Ozurgeti LAG • ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • Ozurgeti LAG • ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

Ozurgeti LAG • ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფიციალური გვერდი #მწვანეგურია .

11/11/2025

🍇 გაიცანით მწვანე გურიის საგრანტო კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, ვიტალი კილასონია — მეღვინე გურიის სოფელ ჯვარცმიდან!

04/11/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, ნინო ქმნის სივრცეს, სადაც გურული ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთმანეთს ერწყმის — სწორედ აქ იქმნება გურული თხის ყველის ახალი გემოები.

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებისთვის ფინანსუ...
30/09/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებისთვის ფინანსური მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

📚 ტრენინგის მიზანი იყო ბენეფიციარების გაძლიერება და მათი მხარდაჭერა საქმიანობების უკეთ მართვისთვის.

👥 ტრენინგს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის 40-მდე ბენეფიციარი ესწრებოდა.
👨‍🏫 ტრენინგს უძღვებოდა ფინანსისტი შალვა ახრახაძე.

🇬🇪🇪🇺 🇬🇪🇪🇺 ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.

#მწვანეგურია

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში ქობულეთში გაიმართა მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოზურ...
30/09/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში ქობულეთში გაიმართა მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის. 🌿

შეხვედრის შედეგად შერჩეული იქნა 9 გარემოსდაცვითი კამპანია, რომელიც დაფინანსდება და განხორციელდება ქალების მიერ სამივე მუნიციპალიტეტში.

შერჩეული კამპანიების თემატიკა მოიცავს:

🔹 ნარჩენების მართვას
🔹 ბუნებრივი საფრთხეების მართვას
🔹 წიგნიერების კამპანიას
🔹 კომპოსტის მოწყობას

პროექტი ხელს უწყობს ქალთა და გოგონათა ჩართულობას, თემის გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების იდეების განხორციელებას გურიაში. 🌱
__
🇬🇪🇪🇺 შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.

#მწვანეგურია

With the support of the European Union, within the framework of the “Green Guria” project, a follow-up field meeting was held in Kobuleti for women and girls living in the municipalities of Ozurgeti, Chokhatauri, and Lanchkhuti. 🌿

As a result of the meeting, 9 environmental campaigns were selected, which will be funded and implemented by women across all three municipalities.

The selected campaign topics include:

🔹 Waste management
🔹 Natural hazard management
🔹 Literacy campaign
🔹 Composting

The project supports women’s and girls’ engagement, strengthens communities, and promotes the implementation of sustainable development ideas in Guria. 🌱✨
___
🇬🇪🇪🇺 The meeting was held within the framework of the EU-funded “Green Guria” project. The project is implemented by CENN in partnership with the Young Pedagogues Union, Institute of Democracy, and Keda Local Action Group.

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 16 სექტემბერს, ღია კაფეების ფორმატში გაიმართა შეხვედრა მოწვეულ ექსპერტთან – სალომე ვაჩნაძეს...
18/09/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 16 სექტემბერს, ღია კაფეების ფორმატში გაიმართა შეხვედრა მოწვეულ ექსპერტთან – სალომე ვაჩნაძესთან თემაზე „კარიერის მართვის თანამედროვე მიდგომები“.

👩‍💼 შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა გაიგეს თანამედროვე თეორიებისა და პრაქტიკული მეთოდების შესახებ, რომლებიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თვითშემეცნებისა და პიროვნული განვითარების მნიშვნელობას კარიერული არჩევანის პროცესში.


„ღია კაფეები“ იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორებთან — ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად ახორციელებს.

🇪🇺 With the support of the European Union, an Open Café meeting was held on 16 September with invited expert Salome Vachnadze on the topic ‘Modern Approaches to Career Management.

👩‍💼 During the meeting, participants learned about contemporary theories and practical methods that help individuals analyze their interests, abilities, and the demands of the labor market.

Special attention was given to the importance of self-awareness and personal development in the process of making career choices.


The Open Cafés are organized within the framework of the EU-funded project “Green Guria,” implemented by CENN in partnership with the Young Pedagogues’ Union, the Institute for Democracy, and the Keda Local Action Group.

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიის რეგიონს ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველ...
18/09/2025

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიის რეგიონს ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს თითოეული თემის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი „მწვანე გურიის“ პროექტის იმ ბენეფიციარებსაც შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს.

🇪🇺🇦🇲🇬🇪 ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიის ფერმერებმა მონაწილეობა მიიღეს სომხეთში გამართულ მოსავლის ყოველწლიურ ფესტივალში –...
11/09/2025

🇪🇺🇦🇲🇬🇪 ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიის ფერმერებმა მონაწილეობა მიიღეს სომხეთში გამართულ მოსავლის ყოველწლიურ ფესტივალში – სოფლად ცხოვრება და ტრადიციები. 🌿

🌍 6-7 სექტემბერს, Green Lane-მა უკვე მეთორმეტედ უმასპინძლა ფესტივალს, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას რეგიონში.

🇬🇪 წელს საქართველოდან წარმოდგენილი იყო გურიის წარმოებები:

🧺 ქართული კალათა, ლანჩხუთი
🫖 ტაბა – ჩაი, ოზურგეთი
🍷 მეფარიშვილების მარანი – ღვინო, ჩოხატაური
🍇 რტოს მარანი – ღვინო, ჩოხატაური

🌿 მადლობა Green Lane-ს, რომ ხელს უწყობს ფერმერების მხარდაჭერასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც.

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 2025 წლის 22 ივლისს, ღია კაფეების ფორმატში, გაიმართა შეხვედრა მეღვინე ქეთო ნინიძესთან თემაზ...
24/07/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 2025 წლის 22 ივლისს, ღია კაფეების ფორმატში, გაიმართა შეხვედრა მეღვინე ქეთო ნინიძესთან თემაზე – „ქართული ღვინის ბაზარი: ტენდენციები, გამოწვევები და განვითარების სტრატეგია“.

🍇🍷 შეხვედრა ჩატარდა ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მეღვინეებისთვის და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ღვინის ინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და საერთაშორისო ბაზარზე განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა — მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მიეღოთ რეკომენდაციები მეღვინეობის სექტორში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.

განხილული საკითხები მოიცავდა:
🔹 საქართველოს ღვინის ბაზრის მიმოხილვასა და ზრდის სტრატეგიას
🔹 ქართული და დასავლური ღვინის ექსპორტის პოტენციალს
🔹 პროდუქტის ფასისა და განთავსების სტრატეგიებს
🔹 ქართულ და ევროპულ ბაზრებზე მოქმედ ტენდენციებს
🔹 არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებას



🇪🇺 „ღია კაფეები“ იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან — ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 2025 წლის 15 ივლისს, „ღია კაფეების“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ლილი ფულარიანთან...
17/07/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 2025 წლის 15 ივლისს, „ღია კაფეების“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ლილი ფულარიანთან თემაზე - „სოფლის ტურიზმი და ციფრული პლატფორმები“.

შეხვედრა ჩატარდა ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მოსახლეობისთვის და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას სოფლის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე და ციფრული პლატფორმების ეფექტურ გამოყენებაზე.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიული ფორმატით — მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მიეღოთ რეკომენდაციები ციფრული საშუალებების გამოყენების შესახებ.
__
🇪🇺 ღია კაფეები იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.

🏔️ გურიის ლაგების წარმომადგენლების ვიზიტი მესტიაში.11–13 ივლისს, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი განვითა...
17/07/2025

🏔️ გურიის ლაგების წარმომადგენლების ვიზიტი მესტიაში.

11–13 ივლისს, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ მესტიაში, სადაც ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

🇬🇪🇪🇺 ვიზიტი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "მწვანე გურია" ფარგლებში და მისი მიზანი ლაგებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გაძლიერება იყო.

✅ გურიის ლაგის წარმომადგენლებმა მესტიის ლაგის წარმომადგენლების მასპინძლობითა და ქედის ლაგის ორგანიზებით მოინახულეს მესტია, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ბეჩოსა და ლატალის თემებში, მოენახულებინათ ადგილობრივი ინიციატივები და მცირე ბიზნესები, ასევე ემსჯელათ მაღალმთიანი რეგიონების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

🌄 ადგილობრივმა მასპინძლობამ და ინიციატივებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის.

#მწვანეგურია

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 2025 წლის 28 ივნისს, „ღია კაფეების“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგ ნათია ფ...
30/06/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, 2025 წლის 28 ივნისს, „ღია კაფეების“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან. ღონისძიების თემა იყო: „სტრესის მართვა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და ემოციური მხარდაჭერის გაწევას იმ ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში და არ აქვთ ხელმისაწვდომობა პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ურთერთობის.

ნათია ფანჯიკიძემ აუდიტორიას დეტალურად ისაუბრა სტრესის გამომწვევი ფაქტორების შესახებ, ყურადღება გაამახვილა სტრესის გავლენაზე ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობის პროცესში. განიხილა კონკრეტული მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს სტრესის მართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეგიონში მცხოვრები ქალების მდგომარეობასა და სოციალურ ფაქტორებზე, რომლებიც ახდენს ზეგავლენას მათ ემოციურ კეთილდღეობაზე.

შეხვედრა ინტერქატიული ფორმატით წარიმართა — მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები. მონაწილეთა ჩართულობამ ნათლად წარმოაჩინა, რომ მენტალური ჯანმრთელობის საკითხები მათთვის აქტუალურია და ასეთი შეხვედრები პასუხობს რეალურ საჭიროებებს.
___
🇪🇺 ღია კაფეები იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ღია კაფეების სერია გრძელდება!🔹 2025 წლის 25 ივნისს, ღია ...
27/06/2025

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ღია კაფეების სერია გრძელდება!

🔹 2025 წლის 25 ივნისს, ღია კაფის ფორმატში ოზურგეთსა და ჩოხატაურში მცხოვრებმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრაში თემაზე: „ევროპა და საქართველო: ღირებულებების კავშირი“.

ღია კაფეების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, დიალოგისა და ჩართულობის წახალისება, რაც მათ სოციალურ და საცხოვრებელ პირობებზე დადებითად აისახება.
----
ℹ️ ღია კაფეების სერიები იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.

Address

გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა N3
Ozurgeti

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ozurgeti LAG • ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share