoVillage project!

🙏🏼 Today, we had a meeting with expert Lela Khartishvili, who shared valuable insights about the opportunities and challenges in the field of agritourism in Georgia. We also explored practical examples from international experiences and discussed innovative approaches to agritourism services.

📚 Some of the key topics we covered included:
* Key Strategies for Tourism Development
* Understanding Scaling in Tourism
* Sustainability Practices 🌱
* Agritourism Service Innovation
* Case Studies and Examples

The workshop was both engaging and informative. A big thank you to all participants for their active involvement!

Address

Ateni Street #16A
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 17:30
Tuesday 11:00 - 17:30
Wednesday 11:00 - 17:30
Thursday 11:00 - 17:30
Friday 12:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GARA - საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GARA - საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია:

Share