გავიგუდეთ

გავიგუდეთ ჩვენი მიზანია ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია ქ. რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება.

📢 2025 წელს ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით და არასწორი პოლიტიკით, 130,000 რუსთაველი კიდევ ერთხელ გაიმეტა უამრავი დაავად...
31/12/2025

📢 2025 წელს ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით და არასწორი პოლიტიკით, 130,000 რუსთაველი კიდევ ერთხელ გაიმეტა უამრავი დაავადებისთვის.

📆 ბოლო 365 დღიდან:

🏭 ბათუმის ქუჩაზე მდებარე სადგურის მიხედვით,
➡️ 288 დღის განმავლობაში ვისუნთქეთ ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი 😷

🏙️ მეგობრობის გამზირზე მდებარე სადგურის მიხედვით,
➡️ 251 დღის განმავლობაში ვისუნთქეთ ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი 😷

აქვე, შეგახსენებთ, რომ თუ ვინმეს რამე პრეტენზია/გულისწყვეტა გაქვთ, გადაწყვეტილების მიმღები პირებისკენ უნდა მიმართოთ და იმოქმედოთ. ამას თქვენს ნაცვლად ვეღარავინ გააკეთებს✊ 💚

კონკრეტული ნაბიჯების იმ მცირე ჩამონათვალს, რაც თითქმის ყველას შეუძლია გადადგას, ამ პოსტშიც ნახავთ: https://www.facebook.com/gavigude/posts/pfbid0gge4k7w38qHVq1LXttVcB4rES5LcQDhYKrUfWSm4vSM5twt1d125i4xa12S6Aival

01/12/2025

BBC-ის გამოძიება ჩვენ არ გვაკვირვებს!

რუსთავში წლებია გვწამლავენ!!! და ყველამ კარგად იცის ეს!!!! 130,000 ადამიანს!!!

ახლა საჩვენებლად 1-2 საწარმოს დაჯარიმება არ უშველის ამ ამბავს. მერე წახვალთ და გაანადგურებთ იმ სივრცეებს, რომლებმაც უნდა დაგვიცვას! კორპუსს ააშენებთ იქ, საიდანაც ქალაქი უნდა განიავებულიყო. ფარისევლობა სხვა რა არის?

01/12/2025

რუსთავში ხდება სრული კატასტროფა. სპეციალურად გადავამოწმეთ იმ რუსთაველებთანაც, რომლებიც თბილისიდან ახლა დაბრუნდნენ ქალაქში და იქ ასეთი კოშმარული სუნი არ იდგაო.

საქართველოს მთავრობა, რატომ გვხოცავთ?!
ყველამ დარეკეთ 153-ზე. როდემდე შეიძლება ყველა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ?

რომ დარეკავთ, დაწერეთ, რას გეტყვიან.
ასევე, დაწერეთ, რომელ უბნებში გრძნობთ სუნს.

01/12/2025

ჰაერის ხარისხი შემთხვევითობა არ არის. გარდა ტრანსსასაზღვრო და მეტეოროლოგიური მიზეზებისა, ის პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან:

– მწვანე სივრცეების ჩაბეტონება,
– ქალაქგეგმარებისას განიავების მნიშვნელობის იგნორირება, ქაოტური მშენებლობები,
– ცუდად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს პირადი ავტომობილის არჩევისკენ უბიძგებს,
- რეგულაციების დარღვევით მომუშავე საწარმოები (ფურცელზე დაწერილი კანონები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა არსებობს პოლიტიკური ნება და გამჭვირვალე ზედამხედველობა).

ყველა ეს და სხვა არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მკვეთრად აუარესებს ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ.

და სანამ პოლიტიკა არ იქნება მიმართული ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, ჰაერის დაბინძურებაც მუდმივი გამოწვევა იქნება (უბრალოდ ზოგი მხოლოდ კატასტროფული მდგომარეობის დროს შეიმჩნევს ამას).

და ჩვენი მხრიდან რაიმე რჩევა, რომ შეიძინოთ ოთახის ფილტრები, ატაროთ პირბადე, არ გახვიდეთ გარეთ და ა.შ. ვერ მოაგვარებს პრობლემის სათავეს. თან რამდენ მოქალაქეს აქვს საშუალება, რომ სახლიდან არ გავიდეს ან რამდენიმე ასეული ლარი გადაიხადოს ჰაერის გამწმენდებში?

ეს დაბინძურება მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე და მისგან მოსახლეობის დაცვის ნაცვლად, ზემოთ ხსენებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე გვაყენებენ ყოველდღიურად. დიახ, ყველაფერი პოლიტიკაა, მათ შორის, ჰაერის ხარისხიც!

29/11/2025

ჰაერის დაბინძურება რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის გამომწვევი მიზეზია ყველამ კარგად ვიცით🩺🧬

🔍დღეს გვინდა, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ჰაერის დაბინძურების გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

🚻დაბინძურებული ჰაერი მოქმედებს, როგორც ქალის ასევე მამაკაცის ნაყოფიერების უნარზე და მნიშვნელოვნად ზრდის უნაყოფობის რისკს.

🧐ჩინეთში 18,000 წყვილზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ წყვილებში, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც მცირე ნაწილაკებით დაბინძურების შედარებით მაღალი დონე შეიმჩნევა, უნაყოფობის რისკი 20%-ით იზრდება.

👇ჩვენ მიერ მომზადებულ მასალაში იხილავთ კვლევებით გამყარებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი ნაყოფიერებაზე, ასევე, ქალებში მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე
🔗 https://gavigudet.org/articles/haeris-dabindzurebis-gavlena-reproduqtsiul-janmrthelobaze/

24/11/2025

თამარი ერთ-ერთი რუსთაველია, რომელმაც ჩვენთან ერთად უმოქმედობისთვის უჩივლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ყოველთვის უერთდებოდა ჩვენს აქციებს და პერიოდულად სხვადასხვა შეხვედრასაც.

მასავით ბევრს გადარდებთ ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ათასობით რუსთაველთან გვისაუბრია ამ წლების განმავლობაში და ვიცით. თუმცა, მისგან განსხვავებით, უმრავლესობა ირჩევს სრულ უმოქმედობას და მთლიანად სხვებს უყურებს, იქნებ მათ მოაგვარონ ეს პრობლემა.

დიახ, 2-3 ადამიანსაც დიდი ძალა აქვს, მაგრამ ვერასდროს იმდენი, რამდენიც 1000-2000 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. 2-3 ადამიანის ვერც ჯანმრთელობა გაუძლებს სამუდამოდ და ვერც სხვა რესურსები, ამიტომ ჰაერი იქნება ეს, კრწანისის ტყე-პარკი თუ სხვა ნებისმიერი პრობლემა, ყველამ უნდა ვცადოთ საკუთარი წვლილის შეტანა.

"ღია სივრცის" ეს გადაცემა Eagle Hill-ის პროექტების შესახებ არის. სრული გადაცემის ბმულსაც გიზიარებთ.

ნაწილი 1: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1526072188580679
ნაწილი 2: https://www.facebook.com/TVFormula/videos/4175097552766007

21/11/2025

რუსთავში სუნის არაერთი მიზეზი გვაქვს. ერთ-ერთი სასაფლაოებთან მდებარე ეს ნაგავსაყრელიც არის, რადგან თუ ნაგავსაყრელი სათანადოდ არ იმართება, მუდმივად ხდება განთავსებული ნარჩენების აალება და წვა.

ადგილმდებარეობა ვისაც გაინტერესებთ, ესაა: https://maps.app.goo.gl/o6gNxSxoSF6s5MUG7

დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომ ამ ნაგავსაყრელსაც ისევე ეფექტურად აკონტროლებთ, როგორც სხვა ყველაფერს

გადასარევი ამინდია კრწანისის ტყე-პარკში გასასეირნებლად 💚☀️ ჩვენ 13:00 საათზე ვიქნებით იქ 🌲🌳აქვეა, რუსთავიდან 5-7 წუთის ს...
16/11/2025

გადასარევი ამინდია კრწანისის ტყე-პარკში გასასეირნებლად 💚☀️ ჩვენ 13:00 საათზე ვიქნებით იქ 🌲🌳

აქვეა, რუსთავიდან 5-7 წუთის სავალზე. ესეც ადგილმდებარეობა რუკაზე:

Find local businesses, view maps and get driving directions in Google Maps.

15/11/2025

კრწანისის ტყე-პარკის გაშენებაში უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული. ამ ძალისხმევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ა.ფანჩულიძის ნაშრომი, რომელიც 1989 წელს არის გამოცემული. ბოლო წლებშიც მილიონობით ლარია დახარჯული ამ პარკის მოვლა-პატრონობასა და აღდგენაზე.

Eagle Hills-ის საშინელი პროექტით ამდენი წლის შრომას წყალში ჩაყრის საფრთხე ემუქრება. არ უნდა დავუშვათ კრწანისის ტყე-პარკის ჩაბეტონება-ჩაკორპუსება. ისევ ჩვენ გვჭირდება ასეთი მწვანე და უმნიშვნელოვანესი სივრცეები. ჰაერის დაბინძურებაზე რომ მოვთქვამთ ყველა, თუნდაც ეს პროცესი რამ უნდა შეამსუბუქოს თუ აღარ გვექნება საკმარისი მწვანე საფარი? აღარაფერს ვამბობთ ჭალის მნიშვნელობაზე ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შემცირების კუთხით.

მხოლოდ სოც.ქსელში პროტესტი არასდროს არის საკმარისი, ამიტომ ერთად დავიცვათ კრწანისის ტყე-პარკი და ყველა საჯარო/მნიშვნელოვანი სივრცე ✊

დიდი მადლობა თინა მანდარიას წიგნის გაციფრულების, რედაქტირებისა და გაზიარებისთვის 💚
ესეც ბმული: https://drive.google.com/file/d/1u7Lr43W_ducihqEYa2iE5I3X7S2BVoCv/view?fbclid=IwY2xjawOFloNleHRuA2FlbQIxMABicmlkETEyczZob2x2TkNQTUdUTm1zc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MghjYWxsc2l0ZQEyAAEe5Ry4y0RsSr4jYI_YBSAadLVuTCLHWw-P0LWu6xopPRonK8norVK5yVN6tIw_aem_ZH2dndKFkRs0iTsraBg6LQ

15/11/2025

ეს რამდენიმე დღეა თბილისელებიც მიხვდნენ, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების გარეშეც რა დღეში ვართ ხოლმე რუსთაველები 😭 გამხნევების კომენტარებს მივიღებთ 🫂

საავტომობილო გამონაბოლქვით დედაქალაქს ვერ გავაკვირვებთ, მაგრამ ეს დღეები განსაკუთრებული პრობლემაა მტვრის მყარი ნაწილაკები PM2.5 და PM10. მათ შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავთ: https://gavigudet.org/articles/ra-aris-pm2-5-da-pm10-gaige-ras-sunthqav/

ხოლო ჰაერის ხარისხი როგორ უნდა შეამოწმოთ, ამ მოკლედ ვიდეოში იხილავთ: https://www.facebook.com/reel/589904935476828

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შეკრებების დროს პირბადეების გამოყენების აკრძალვა არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა!

არალეგიტიმურია ნებისმიერი ის გადაწყვეტილებაც, რომელიც მიზნად ისახავს გაანადგუროს ისეთი სივრცეები, რომლებიც ბუნებრივი ფილტრაციის როლს ასრულებს. მაგალითად, კრწანისის ტყე-პარკი.

14/11/2025

⭕ საჯარო ჯგუფის „დაიცავი კრწანისი და გონიო“ ორგანიზებით, 15 ნოემბერს, 15:00-ზე რუსთავის ცენტრალურ პარკში შეხვედრა დაიგეგმა.

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზნებია:

„1. დაიწყოს სახალხო მსჯელობა ბიძინა ივანიშვილისა და Eagle Hills-ის მიერ კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების შესახებ;

2. ერთად დაიგეგმოს მოქმედებები, რათა აიძულონ ბიძინა ივანიშვილი და ინვესტორი, შეაჩერონ ყოველგვარი მოქმედება, სანამ პროექტებს არ ექნება ხალხის მხარდაჭერა.“

„გელოდებით ყველას, ვინც აღნიშნული დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავთ. ასევე მათაც, ვისაც გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ პროექტის შესახებ, რათა ყველას გაგვიადვილდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

⭕ კრწანისის ტყე-პარკსა და შემოგარენში, ასევე გონიოში არაბული კომპანია Eagle Hills ორი მეგაპროექტის განხორციელებას გეგმავს. ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ კომპანიას 900 ჰა-მდე მიწა დაუთმო. ხელშეკრულების დეტალები გასაჯაროებული არ არის. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მიუთითებენ, რომ პროექტები ქვეყანას 6,6 მილიარდის ინვესტიციას მოუტანს.

კრწანისის პარკი და გონიოში ჭოროხის დელტა, რომელიც პროექტის ტერიტორიაში ექცევა, ბიომრავალფეროვნების მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკოლოგები და გარემოსდამცველები ამ ტერიტორიების განადგურების საფრთხეებზე მიუთითებენ.

13/11/2025

კვირას, 16 ნოემბერს, 13:00 საათზე ვაპირებთ კრწანისის ტყე-პარკში გასეირნებას. ვინ შემოგვიერთდება?

ვინც არ ხართ ნამყოფი, გადასარევი შანსია ესტუმროთ ამ საოცარ სივრცეს, ხოლო ვინც ისედაც ხშირად ვსტუმრობთ, კვირას იქ ერთად ყოფნით კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ეს სივრცე ეკუთვნის და სჭირდება (!) ხალხს და მისი ჩაბეტონება-ჩაკორპუსება დაუშვებელია!

თან ეს დღეები ისეთი კატასტროფული ჰაერია რუსთავში, ტყე გადასარევი თავშესაფარი იქნება ყველასთვის 💚

ვინც რუსთავიდან მანქანით აპირებთ წამოსვლას და ადგილი გაქვთ, დააკომენტარეთ, რომ უმანქანოები დაიმგზავროთ 💚

თბილისიდან კი ავტომობილის გარდა N345 ავტობუსითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

პოსტიც გააზიარეთ, რა. რაც უფრო მეტი ვესტუმრებით ამ სივრცეს, როგორც კვირას, ისე - სხვა დღეებში, მეტად გამოჩნდება, რამდენ ადამიანს გვადარდებს ის. შევხვდებით კვირას 💚

Address

Kostava Str 4
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995511240025

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გავიგუდეთ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გავიგუდეთ:

Share