08/05/2026
📢 დებატების ლიგის საზაფხულო ტურნირი 2026
დებატების ლიგის საზაფხულო ტურნირი გაიმართება 13-14 ივნისს, თბილისში, გიმნაზია „შავნაბადაში“. ტურნირი ჩატარდება კარლ პოპერის დებატების ფორმატის პოლიტიკური ელემენტებით. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოსცადონ საკუთარი არგუმენტაციისა და პროექტების წარმოდგენის უნარები და ჩაერთონ კონკურენტულ, მაგრამ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, რომელში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ როგორც თბილისის ასევე სხვა ქალაქების სკოლების კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ტურნირს ატარებს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (www.facebook.com/SIQA.Main), საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (www.facebook.com/EDAGofficial) მხარდაჭერით.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი სკოლის VII-დან XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს (3 წევრი), გუნდი შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე სკოლას ან იყოს სხვადასხვა სკოლის ნაკრები. ტურნირამდე ჩატარდება სავალდებულო ვებინარი, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება ფორმატის უკეთ გააზრებასა და მოხსენებისა თუ პოზიციების ეფექტურ მომზადებაში.
ტურნირი გაიმართება დებატების საერთაშორისო წესებითა და ტურნირის ჩატარების კლასიკური ფორმატით:
• 13 ივნისს თითო გუნდი ითამაშებს 4 რაუნდს - 2-ჯერ მტკიცებითი და 2-ჯერ უარმყოფელი პოზიციაზე;
• 14 ივნისს ასპარეზობას გააგრძელებენ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები, რომლებიც შესარჩევ ეტაპზე დააგროვებენ მეტ გამარჯვებასა და მაღალ ქულებს.
დებატების ტურნირის რეზოლუცია წინასწარ იქნება ცნობილი რეგისტრირებული გუნდებისთვის. ტურნირის მსვლელობისას ყურადღება მიექცევა როგორც საკითხის შინაარსის ცოდნას, ასევე კამათის ხელოვნებას, ორატორობას,
პრეზენტაბელურობასა და დებატების ტექნიკას, რის მიხედვითაც დაიწერება მოდებატეთა ინდივიდუალური ქულები.
! ტურნირს შეაფასებენ დებატების სფეროში გამოცდილი მსაჯები - დებატ-კლუბების მწვრთნელები, მოდებატეები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც ყოფილი მოდებატეები არიან და საკუთარი გამოცდილება რეალურ წარმატებად აქვთ ქცეული.
გუნდის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც სკოლის, ასევე თავად მოსწავლეების მიერ.
მონაწილეობის სრული საფასური შეადგენს 500 ლარს, თუმცა სპონსორების თანადაფინანსებით გუნდის გადასახდელი თანხა არის 200 ლარი (40%). გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ - შესაძლებელია როგორც სკოლის, ასევე ინდივიდუალურად გუნდის მიერ.
ყველა მონაწილეს გადაეცემა ტურნირში მონაწილეობის სერტიფიკატი, გამოვლინდება ჩემპიონი და ფინალისტი გუნდები, ასევე დასახელდებიან ტოპ სპიკერები. ფინალისტებსა და საუკეთესო სპიკერებს გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი პრიზები.
ტურნირის განმავლობაში მოდებატეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო საკანცელარიო ნივთებით, წყლითა და კვებით.
დებატების ლიგის საზაფხულო ტურნირზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული > https://forms.gle/ihz6zhgfQMuf73A89
დებატების ტურნირის მასპინძელია - გიმნაზია "შავნაბადა"
მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP, საერთაშორისო სკოლა "ბაქსვუდი", სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" და სკოლა ახალი თაობა - ნიუჯი.
თუ გინდა განავითარო კრიტიკული აზროვნება, ისწავლო არგუმენტირებული მსჯელობა, თავდაჯერებულად გამოსვლა და გაიცნო კონკურენტული თანატოლები - ეს ტურნირი შენთვისაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
599 989 545 - გიორგი თვალიაშვილი
597 999 936 - დავით შერვაშიძე
[email protected]
www.facebook.com/siqa.main
#დებატები #ტურნირი