23/09/2026
👩🎓აკადემიის კურსები - მალე! ის, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ.
🕵️♀️ აკადემია გეგმავს პრაქტიკულ კურსებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში - ეს იქნება რეალურ საქმეებზე დაფუძნებული სწავლება, რომლის მიზანია თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნა.
🔜 უახლოეს მომავალში იწყება რეგისტრაცია შემდეგ კურსებზე:
▪️დაზარალებული და მისი უფლებები
▪️გამოძიების დაწყება
▪️დაკავება
▪️საგამოძიებო საქმიანობა
▪️საპროკურორო საქმიანობა
▪️სასამართლო უნარ-ჩვევები
▪️სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სრული კურსი
▪️არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
🕵️♀️🔍თითოეული კურსის ფარგლებში ისწავლება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია პრაქტიკასთან - როგორ და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ და ვინ ადგენს საპროცესო დოკუმენტებს, როგორია სხვადასხვა უწყებას და მხარეებს შორის კოორდინაციის პროცესი, როგორ მუშავდება საგამოძიებო და საპროკურორო სტრატეგია და ა.შ. - ვასწავლით იმას, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ.
➡️ კურსები იქნება სხვადასხვა ხანგრძლივობის - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
➡️ კურსების ძირითადი ნაწილი ონლაინ ჩატარდება. პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება რამდენიმე ფიზიკური შეხვედრაც.
👉 ჩვენთვის პრიორიტეტია ხარისხი და არა რაოდენობა - ამიტომ თითოეულ კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება. მცირე ჯგუფები საშუალებას მოგვცემს, თითოეულ მონაწილეს დავუთმოთ ინდივიდუალური ყურადღება და ხელი შევუწყოთ პრაქტიკული უნარების განვითარებას.
👩🎓👨🏫👩💼კურსები განკუთვნილია როგორც სისხლის სამართლის სფეროს მოქმედი პროფესიონალების, ასევე ამ მიმართულებით კარიერის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის.
📃თითოეული კურსის დეტალურ პროგრამას, ღირებულებას, ფორმატსა და რეგისტრაციის პირობებს ეტაპობრივად გაგიზიარებთ.
🔜 რეგისტრაცია მალე იწყება.
🆓 აკადემია უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ უფასო ერთკვირიან მასტერკლასს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აკადემიის გეგმების, სწავლების მეთოდებისა და გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ძირითად პრაქტიკულ საკითხება. მასტერკლასის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მალე გაგიზიარებთ.