დიოსკურია - Dioskuria

დიოსკურია - Dioskuria Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დიოსკურია - Dioskuria, Non-Governmental Organization (NGO), 26 May Street #4, Poti.

🌿 ინიციატივა „არიადნე“ ოფიციალურად დაიწყო!ამ შაბათ-კვირას ინიციატივამ - „არიადნე“- უმასპინძლა ახალგაზრდებს, რომლებიც აქტ...
19/02/2026

🌿 ინიციატივა „არიადნე“ ოფიციალურად დაიწყო!

ამ შაბათ-კვირას ინიციატივამ - „არიადნე“- უმასპინძლა ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან დაინტერესებული ტექსტილის ნარჩენების შემცირებითა და მათი ხელახალი გადამუშავების მიმართულებით.
პირველი შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ:

♻️ ინფორმაციული სესიები ტექსტილის ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედებისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ

🧵 ტექნიკური გადამზადება ტექსტილის ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების პრაქტიკულ მეთოდებში

„არიადნე“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას მდგრადი მიდგომების დანერგვისა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ინიციატივების განხორციელების გზით.
ინიციატივა მხარდაჭერილია “City Challenge“ კონკურსის ფარგლებში, რომელიც PMCG-მ განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით..

წინ კიდევ ბევრი საინტერესო და პრაქტიკული ეტაპი გველის!

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚შ...
16/02/2026

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚

შემდეგი მოხალისე არის ანი არახამია : ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური წევრი, რომელიც დიოსკურიას გუნდს შემოუერთდა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით.

ანი ასე აღწერს საკუთარ გზას დიოსკურიამდე:

“დიოსკურიამდე ჩემი გზა დაიწყო სურვილით, რომ აქტიურად ვყოფილიყავი სასარგებლო საქმეებში ჩართული. ნელ-ნელა გავიცანი გუნდი, იდეები და პროექტები, რომლებმაც დამანახა, რომ აქ ნამდვილად შემეძლო ჩემი წვლილის შეტანა. ეს არის ორგანიზაცია სადაც უამრავი ახალი შესაძლებლობა, საინტერესო პროექტები და გამოცდილების განვითარება მელის.”

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ანი ჩვენი გუნდის ნაწილი გახდა და გვჯერა, რომ მისი ენერგია და მოტივაცია დიოსკურიას საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს ✨
კეთილი იყოს შენი მობრძანება, ანი! 💚🏦

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚შ...
13/02/2026

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚

შემდეგი მოხალისე არის ნინი ჭანტურია : ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური წევრი, რომელიც დიოსკურიას გუნდს შემოუერთდა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით.

ნინი ასე აღწერს საკუთარ გზას დიოსკურიამდე:
“დიოსკურიას შემოვუერთდი, რადგან მინდოდა ახალი შესაძლებლობები და გარემო, სადაც შევძლებ სწავლას, პერსონალურ ზრდასა და საკუთარი თავის განვითარებას. აქ არსებული მეგობრული ატმოსფერო და მხარდაჭერა მეხმარება ვიყო უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია, დარწმუნებული ვარ, დიოსკურია მომცემს ახალ გამოცდილებასა და უნარებს, რომლებიც მომავალში დამეხმარება.”

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ნინი ჩვენი გუნდის ნაწილი გახდა და გვჯერა, რომ მისი ენერგია და მოტივაცია დიოსკურიას საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს ✨
კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნინი! 💚🏦

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚შ...
12/02/2026

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚

შემდეგი მოხალისე არის ანი სიგუა : ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური წევრი, რომელიც დიოსკურიას გუნდს შემოუერთდა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით.

ანი ასე აღწერს საკუთარ გზას დიოსკურიამდე:

"პირველად დიოსკურიას შესახებ Write-On კონკურსის საშუალებით გავიგე, ორგანიზაციამ მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება თავისი შინაარსითა და ღირებულებებით. კონკურსში მონაწილეობამ გამიჩინა ინტერესი, უფრო ახლოს გამეცნო ორგანიზაციის საქმიანობა, რის შემდეგაც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო დიოსკურიას ახალგაზრდულ 6-თვიან მოხალისეობის პროგრამაში და ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში."

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ანი ჩვენი გუნდის ნაწილი გახდა და გვჯერა, რომ მისი ენერგია და მოტივაცია დიოსკურიას საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს ✨
კეთილი იყოს შენი მობრძანება, ანი! 💚🏦

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚შ...
11/02/2026

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!

გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚
შემდეგი მოხალისე არის მარიამ აბრამია : ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური წევრი, რომელიც დიოსკურიას გუნდს შემოუერთდა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით.

მარიამი ასე აღწერს საკუთარ გზას დიოსკურიამდე:
“​დიოსკურიაში პირველი ვიზიტი ნამდვილი აღმოჩენა იყო. აქაურმა გარემომ და ადამიანების ერთობამ პირველივე წუთიდან მომაჯადოვა. ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც ჩემს თავს ვიპოვი.
​ამ დიდმა შთაბეჭდილებამ გამიჩინა ერთი მტკიცე სურვილი: გავხდე ამ ერთობის ნაწილი და ჩემი ენერგია მის განვითარებას შემოვმატო.
გია ამ გუნდისთვის დაგვეკავშირებინა”

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მარიამი ჩვენი გუნდის ნაწილი გახდა და გვჯერა, რომ მისი ენერგია და მოტივაცია დიოსკურიას საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს ✨
კეთილი იყოს შენი მობრძანება, მარიამ! 💚🏦

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚პ...
10/02/2026

🏦დიოსკურიას ახალგაზრდული მოხალისეობის პროგრამის მეორე ციკლი ოფიციალურად დაიწყო!

გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მოხალისეები💚

პირველი მოხალისე არის ლიზი აბრამია : ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური წევრი, რომელიც დიოსკურიას გუნდს შემოუერთდა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით.

ლიზი ასე აღწერს საკუთარ გზას დიოსკურიამდე:

“ხშირად პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს.
ჩემი „დიოსკურიაში“ გაწევრიანებაც ზუსტად ასე მოხდა:
პირველივე შეხვედრამ დამანახა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდი.
მოვიხიბლე აქაური გარემოთი და, რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებიც ამ გარემოს ქმნიან.
სწორედ ამ ერთიანობისა და პოზიტივის გამო გადავწყვიტე, რომ ჩემი ენერგია ამ გუნდისთვის დამეკავშირებინა.”

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ლიზი ჩვენი გუნდის ნაწილი გახდა და გვჯერა, რომ მისი ენერგია და მოტივაცია დიოსკურიას საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს ✨
კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლიზი! 💚🏦

🌿 გსურს შეისწავლო კერვა, ეკოლოგიური პრაქტიკები და ამ ცოდნით ზეგავლენა მოახდინო ადგილობრივ თემზე?თუ ცხოვრობ ქალაქ ფოთში დ...
09/02/2026

🌿 გსურს შეისწავლო კერვა, ეკოლოგიური პრაქტიკები და ამ ცოდნით ზეგავლენა მოახდინო ადგილობრივ თემზე?

თუ ცხოვრობ ქალაქ ფოთში და გაინტერესებს:
♻️ ცირკულარული ეკონომიკა
👗 სწრაფი მოდის გავლენა გარემოზე
🌱 მდგრადი მეწარმეობის პრინციპები

მაშინ შემოუერთდი პროექტ „არიადნეს“.

📌 რას გთავაზობთ პროექტი:
✔️ ერთთვიან, სრულიად უფასო კერვის კურსებს
✔️ კერვის პრაქტიკული უნარების განვითარებას
✔️ ეკოლოგიურ და თანამედროვე ცოდნას
✔️ უნარებს, რომლებიც შეიძლება გახდეს სამომავლო შემოსავლის წყარო

პროექტში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გათვლილია ყველა დაინტერესებულ პირზე, ვინც მინიმუმ 12 წლისაა.

📍 პროექტი განკუთვნილია ქალაქ ფოთში მცხოვრები მონაწილეებისთვის.
📝 რეგისტრაცია ღიაა 13 თებერვლამდე — შეავსეთ ფორმა
https://forms.gle/cL98WbGfZEZcA35h7

ა/ო „დიოსკურია“ საერთაშორისო პარტნიორთან temperate foundation ერთად აცხადებს რეგისტრაციას ახალ ახალგაზრდულ  — ეკო ინოვატ...
03/12/2025

ა/ო „დიოსკურია“ საერთაშორისო პარტნიორთან temperate foundation ერთად აცხადებს რეგისტრაციას ახალ ახალგაზრდულ — ეკო ინოვატორთა კლუბში

კლუბის მიზანია შეიქმნას ახალგაზრდების მიერ ინიცირებული ინოვაციური პროექტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსში.

✅ რას გააკეთებენ მონაწილეები?
პროექტის ფარგლებში მონაწილეები:

გაეცნობიან მდგრადი განვითარების თემებს

იმუშავებენ გუნდურად სოციალური ან ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრაზე

შეთავსებენ თავიანთ იდეას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs)

შეისწავლიან პროექტების დაგეგმვასა და პრეზენტაციას

მოამზადებენ ინგლისურენოვან პრეზენტაციასა და ვიდეოს საერთაშორისო კონკურსისთვის

🕒 ფორმატი:
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ ონლაინ (1 საათი)

პერიოდი: დეკემბერი – მაისი

შუა თებერვალში დაგეგმილია temperate foundation ვიზიტი ფოთში და პირისპირ სამუშაო შეხვედრები

🏆 შესაძლებლობები:
განმავლობაში საუკეთესო პროექტებს აქვთ შანსი მოიპოვონ 3000 დოლარის გრანტი

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ონლაინ პრეზენტაციაში მაისში

მიიღებენ გამოცდილებას პროექტის შექმნაში, გუნდურ მუშაობასა და ინგლისურ კომუნიკაციაში

🌍 რა ენაზე მიმდინარეობს კლუბი?
კლუბი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რადგან კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მასალის ინგლისურად მომზადება.

👥 ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
13-18 წლის ახალგაზრდები

ვისაც აინტერესებს გარემოს დაცვა, სოციალური ინიციატივები, ტექნოლოგია ან აქტივიზმი

ვისაც სურს საერთაშორისო გამოცდილება და ახალი უნარების განვითარება

📍 სად?
ონლაინ შეხვედრები.

✍️ როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeC2xl8aB1EuR9yCfKF6ZbbbYNaibFSr3Blb1xelMV2O_1Nzg/viewform?usp=header

📢 შემოუერთდი დიოსკურიას ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროგრამას! 🌟    ხართ 14-21 წელის და ეძებ სახალისო, მაგრამ ამავდოულადდრ...
02/12/2025

📢 შემოუერთდი დიოსკურიას ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროგრამას! 🌟

ხართ 14-21 წელის და ეძებ სახალისო, მაგრამ ამავდოულადდროის საგანმანათლებლოდ დროის გატარებას ფოთში? გინდა გაიუმჯობესო ინგლისურის ცოდნა, შეიძინო ღირებული გამოცდილება და მოახდინო რეალური ცვლილება შენს თემში?

დიოსკურია იწყებს ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროგრამას – და ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაერთვებიან 6 თვიან სამოხალისეო პროცესში.

👐 რას გააკეთებ მოხალისედ ყოფნისას?

ფასილიტაციას გაუწევ სამაგიდო თამაშების საღამოებს, კინოჩვენებებსა და სხვა ახალგაზრდულ აქტივობებს

მონაწილეობას მიიღებ ჩვენი სოციალური საწარმოს საქმიანობებში

დაეხმარები ჩვენი საერთაშორისობიბლიოთეკის მართვასა და ორგანიზებას.

გაგვიზიარებ შენს იდეებს და შექმნი პირად პატარა პროექტებსა თუ ღონისძიებებს (დებატების კლუბი, წიგნის კლუბი და სხვა)

ჩაერთვები პატარებისთვის ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარებაში

ჩაერთვები დიოსკურიას მიმდინარე საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით პროექტებში

🌱 რას მიიღებ სანაცვლოდ?

მოხალისეობის სერტიფიკატს.

რეკომენდაციის წერილს დიოსკურიას გუნდისგან.

ახალი უნარებს, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებებს.

შესაძლებლობას გაიუმჯობესო ინგლისური და ისწავლო პროექტების დაგეგმვა.

🕒 რას ველით შენგან?

კვირაში 3-დან 6 საათამდე დროის გამოყოფა

საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურის ცოდნა

მოტივაცია და კრეატიულობა

მზადყოფნა 6 თვის განმავლობაში მოხალისეობისთვის

თუ მზად ხარ, გახდე სათემო საქმის ნაწილი – ჩვენ გელოდებით! 💚

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc2QCG9wla-rggE8G1GYhBpQ0dszw77p9bOM7tMejpZHgN-Dg/viewform?usp=publish-editor

ა/ო „დიოსკურიასთან“ არსებული სოციალური საწარმო „ჩვენი გული მოარგული“  აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.სოციალური საწარმო მ...
30/11/2025

ა/ო „დიოსკურიასთან“ არსებული სოციალური საწარმო „ჩვენი გული მოარგული“ აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.

სოციალური საწარმო მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების გაძლიერებას და განვითარებას შემოქმედებითი და პრაქტიკული საქმიანობის გზით. მონაწილეები ეუფლებიან კერვის, ქარგვისა და ბატიკის ტექნიკებს, იძენენ ახალ პროფესიულ უნარებს და თავად ქმნიან უნიკალურ ხელნაკეთ პროდუქტებს.

პროექტი არა მხოლოდ შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს ქალებს, არამედ ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებასაც. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში მათთვის შემოსავლის წყაროდ იქცევა და დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას აძლევს.

გმადლობთ ყველას, ვინც ჩვენი საქმიანობის ნაწილია და მხარს გვიჭერს ამ მნიშვნელოვან გზაზე.

Address

26 May Street #4
Poti
4400

Telephone

+995599494092

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიოსკურია - Dioskuria posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

ა/ო “დიოსკურიას” მისია

ა/ო დიოსკურია მიზნად ისახავს მთელი რეგიონის მასშტაბით გაუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთათვის. რომელიც მიიღწევა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ჩატრებით ,თემისათვის სამუშაოდ საჭირო უნარჩვევების მიცემით, ქალთა და ახალგაზრდათა გაძლიერებით