შ-ფოთი

შ-ფოთი 🇪🇺🇬🇪

„როცა ფარული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს და განცხადება კეთდება, რომ თუ ამა თუ იმ კანდიდატს მხარს არ დაუჭერ, მოღალატე ხარ – ე...
06/05/2026

„როცა ფარული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს და განცხადება კეთდება, რომ თუ ამა თუ იმ კანდიდატს მხარს არ დაუჭერ, მოღალატე ხარ – ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა" - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

🕘 13 ივლისს 20:30 საათზე📍 ფოთის ცენტრალურ პარკში🎬 დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების გაერთიანება, გიწვევთ მოკლემეტრაჟიანი...
11/07/2025

🕘 13 ივლისს 20:30 საათზე

📍 ფოთის ცენტრალურ პარკში

🎬 დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების გაერთიანება, გიწვევთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაზე.

📽️ "ჩაისუნთქე" - რეჟისორი: მელანო სოხაძე.
"მამა" - რეჟისორი: დავით ფირცხალავა

🥳 დასწრება თავისუფალია

09/06/2025

📍 სამეგრელოს ქუჩის N8 და N10 ორსართულიანი კორპუსების 16 ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს.

🛑 მათი მთავარი პრობლემა პორტის ერთ-ერთი შესასვლელიდან გამომავალი ტრაილერებია, რომლებიც ვიწრო ჩიხში მოძრაობენ, სადაც ბავშვები და მოხუცებიც ცხოვრობენ.

🗣️ მოსახლეობის თქმით, წლების განმავლობაში მათ აწუხებთ:
* დაბზარული კედლები;
* ქრონიკული დაავადებები, სავარაუდოდ, მტვრის გამო;
* უსაფრთხოების დარღვეული ნორმები;
* მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა;
* წყლის ნაჟღენთები ჭერიდან;
* მუდმივი ხმაური და მისგან გამოწვეული სტრესი.

📢 მოქალაქეები ითხოვენ ტერიტორიიდან განსახლებას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას

29/03/2025
🆘 დავეხმაროთ გურულებს! 🔴 საფრთხეა თოვლი სახურავებზე! გვჭირდება სპეციალური ეკიპირების მქონე გამოცდილი ადამიანები. უნდა შე...
25/02/2025

🆘 დავეხმაროთ გურულებს!

🔴 საფრთხეა თოვლი სახურავებზე! გვჭირდება სპეციალური ეკიპირების მქონე გამოცდილი ადამიანები. უნდა შეეძლოთ სახლის დათოლვა;

🔴 გვჭირდება ტრაქტორი და მძღოლი;

🔴 საჭიროა თოვლმავალი მანქანები;

🟢 საჭიროა საკვებისა და ჰიგიენის ნივთების შეძენა.

✊🏻 მოგვწერეთ საკონტაქტო და ზუსტი მისამართები ვინ საჭიროებს დახმარებას.

📍ურეკის მატარებლის სადგურამდე ვგეგმავთ საკვების და მედიკამენტების მიტანას და შემდგომ მოხალისეებისთვის გადაცემას.

📷 ფოტო : ზაქარია ჭელიძე

🌨️ დიდთოვლობასთან დაკავშირებით რეგიონის მუნიციპალიტეტებში ცხელი ხაზებია შექმნილი. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ დარეკოთ 24 ს...
25/02/2025

🌨️ დიდთოვლობასთან დაკავშირებით რეგიონის მუნიციპალიტეტებში ცხელი ხაზებია შექმნილი. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ დარეკოთ 24 საათის განმავლობაში მითითებულ ნომრებზე ⬇️

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია:

📲 ცენტრის უბანი: 579 75 20 17

📲 კუნძულის უბანი: 551 41 11 02

📲 ნაბადის უბანი: 599 25 41 21

📲 მალთაყვის უბანი: 555 57 14 38

📷 ფოტო: ცოტნე ხარებავა

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო და საქართველოს პირველი რესპუბლიკა გააუქმა. დამოუკიდებლობის დაკ...
24/02/2025

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო და საქართველოს პირველი რესპუბლიკა გააუქმა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა ათასობით ადამიანის დახვრეტა, ოჯახების განადგურება, გადასახლება, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და რეპრესიები.

ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდა.

📌 16 თებერვალს სოციალურ სივრცე “ლიმენაში” შფოთის აკადემიის ფარგლებში შევხვდით მწერალ ელზა გურგენიძეს.📗 ელზამ წარადგინა თ...
19/02/2025

📌 16 თებერვალს სოციალურ სივრცე “ლიმენაში” შფოთის აკადემიის ფარგლებში შევხვდით მწერალ ელზა გურგენიძეს.

📗 ელზამ წარადგინა თავისი წიგნი ზაოდი,
რომელიც ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულია ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

🗣 დისკუსია გაიმართა თემაზე “ჩანაცვლებული ცხოვრება”

🤝 ჩვენი მხარდამჭერია European Endowment For Democracy

📍 15 თებერვალს ქალაქ ფოთში ჩატარდა "მშობელთა ფორუმი 2025".👥 ფორუმს ესწრებოდნენ შშმ ბავშვების მშობლები და სპეც მასწავლებლ...
17/02/2025

📍 15 თებერვალს ქალაქ ფოთში ჩატარდა "მშობელთა ფორუმი 2025".

👥 ფორუმს ესწრებოდნენ შშმ ბავშვების მშობლები და სპეც მასწავლებლები.

🗣️ ფორუმზე მოწვეულმა სტუმარმა, ლილე ყაზაიშვილმა (კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, "ღია სახლის" თანადამფუძნებელი), ისაუბრა თერაპიის საფუძვლებზე, ენის მეტყველებისა და კომუნიკაციის პრინციპებზე, ასევე განიხილა კონკრეტული ქეისები.

🤝 ჩვენი მხარდამჭერია European Endowment For Democracy

🗓️ 16 თებერვალს, 16:00 საათზე შფოთის აკადემიის ფარგლებში გაიმართება საჯარო შეხვედრა მწერალ ელზა გურგენიძესთან. 📖 ელზა წა...
15/02/2025

🗓️ 16 თებერვალს, 16:00 საათზე შფოთის აკადემიის ფარგლებში გაიმართება საჯარო შეხვედრა მწერალ ელზა გურგენიძესთან.

📖 ელზა წარადგენს თავის წიგნს “ზაოდი”, რომელიც ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულია ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

🗣️ გაიმართება დისკუსია თემაზე “ჩანაცვლებული ცხოვრება”.

🆓 დასწრება თავისუფალია

📍 მისამართი: ლიმენა, აღმაშენებლის 19

🤝 ჩვენი მხარდამჭერია European Endowment For Democracy

Address

აღმაშენებლის 24
Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შ-ფოთი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შ-ფოთი:

Share