ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union", Non-Governmental Organization (NGO), გაბრიელ ეპისკოპოსის 3, Ozurgeti.

🆕 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,პეპილოტა" აგრძელებს წევრების მიღებას. 📌 გთხოვთ, და...
24/09/2025

🆕 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,პეპილოტა" აგრძელებს წევრების მიღებას.

📌 გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაცია
გაიაროთ შემდეგ მისამართზე:
ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის 3

🟠 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 12 81 97

🎓 გსურთ თქვენი სკოლა გახდეს უფრო ძლიერი, თანამედროვე და ინოვაციური?„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ გთავაზობთ პროფესიულ სა...
15/09/2025

🎓 გსურთ თქვენი სკოლა გახდეს უფრო ძლიერი, თანამედროვე და ინოვაციური?

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ გთავაზობთ პროფესიულ საკონსულტაციო მხარდაჭერას, რომელიც დაგეხმარებათ:

✨ ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებაში
✨ საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებაში
✨ ინოვაციური არაფორმალური განათლების სისტემის დანერგვაში

ჩვენთან ერთად შევძლებთ:

✅ ავტორიზაციის პროცესისთვის სრული მზადყოფნის უზრუნველყოფას
✅ სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნას
✅ ინკლუზიური და უსაფრთხო სასკოლო გარემოს პოლიტიკის შემუშავებას
✅ მოსწავლეთა ინტერესებზე დაფუძნებული კლუბებისა და საგანმანათლებლო მოდულების შექმნას
✅ მასწავლებლების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას

📅 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ონლაინ ღია კარის დღეზე გაგაცნობთ:

👉 თანამშრომლობის მოქნილ მოდელებს
👉 მომსახურების პირობებსა და ღირებულებას

📄 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://drive.google.com/file/d/1ygFjweaRY7LTaAw6XvrCYFjPPfg3o5rP/view?usp=sharing
📌 რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/n4ZdWMGNZqRB1fet6
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
598 110 767 | 577 464 043

🆕 ძალიან კარგი ამბავი!  “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” და ,,ლიდერთა სკოლა” აგრძელებს მოსწავლეების რეგისტრაციას.         ...
09/09/2025

🆕 ძალიან კარგი ამბავი!
“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” და ,,ლიდერთა სკოლა” აგრძელებს მოსწავლეების რეგისტრაციას.

❓რა არის ლიდერთა სკოლა?
სწავლის, შეკრებისა და განვითარების სივრცე, რომელიც შენი იდეების და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას გაძლევს.

❓რას მოგცემს ლიდერთა სკოლა?
✨ გაიუმჯობესებ:
- კომუნიკაციის და თვითგამოხატვის უნარებს
- ლიდერობისა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას
- კრიტიკულ აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღების უნარს
- იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნის უნარს

მიიღებთ მონაწილეობას საგანმანათლებლო ვიზიტებში, ვორქშოპებსა და საინტერესო პროექტებში.
და რაც მთავარია…
🤝 ისწავლი ურთიერთპატივისცემას, ემპათიას, თანამშრომლობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

❓ვისთვის არის ლიდერთა სკოლა?
11–18 წლის ცნობისმოყვარე მოზარდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ:
📍 გურიაში – ოზურგეთსა და ჩოხატაურში
📍 თბილისში

❓რა უნდა გააკეთო მონაწილეობის მისაღებად?
გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 10 ოქტომბრამდე:
https://docs.google.com/forms/d/1_Wkhx7WRJgAtUDubPIL4EkH3Fk5TfBhCHnuMTV0EQs0/preview

❓სწავლის პერიოდულობა და ადგილმდებარეობა
🕗 სალექციო შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში (შესაბამის ქალაქში). ასევე, კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დამატებითი სამუშაო შეხვედრები.
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ.
🔖 კურსის საფასური – 100 ლარი თვეში (4 სავალდებულო შეხვედრა)
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება
სწავლის დაწყების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2025წ.

📌 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ოზურგეთი/ ჩოხატაური: +995 593 11 50 40
თბილისი: +995 577 464 043

📣 „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ აცხადებს ვაკანსიას, მის მიერ ადმინისტრირებულ ხანდაზმულთა სათემო მომსახურებაში „დღის მზრ...
01/08/2025

📣 „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ აცხადებს ვაკანსიას, მის მიერ ადმინისტრირებულ ხანდაზმულთა სათემო მომსახურებაში „დღის მზრუნველის“ პოზიციაზე.

🕛 სამუშაო დრო - 8 სთ დღეში (დილის 9:30-დან 18:30სთ-მდე, ერთსაათიანი შესვენება).

• მუშაობის განრიგი: ყოველ მეორე დღეს, თვეში 15-16 დღე.
📍სამუშაო ადგილი - გურიის რეგიონი, ქ. ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქ.16

👩‍💼👨‍💼 ვაკანტური ადგილის რაოდენობა - 2 ადამიანი.

☑️ „დღის მზრუნველის“ ძირითადი მოვალეობები:
1. იზრუნოს ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ ბენეფიციარებზე
2. დაიცვას ხანდაზმულთა უსაფრთხოება
3. დღის წესრიგის გათვალისწინებით, მიზნობრივად დაგეგმოს ბენეფიციართა თავისუფალი დრო
4. იზრუნოს ბენეფიციართა კვებაზე, ჰიგიენაზე, ინტერიერისა და ეზოს სან-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე
5. ბენეფიციართა ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩართოს ისინი სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში, ასევე, კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში
6. ბენეფიციარებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, რომლის დაკმაყოფილების პროცესში მხედველობაში მიიღებს მათ თავისებურებებს, უნარებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ასევე, იზრუნებს მათ თვითმოვლის უნარების განვითარებაზე
7. იზრუნოს ხანდაზმულთა ჯანმრთელობაზე (ვალდებულია ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს და ადმინისტრაციას, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩინოს პირველადი დახმარება, გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა), წამოჭრილი პრობლემის შესახებ აცნობოს ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციას კომპეტენციის შესაბამისად

🔎 მოთხოვნები და საჭირო უნარები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
• სასურველია საშუალო პროფესიული განათლება (ექთანი)
• ქართულის წერითი უნარები და მეტყველება (უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
• გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
• სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი
• სტრესულ გარემოში და კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი

☑️ ჩვენ გთავაზობთ:
• გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და იზრუნოთ განვითარებაზე
• იზრუნოთ მოხუცებზე
• მიიღოთ კონკრეტული ანაზღაურება
• იმუშაოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოში

📩 წარსადგენი დოკუმენტაცია:
1) განცხადება
2) რეზიუმე (CV)
3) სამოტივაციო ან სარეკომენდაციო წერილი
4) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სასურველია, დიპლომი, სერტიფიკატი

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ ელექტრონულად ორგანიზაციის ელ-ფოსტაზე [email protected] ან [email protected].

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „ვაკანსია დღის მზრუნველი“.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 აგვისტო, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაცია
1. განცხადებების გადარჩევა
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ აპლიაციის გადარჩევის საფუძველზე, მიჩნეული იქნება საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში შესაბამის კანდიდატად.
2. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან (განცხადებაში მითითებული ტელეფონის (სასურველია ორი ნომერი) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
3. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით
(ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით).

📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 557 60 21 83

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაცია, ერთი წლის ვადით ინახავს მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

09/06/2025

📢„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" აცხადებს ვაკანსიას

დამსაქმებელი: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ხანდაზმულთა სახლი"

პოზიცია/თანამდებობის სრული დასახელება:
„ხანდაზმულთა სახლის“ ბენეფიციარების მზრუნველი

სამსახურის ადგილმდებარეობა: ოზურგეთი,ანასეული მეცნიერების 16

📎მოთხოვნები:
• სასურველია საშუალო პროფესიული განათლება (ექთანი)
• სამუშაო გამოცდილება

📎ენები:
• ქართული

📎 დამატებითი მოთხოვნები:
• გუნდური მუშაობის უნარი
• კომუნიკაბელურობა
• ორგანიზებულობა
• კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

1.დაინტერესებულმა პირება უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი,კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა ( დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 20.06.2025 წელი )
2. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

📍მისამართი: ოზურგეთი.გაბრიელ ეპისკოპოსის ქ,3 ა (ლიბერთი ბანკის გვერდით)
ტელ: 593 33 23 17

🌱ახალგაზრდები მწვანე მეწარმეობის მიმართულებით ვითარდებიან!პროექტ "მწვანე გურიას" ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გრძელდე...
21/05/2025

🌱ახალგაზრდები მწვანე მეწარმეობის მიმართულებით ვითარდებიან!
პროექტ "მწვანე გურიას" ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გრძელდება.

ℹ️ ორგანიზაციის ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართული მოტივირებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ ტრენინგს თემაზე: „მწვანე მეწარმეობის ბიზნეს მოდელი“, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ექსპერტი.

💡 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა შემდეგ საკვანძო თემებზე:

– მეწარმეობის ძირითადი მახასიათებლები
– მწვანე მეწარმეობის არსი, პრინციპები და მისი გავლენა გარემოზე
– ბიზნესის სტრუქტურული კომპონენტები
– ღირებულებითი შეთავაზება, მომხმარებელთა სეგმენტაცია და ურთიერთობის სტრატეგიები
– CANVAS ბიზნეს მოდელი — პრაქტიკული მიდგომა იდეის კონკრეტულ მოდელად გარდაქმნისთვის

📌 მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფებში, განიხილეს იდეები და სცადეს საკუთარი ეკომეგობრული ბიზნესმოდელის შედგენა.

🌍 ტრენინგმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მდგრადი და პასუხისმგებლიანი მეწარმეობის მნიშვნელობის შესახებ.

🇪🇺 🇬🇪 ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის”, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.

🔬🚀 ლიდერთა სკოლაში STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა!ℹ️  კიურის ლაბორატორია • Curie’s lab  -იის წარმომადგენლებმ...
21/05/2025

🔬🚀 ლიდერთა სკოლაში STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა!

ℹ️ კიურის ლაბორატორია • Curie’s lab -იის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს როგორ უკავშირდება STEM საგნები ჩვენს ყოველდღიურობას, რატომ არის ეს მიმართულება მომავლის პროფესიების საფუძველი და როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს.

📍 მსგავსი შეხვედრები ავითარებს ცოდნას, აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და აუმჯობესებს კრიტიკულ აზროვნებას და აძლევს ახალგაზრდებს მოტივაციას დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით.

🇪🇺 🇬🇪 ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის”, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.

20/05/2025

🌍 თემატური სკოლა „მხოლოდ ერთი დედამიწა“ — ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

ℹ️ 24-28 აპრილს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაიმართა თემატური სკოლა „მხოლოდ ერთი დედამიწა“, რომელიც გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

🆕 „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა კვლევის -  დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის უფლება დ...
17/05/2025

🆕 „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა კვლევის - დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის უფლება და შესაძლებლობა საჯარო სკოლებისთვის - საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის სკოლების დირექტორები და პედაგოგები.

ℹ️ დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია კვლევის ძირითადი შედეგების შესახებ, კერძოდ, სკოლების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობების შემაფერხებელი ფაქტორებისა და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას ნაკლებად უქმნის მოტივაციას, შესთავაზონ მოსწავლეებს კრეატიული და მრავალფეროვანი აქტივობები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახებოდა სკოლის ბიუჯეტზეც.

📍 შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილებაც, თუ რა ბარიერები შეექმნათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში და მიანიშნეს შესაბამისი ინსტრუქციებისა და გზამკვლევების არსებობის მნიშვნელობაზე, რაც სკოლებისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსი იქნებოდა.

🤝 შეხვედრა ჩატარდა მიმდინარე პროექტის „ცვლილებები საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში თემის წევრების ჩართულობით ” ფარგლებში, გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt ფინანსური მხარდაჭერით.

🆕 2025 წლის 16 მაისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამუშაო ...
17/05/2025

🆕 2025 წლის 16 მაისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე - არაფორმალური განათლება მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების საფუძველი.

ℹ️ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეების მიერ მომზადებულ სატელევიზიო დისკუსიას - „ვითხოვ სიტყვას“, რომელიც სწორედ სკოლაში არაფორმალური განათლების დანერგვას ეხებოდა. შეხვედრაზე სკოლის მასწავლებლებმა და დირექტორებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იმსჯელეს სკოლაში არაფორმალური განათლების როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე იმ შიდა და გარე ბარიერებზე, რომლებიც ხელისშემშლელია პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სკოლის მოსწავლეთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერებას ეხებოდა.

📍 საბოლოოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს ერთიანი ხედვა, თუ როგორ, რა სტრატეგიებით არის შესაძლებელი არაფორმალური განათლების გაძლიერება სკოლის ბაზაზე.

🤝 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა მიმდინარე პროექტის „ცვლილებები საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში თემის წევრების ჩართულობით ” ფარგლებში, გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt ფინანსური მხარდაჭერით.

🍀 გამწვანების აქცია ბუკისციხეშიℹ️ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ორგანიზაციის პროგრამებში ჩართული ახალგაზრდებისთვის ქმნის ...
16/05/2025

🍀 გამწვანების აქცია ბუკისციხეში

ℹ️ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ორგანიზაციის პროგრამებში ჩართული ახალგაზრდებისთვის ქმნის შესაძლებლობებს, გახდნენ ცოდნის გამზიარებლები და დაგეგმონ სასკოლო ინიციატივები.

📍 ლიდერთა სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში მოეწყო გამწვანების აქცია.

ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიური
პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას თემში.

🤝 ინიციატივა განხორციელდა Global Platform Georgia-ს ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში.

🆕 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით პარტნიორი ბაღების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც დაეხმარა მონ...
16/05/2025

🆕 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით პარტნიორი ბაღების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც დაეხმარა მონაწილეებს საპროექტო იდეების ჩამოყალიბებაში.

ℹ️ შეხვედრის ფარგლებში ისინი გაეცნენ პროექტის დაგეგმვის ძირითად ეტაპებს, ერთად იმუშავეს იდეებზე, შეიმუშავეს მიზნები და ამოცანები, ასევე მონახაზის სახით ჩამოაყალიბეს ის აქტივობები, რაც მომავალში განხორციელდება.

ეს იყო შესაძლებლობა, ბაღების წარმომადგენლებს ერთად ემუშავათ და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით გაემყარებინათ საკუთარი ინიციატივები.

🤝 ტრენინგი ჩატარდა მიმდინარე პროექტის „ცვლილებები საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში თემის წევრების ჩართულობით ” ფარგლებში, გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt ფინანსური მხარდაჭერით.

Address

გაბრიელ ეპისკოპოსის 3
Ozurgeti
3500

Telephone

0496 27 64 34

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union":

Share