19/08/2023
ქ.რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ეკოSide " მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ნანას გარდაცვალების გამო!☹
ქალბატონი ნანა იყო ერთ-ერთი ჟიურის წევრი,რომელმაც წინა წელს ჩვენი საფინალო გამოსვლა ადეკვატურად და ჩვენთვის დასამახსოვრებლად შეაფასა❤
ნათელში იყოს ქალბატონო ნანა თქვენი სული!❤☹
მწუხარებით მოგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა. ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდნენ.
ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა. ნანა ჯანაშიამ CENN 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და წვლილი შეიტანა მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.
ნანას დარჩა ვაჟი, ლეონი და ქმარი, ლორანი. ნანას გარდაცვალებიდან მალევე ლეონმა ცაში დიდი ცისარტყელა დაინახა და თქვა, რომ „ნანიკო გვეუბნება, რომ ის სამოთხეშია“, საღამოს კი ცაში მისი ვარსკვლავისკენ მიანიშნა. დაე, მისი შუქი ყოველთვის ანათებდეს, როგორც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
ვუსამძიმრებთ ყველას ამ უდიდეს დანაკლისს.
We are deeply saddened to announce the tragic death of our beloved Nana Janashia, CENN’s Executive Director, who passed away on August 17th at the age of 51. Nana died after she was struck by lightning on the beach whilst on holiday with her son and husband in Las Galeras, Dominican Republic.
We have lost an incredible woman who spent her entire life striving for a better world. Nana founded CENN in 1998. Over the past 25 years, the organisation has implemented more than 300 projects in the Caucasus region, cultivating a greener and more sustainable future.
Nana is survived by her son, Léon, and her husband, Laurent. Shortly after Nana’s passing, Léon pointed towards a large rainbow and exclaimed that “Naniko was telling us that she was in heaven,” and in the evening, he pointed out her star in the sky. May her light always shine bright, as it did throughout her life.
Our deepest condolences go out to all with the news of this great loss.