Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი

Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი The Civil Society Organization established in 2002. საზოგადოებრივი ორგანიზაცია - დაფუძნდა 2002 წელს.

Key Facts (2002-2021):
● Approximately 7000 people were involved in educational and awareness raising activities (including forum theatre performances)
● Up to 1800 community based initiatives were implemented (including advocacy compaigns)
● Number of sub-grants disbursed (in Euros) – 325 000
● Number of Social Enterprises established- 3 enterprises
● Subsidiary organizations – three organizatio

ns

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემები (2002-2021):
● საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში (მათ შორის ფორუმ თეატრის სპექტაკლები) ჩართული იყო 7000-მდე ადამიანი
● განხორციელდა 1800-მდე სათემო/მოხალისეობრივი ინიციატივა (მათ შორის ადვოკატირების კამპანიები)
● გაცემული ქვე-გრანტების ოდენობა (ევროში) – 325 000
● დაარსებული სოციალური საწარმოების ოდენობა - 3
● შვილობილი ორგანიზაციები - 3

01/05/2025

❗️❗️საინტერესო ტრენინგი გურიის რეგიონში მოქმედი რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის მხარდაჭერილი ცირკულარული ეკონომიკის ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გურიის რეგიონში.

ტრენინგი განკუთვნილია გურიის რეგიონში მოქმედი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას მდგრად განვითარებასთან, მწვანე და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, დაინახავენ, თუ დამატებით რა კომერციული სარგებელი შეუძლია მიიღოს ბიზნესმა მდგრადი მიდგომების დანერგვით საქმიანობაში.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ცოდნა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
- მდგრადი განვითარების კონცეფციის ისტორია და არსი
- ცირკულარული ეკონომიკის და ცირკულარული ბიზნეს მოდელების არსი
- კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა, როგორც ბიზნესზე, ასევე ჩვენს ყოველდღიურობაზე

-- ცირკულარული ბიზნეს მოდელების პრაქტიკაში გამოყენება
- ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის უპირატესობები და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები
- რესურსეფექტიანობის არსი და მისი პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები
- ცირკულარულობა, პასუხისმგებლიანი მართვა და თანამედროვე მენეჯმენტი
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა მითითებული ბმულის საშუალებით მიმდინარე წლის 10 მაისის ჩათვლით https://bit.ly/3EM9Nap ტრენინგი ჩატარდება 19-21 მაისს.


✅ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „GREEN - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა” - მიზანია უფრო მდგრადი და მედეგი ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში. მისი ამოცანებია: ადგილობრივი ბიზნესისა და დარგობრივი ასოციაციების მიერ მდგრადი პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში; მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ფერმერების მიერ მდგრადი პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში; დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის, სტუდენტების, მომხმარებლებისა და აქტიური პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. პროექტის საქმიანობის არეალია გურია, აჭარა და სამეგრელო ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

European Union in Georgia
Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი
ათინათი/Atinati

🇪🇺🇬🇪 2025 წლის 29-31 მარტს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის საკონფერენციო სივრცემ საინტერესო ტრენინგს უმასპინძლა „...
31/03/2025

🇪🇺🇬🇪 2025 წლის 29-31 მარტს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის საკონფერენციო სივრცემ საინტერესო ტრენინგს უმასპინძლა „ბუნებრივი ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები" - ასეთი შინაარსის საგანმანათლებლო კურსი ჩატარდა გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის წევრებისა და სხვა ადგილობრივი მეღვინეებისთვის გურიაში. სესიებს უძღვებოდა დარგის ექსპერტი ბატონი დავით ჩიჩუა. კურსის განმავლობაში მიმოიხილეს შემდეგი საკითხები: ღვინის საწარმოს ორგანიზება, რეგისტრაცია, სერთიფიცირება, ბიოღვინის წარმოება, სურსათის უვნებლობის საკითხები და ღვინის დარგის სამართლებრივი რეგულაციები; ჰიგიენა ღვინის საწარმოში და ღონისძიებები გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში, წყლის და ენერგიის მოხმარება; ღვინის ხარისხის კონტროლი მცირე საწარმოს პირობებში; ღვინის დაყენების მეთოდები; მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ტექნოლოგიის ნიმუშების გასინჯვას და საინტერესო დისკუსიებს.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის - „GREEN - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა” - ფარგლებში, რომლის მიზანია უფრო მდგრადი და მედეგი ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში. პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი
ათინათი/Atinati
European Union in Georgia

18/03/2025

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "GREEN: გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში, ა.ა.ი.პ "ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს კვლევით მომსახურებაზე, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებში მწვანე/მდგრადი ბიზნესპრაქტიკების დანერგვისთვის საჭირო ადამიანური კაპიტალის უნარების და კომპეტენციების დეფიციტის გამოვლენის მიზნით. დეტალურად კონკურსის შესახებ მოცემულია ქვემოთ მითითებულ ლინკზე.
Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი
ათინათი/Atinati

🇪🇺🇬🇪 Another interesting initiative with the support of the European Union - the Zugdidi Tourism Cluster, which unites m...
14/02/2025

🇪🇺🇬🇪 Another interesting initiative with the support of the European Union - the Zugdidi Tourism Cluster, which unites multiple members, already has a green development strategic plan ☘️☘️

The project "GREEN" - Global Resilience and Environmental Empowerment Nurturing, within the framework of which the strategy was prepared, is funded by the European Union and implemented by the Institute for Change and Innovation in partnership with the Association "Atinati" and the Institute of Democracy.

ათინათი/Atinati
Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის ხელშეწყობით კიდევ ერთი საინტერესო ინიციტივა - ზუგდიდის ტურიზმის კლასტერს, რომელიც მრავალ წევრს აერთიან...
14/02/2025

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის ხელშეწყობით კიდევ ერთი საინტერესო ინიციტივა - ზუგდიდის ტურიზმის კლასტერს, რომელიც მრავალ წევრს აერთიანებს, უკვე მწვანე განვითარების სტრატეგიული გეგმა აქვს ☘️☘️

პროექტი "GREEN" - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც სტრატეგია მომზადდა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი ასოციაცია "ათინათთან" და დემოკრატიის ინსტიტუტთან პარტნიორობით.
ათინათი/Atinati
Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი

19 ნოემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მა...
20/11/2024

19 ნოემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს.
ვიზიტის დროს მოსწავლეებმა მოისმინეს ოჯახის მფლობელების უნიკალური საგვარეულო ისტორიები და დაათვალიერეს საოჯახო მუზეუმი, რომელიც ინახავს არაერთ უძველეს ნივთს, დოკუმენტაციას და ხელოვნების ნიმუშს.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობის გამოყენება ტურისტულად მიმზიდველი პროდუქტების შესაქმნელად, ასევე იმსჯელეს სოფლად ტურიზმის განვითარების გამოწვევებზე და ამ მიმართულებით არსებულ პროფესიებზე.
აღნიშნული აქტივობა მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი იყო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერებისა და პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს PH International საქართველოში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებით (USAID). ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი პროგრამის პარტნიორია გურიის რეგიონში.

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება ❤ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და ,,ინოვაციებისა და ცვლილებ...
18/10/2024

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება ❤
ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და ,,ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program), რომელსაც უკვე მრავალი წელია (2011 წლიდან) ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. პროგრამაში ჩართული ბავშვები,ინგლისური ენის შესწავლესთან ერთდ განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ დაისახონ რალისტური მიზნები და ჰქონდეთ სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიალურად გამოვლენისკენ.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს.

დაინტერესებულებმა განაცადის ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ 👇ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით. აქვეა ინსტრუქციებიც, კარგად გაეცანით და იჩქარეთ, შევსება, არ დაიგვიანოთ. წარმატებებს გისურვებთ ❤
https://docs.google.com/forms/d/17uPMukoMfAAJsgldOTn6x84zX9wuYmb7UW3KOJVsj2M/prefill

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის მიერ გამართულ სასწავლო შემეცნებით ბანაკს, რომელშიც ,,USAID-ის სამოქალაქო განათლებ...
03/08/2024

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის მიერ გამართულ სასწავლო შემეცნებით ბანაკს, რომელშიც ,,USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 20 პარტნიორი სკოლის 50 მოსწავლე მონაწილეობდა, 30 ივლისს და 1 აგვისტოს, სოფელ გომში, ტურისტულმა სივრცემ ,,დუმბო ეკო კემფმა” უმასპინძლა.
ბანაკის დღის წერიგი მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო - შემეცნებით, ასევე კლუტურულ და გასართობ აქტივობებს.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებისთვის კონკრეტული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მათი გამხიარულება და ზაფხულის დღეების შინაარსიანად გატარება იყო, რაც, ვფიქრობთ, ნამდვილად წარმატებით მოვახერხეთ. ამას გვაფიქრებინებს ის საინტერესო პროექტები, რომლებიც ბანაკის მანძილზე შევიმუშავეთ, და ასევე ის დადებითი შეფასებები, რაც პედაგოგებისგან, მოსწავლეებისგან და მათი მშობლებისგან მივიღეთ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი.

- ყოველწლიურად მატულობს მოთხოვნა ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეულზე, რადგან პესტიციდების გარეშე მოწეული ბოსტნეული გამაჯანსაღებ...
12/06/2024

- ყოველწლიურად მატულობს მოთხოვნა ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეულზე, რადგან პესტიციდების გარეშე მოწეული ბოსტნეული გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე. არსებობს მეთოდები და წესები, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს ნებისმიერი სახეობის ბოსტნეული კულტურის წარმოების პროცესში. ვიდო-რგოლი საინტერესოდ მოგვითხრობს ან წესების შესახებ.

- ვიდეო მომზადდა პროექტის- „სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება კლიმატის ცვლილებებზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის მედეგობის გაზრდისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის“ – ეგიდით, რომელსაც ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, თავისუფალ მედია სივცრცესთან და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ფარგლებში.

06/06/2024

კიტრის წარმოების აგროტექნოლოგია: დროული და ძალიან საჭირო ინფორმაციით დატვირთული ვიდეო-რგოლი.
ვიდეო მომზადდა პროექტის- „სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება კლიმატის ცვლილებებზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის მედეგობის გაზრდისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის“ – ეგიდით, რომელსაც ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, თავისუფალ მედია სივცრცესთან და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ფარგლებში.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2023-2024 სასწავლო წლის შედეგებს აჯამებს გურიაში - 28 მაისს ოზურგეთის  #1 საჯარო...
29/05/2024

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2023-2024 სასწავლო წლის შედეგებს აჯამებს გურიაში - 28 მაისს ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში USAID-ის სამოქალაქო განთლების პროგრამის წლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის პარტნიორი 36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს განხორციელებული გამორჩეული საქმიანობები, პროექტები და ამავე პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტით დაფინანსებული ინიციატივები.
ღონისძიებაზე ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ინტერაქტიული პერფორმანსი/ფლეშმობი ადიქციის თემაზე.

ღონისძიების მსვლელობისას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პრეზენტატორ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ასევე პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული კონკურსების გამარჯვებულ და სტაჟირების მონაწილე მოსწავლეებს. შეხვედრაზე დასახელდა ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული სკოლები: კოხნარისა და ხიდისთავის საჯარო სკოლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან, ხოლოდ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ღონისძიებას დაესწრო პროგრამის პარტნიორი სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, მასმედიის, PH International - ისა და USAID- წარმომადგენლები.
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program
PH International (Project Harmony)

Address

რუსთაველის ქ. #4 Rustaveli, Street
Ozurgeti
3500

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599156384

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი:

Share