NGO Iris Group strives to support young people to grow, realize their potential, and contribute to the development of a more inclusive, equitable, and sustainable society. ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2010 წელს. ორგანიზაციის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობ
ების წარმომადგენლები. ირის ჯგუფი მუშაობს მრავალფეროვნების საკითხებზე და ზრუნავს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების განვითარებაზე. ჩვენ ვახორციელებთ საგანმანათლებლო პროგრამებს და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენასა და რეალიზებას. ორგანიზაციას სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჰყავს კურსდამთავრებულთა ძლიერი ქსელი, რომელიც 400-მდე ადამიანს მოიცავს; და 20 საერთაშორისო ტრენერისგან შემდგარი ფასილიტატორთა გუნდი.
2018 წლიდან ირის ჯგუფი ჩართულია მულტიფუნქციურ ცენტრ სამეზობლოს შექმნასა და განვითარებაში. სამეზობლო არის სათემო და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ზრუნავს სიღნაღის მუნციპალიტეტის სოფლების, ზემო მაღაროსა და ნუკრიანის ახალგაზრდების და თემების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.
--------
Iris Group – Managing Diversity is a Georgian NGO founded in 2010. Iris Group works on diversity issues and contributes to the development of a pluralistic society. We implement educational programs and strive to support young people to grow, explore and realize their potential. In frames of various programs, we have a strong network of around 400 alumni and a facilitators’ pool of 20 international trainers. Since 2018 Iris Group has been working on creating and developing multifunctional center Neighborhood. Neighborhood is a community and educational space that strives to support and empower the local youth and communities in the villages of Zemo Magharo and Nukriani, Sighnaghi Municipality.