ფოთის ახალგაზრდული იდეა

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ფოთის ახალგაზრდული იდეა

ფოთის ახალგაზრდული იდეა ახალგაზრდული იდეა ეფექტური საშუალებაა სამოქალაქო აქტივიზმის ხელშესაწყობად.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტი – „ ახალგაზრდული იდეა“ – როგორც ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ნაწილი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. ”ახალგაზრდული იდეის” პროგრამა ახალგაზრდებს ხელს უწყობს, რომ მათ, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და კარგად გაიაზრონ თავიანთი როლი საზოგადოებაში. საქართველოს თო

რმეტ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულმა ახალგაზრდულმა ბანკმა გამოყო მცირე დაფინანსება ახალგაზრდების იდეების განხორციელებისა და ცვლილების მხარდასაჭერად. ახალციხის, ასპინძის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, ბოლნისის და დედოფლისწყაროს ახალგაზრდულმა ბანკებმა ადგილობრივ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მისცა, განევითარებინათ უნარ-ჩვევები, რათა ემოქმედათ სოციალური ცვლილების აგენტებად და შეეძინათ გამოცდილება გრანტების სამართლიანად და გამჭვირვალედ გაცემაში. ამის შედეგად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალგაზრდულმა ბანკებმა განათლების, სპორტის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროში 93 ახალგაზრდული ინიციატივა დააფინანსა.
გასული წლების წარმატებაზე დაყრდნობით, 2010 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გააორმაგა პროგრამის გავრცელების არეალი და საქართველოს ახალგაზრდული ბანკების რაოდენობა 24-მდე გაზარდა. დამატებითი ახალგაზრდული ბანკები დაარსდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის, და ასევე, ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება შედარებით პასიურია და ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეისათვის ”ახალგაზრდული იდეის” პროგრამის გავრცელების არეალი ასეთია: ფოთი, ახმეტა, დედოფლისწყარო, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ტალავერი, ბოლნისი, სადახლო, გორი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი, წეროვანი, ზუგდიდი, ხობი, მარტვილი, ხონი, ტყიბული, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ბათუმი, ხულო და ლატალი.

საინტერესო ინიციატივა ახალგაზრდებისთვის ⬇️
22/08/2025

საინტერესო ინიციატივა ახალგაზრდებისთვის ⬇️

📣 ედუ გაჩერება ახლა უკვე ფოთშია!

🎯 23 აგვისტოს, 13:00 საათიდან ახალგაზრდებს გელოდებით ორ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე:

🚴 ველოს შეკეთების ვორქშოპი - თუ ველოსიპედით დადიხარ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა მისი შეკეთება მინიმალურ დონეზე მაინც, დაგჭირდება.

შეხვედრას გაუძღვება ველო მექანიკოსი, ველო ინსტრუქტორი და გიდი, Caucasus Cycling Network - CCN-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ კურდღელაშვილი. ისაუბრებს და პრაქტიკულად გაჩვენებთ:

- როგორ გამოცვალო/შეაკეთო დაზიანებული კამერა
- როგორ მოემზადო ველოსიპედით გასვლისთვის
- შეამოწმო სხვადასხვა სამუხრუჭე სისტემა/რა სისტემები არსებობს

📚 მეორე ნაწილის გაუძღვება განათლებისა და ახალგაზრული სფეროს გამოცდილი სპეციალისტი,რომლისგანაც მოისმენთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

🔸საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები
🔸CV და სამოტივაციო წერილის მომზადება
🔸კარიერული ორიენტაცია

მისამართი: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი- ფოთი, წმინდა გიორგის 24

📚 გელოდებით!

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრებზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა

👇👇

https://forms.gle/ZxZUzYJQ37ZGR4Ex7

#ედუგაჩერება #ფოთი

მოგესალმებით ძვირფასო ფოთელებო!❤️მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ფოთის ახალგაზრდულმა იდეამ წელს საკმაოდ საინტერესო და საგა...
29/05/2025

მოგესალმებით ძვირფასო ფოთელებო!❤️
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ფოთის ახალგაზრდულმა იდეამ წელს საკმაოდ საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტი "სამაგიდო თამაში - ჩემი საქართველო" დააფინანსა.🥳
🌟ჩვენ გვჯერა ამ ინიციატივის პოტენციალის, გააღრმავოს ცოდნა საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის შესახებ სახალისო და ინტერაქტიული ფორმატით.🌟
წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის ავტორებს!❤️❤️

მოგესალმებით მეგობრებო!❤️ გვინდა გაცნობოთ, რომ პროექტის ავტორებთან გასაუბრება დასრულდა!🥳❤️მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგ...
12/05/2025

მოგესალმებით მეგობრებო!❤️ გვინდა გაცნობოთ, რომ პროექტის ავტორებთან გასაუბრება დასრულდა!🥳❤️
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს აქტიურად ჩართულობისათვის!❤️ ასევე მადლობას ვუხდით კაფე-ბარ ,,ლიმენას" სივრცის გამოყოფისთვის!🥰
სულ მალე გამოვაცხადებთ გამარჯვებულ პროექტებს!🥳
თვალი გვადევნეთ!😄❤️

სასიამოვნო სიახლე!❤️მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, ვესტუმრეთ ფოთის XI, XII ,II , III სკოლებს,  გავაცანით ჩვენი თავი დ...
12/05/2025

სასიამოვნო სიახლე!❤️
მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, ვესტუმრეთ ფოთის XI, XII ,II , III სკოლებს, გავაცანით ჩვენი თავი და ჩავატარეთ პრეზენტაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით!❤️
მადლობას ვუხდით სკოლებს თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის!❤️

მოგესალმებით!🫶🏻🫶🏻💜💜ფოთის კომიტეტი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 🫶🏻💜გიბრუნდებით სიახლით🌟🌟📌ფოთის ახალგაზრდული ი...
20/04/2025

მოგესალმებით!🫶🏻🫶🏻💜💜

ფოთის კომიტეტი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 🫶🏻💜გიბრუნდებით სიახლით🌟🌟

📌ფოთის ახალგაზრდული იდეა აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე:,,„აღდგომა — კადრი რწმენის“ ⭐❤️
კონკურსის მოკლე აღწერა:ფოტოკონკურსის ფარგლებში გამოგვიგზავნეთ კადრები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ნათლად ასახავს:სამზადისი,სააღდგომო ლიტურგია და სხვა.🌟🌟 გვაჩვენეთ მომენტი, სადაც ძველი დასრულდა და ახალი იბადება — ადამიანებში, ბუნებასა ან პატარა დეტალში.

📌კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა მონაწილეებმა ნამუშევრები გამოაგზავნონ,შემდეგ •მისამართზე:[email protected] ან გამოგვიგზავნოთ პირად შეტყობინებებში თქვენ მიერ გადაღებული ფოტო. ❤️❤️❤️

📝პირობები:
📌მონაწილე უნდა ცხოვრობდეს ფოთში
📌მონაწილეს უნდა ჰქონდეს მოწონებული ჩვენი გვერდი
📌ასევე ის ადამიანები,რომლებიც კონკურსანტის სურათს დაარეაქთებენ,უნდა ჰქონდეთ მოწონებული ჩვენი გვერდიც

📌ასაკი შეზღუდული არ არის
გვეყოლება 3 გამარჯვებული:
🥇პირველი გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო ფოტოზე რეაქთების რაოდენობის მიხედვით
🥈მეორე გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო ფოტოზე გაზიარებების რაოდენობის მიხედვით
🥉მესამე გამარჯვებულს კომიტეტი თავად გამოავლენს

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა:4 მაისი,საღამოს 9 საათზე!

📌გამარჯვებულებს გამოვავლენთ 5 მაისს,რომლებიც კომიტეტისგან მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს
გისურვებთ წარმატებებს!❤️🌟🌟

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ მეილის საშუალებით:[email protected]
ფოთის ახალგაზრდული იდეა 🫶🏻

მადლობა ყურადღებისთვის! ❤️❤️❤️

„9 აპრილი – დღე, რომელიც ჩვენს ისტორიაში სამართლიანობის, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო გახდა🇬🇪. 36 წლის წინ, 198...
09/04/2025

„9 აპრილი – დღე, რომელიც ჩვენს ისტორიაში სამართლიანობის, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო გახდა🇬🇪. 36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი ხალხი გაერთიანდა თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად. ამ დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი მომავლისთვის.🥀🇬🇪

9 აპრილი არ არის მხოლოდ ტრაგედია, ის იმ გმირობისა და ერთიანობის გამოხატულებაა, რომელიც დღესაც ჩვენი ქვეყნის ძალას წარმოადგენს. მაშინ ჩვენი ერი ერთიანად იდგა წინააღმდეგობისა და თავისუფლებისთვის, დღეს კი ჩვენზეა პასუხისმგებლობა, დავიცვათ და განვავითაროთ ეს გზა.❤️🇬🇪

დავამახსოვროთ ერთმანეთს, რომ ჩვენი თავისუფლება და მშვიდობა ჩვენი ერთიანობისა და ძალისხმევის შედეგია.“🥀❤️🇬🇪

📌საგრანტო კონკურსი📌მოგესალმებით ფოთის მოსახლეებო!❤️ როგორც უკვე იცით, ქალაქში, საჭიროებების კვლევის ფარგლებში,  ჩვენს მი...
13/03/2025

📌საგრანტო კონკურსი📌

მოგესალმებით ფოთის მოსახლეებო!❤️ როგორც უკვე იცით, ქალაქში, საჭიროებების კვლევის ფარგლებში, ჩვენს მიერ მიმდინარეობდა გამოკითხვა. კვლევის შედეგად გამოვლინდა თემში არსებული 3 ძირითადი პრობლემა.🌟
❗️თუ ხართ 15-დან 24 წლამდე და გსურთ ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ შეცვალოთ, ეს შანსი თქვენთვისაა🥰
✨ საგრანტო კონკურსისათვის კი შემდეგი პრობლემები დასახელდა:
1. ცხოველების დაცვა
2. თვითრეალიზაცია
3. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა

🌟ასევე გასათვალისწინებელია, რომ:
📌პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 960 ლარს.
📌არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მორგებული იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული სკოლის ინტერესებსა და საჭიროებებზე! არ დაფინანსდება ტექნიკა, ჰონორარი და ექსკურსია.
📌 თუ თქვენი პროექტის დაფინანსება აღემატება 960 ლარს დამატებითი ფინანსების მოპოვება მოგიწევთ თქვენი ძალებით.
🌟ქვემოთ მოცემული ლინკის ჩამოტვირთვის შემდეგ შეძლებთ განაცხადის შევსებას🌟

https://docs.google.com/document/d/1ApvFPM05pSy7TymgW8sv5kre4XLjwazz/edit?usp=sharing&ouid=117137071043284359465&rtpof=true&sd=true
‼️შევსებული პროექტები გამოგვიგზავნეთ ჩვენს მეილზე⭐️
[email protected]
📍განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მარტი.
🌟დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში🌟

🔴 მეგობრებო,გაცნობებთ საინტერესო სიახლეს !✌️☀️ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქალაქი მომდევნო წლებში...
04/02/2025

🔴 მეგობრებო,გაცნობებთ საინტერესო სიახლეს !✌️
☀️ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქალაქი მომდევნო წლებში?
🫵🏻ახლა გაქვთ შანსი გახდეთ ცვლილებების ნაწილი!
ფოთის ახალგაზრდული იდეა ატარებს კვლევას ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ,რომლებიც შეიძლება ჩვენივე,ახალგაზრდების მონაწილეობით გადაიჭრას.
გამოთქვით თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმარეთ, რომ ქალაქი უკეთეს ადგილად ვაქციოთ! (კვლევა ანონიმურია)
გახდით ჩვენი ინიციატივის ნაწილი! 💝💝
მადლობა მხარდაჭერისთვის💜💖https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdo53StHyAG3lRfrHdc8VfCuj8Ccq95EwCB0X0EBc_kL-3V8Q/viewform?usp=dialog

მოგესალმებით,ჩვენ ვართ ფოთის ახალგაზრდული იდეა და ვატარებთ კვლევას ჩვენს ქალაქში არსებული პრობლემის შესახებ,რ....

მოგესალმებით მეგობრებო♥️♥️ჩვენი 1 წელიც მიილია გასაოცარი მოგონებებითა და თავგადასავლებით✨📌გვინდა გაცნობოთ, რომ 2-4 სექტე...
10/09/2024

მოგესალმებით მეგობრებო♥️♥️

ჩვენი 1 წელიც მიილია გასაოცარი მოგონებებითა და თავგადასავლებით✨

📌გვინდა გაცნობოთ, რომ 2-4 სექტემბერს, ევროპის ფონდის მიერ გაიმართა მე-17 ციკლის შემაჯამებელი ღონისძიება და სამუშაო წელი დასრულებულად გამოცხადდა💫

მადლობას ვუხდით ევროპის ფონდს შესაძლებლობებისთვის, რომელიც ამ წლის განმავლობაში მოგვცა💓და შანსისთვის, რომ წვლილი შეგვეტანა ჩვენი თემის განვითარებაში💫

ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ არასამთავრებო ორგანიზაცია ,,შფოთსა"
და ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თანამშრომლობისათვის!💓

შ-ფოთი

მოგესალმებით მეგობრებო!იწყება ახალგაზრდული იდეის ახალი წევრების შერჩევა!ევროპის ფონდი იწვევს 21 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ...
28/08/2024

მოგესალმებით მეგობრებო!

იწყება ახალგაზრდული იდეის ახალი წევრების შერჩევა!

ევროპის ფონდი იწვევს 21 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ ახალგაზრდებს ახალგაზრდული იდეის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

თუ ხარ

15-დან 21 წლამდე

ცხოვრობ აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) ასპინძის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, მარნეულის, სვანეთის, რაჭის, ტყიბულის, ფოთის, ჩოხატაურის, წალკის, წეროვნის, ხობის, ხონის მუნიციპალიტეტში

გსურს წვლილი შეიტანო შენს თემში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდაში

მაშინ

გახდი ახალგაზრდული იდეის წევრი და შეცვალე შენი თემი უკეთესობისკენ

შეარჩიე და დააფინანსე თანატოლების მიერ შექმნილი საპროექტო იდეები

ხელი შეუწყვე თემში თანატოლების სამოქალაქო აქტიურობას და მოხალისეობას

Bon dam o 3 33033০১: https://forms.office.com/e/zSxrpDAztG

აპლიკანტები გაივლიან ვირტუალურ და ფიზიკურ გასაუბრებას. გასაუბრებები

დაიწყება 2024 წლის სექტემბრიდან კანდიდატებთან წინასწარ შეთანხმებით.

ახალგაზრდული იდეის და ევროპის ფონდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://epfound.ge/ge/action-and-impact/youth-integration-program

Address

Poti
4400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოთის ახალგაზრდული იდეა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფოთის ახალგაზრდული იდეა:

Share