28/08/2026
🦅🌲🌳ასოციაცია "დეას" ორგანიზებით კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკო-ბანაკი 27 აგვისტოს დაიწყო.
პროექტის "მწვანე კორიდორები:ფრინველების დაცვა კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონებში" ფარგლებში ორგანიზებული ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, მათთვის ცნობიერების ამაღლება კოლხეთის ეროვნული პარკის, დაცული ტერიტორიების, UNESCO-საიტისა და ფრინველების ჰაბიტატების შესახებ ველურ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნის მეშვეობით.
📍 პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, სსიპ-სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით.