სიპისი - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • სიპისი - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი

სიპისი - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი ა(ა)იპ „სიპისი -თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი“ შეიქნა 2020 წელს.

🔔იცით თუ არა, რომ კოშკის ნაგებობა  თავდაპირველად ციხის ნაწილი იყო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა?🗼კოშკი ფოთის ერთ-ერთი მთა...
29/05/2026

🔔იცით თუ არა, რომ კოშკის ნაგებობა თავდაპირველად ციხის ნაწილი იყო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა?

🗼კოშკი ფოთის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული სიმბოლოა, რომელსაც საფუძველი მე-18 საუკუნეში ჩაეყარა, ხოლო თანამედროვე სახე XX საუკუნის ბოლოს ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით მიეცა.

⏱️კოშკი დამონტაჟებული მექანიკური საათი დღემდე ფუნქციონირებს. დღეს კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფოთის ისტორიის მნიშვნელოვანი მემატიანეა.

სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ან ადგილზე, დაასკანერეთ QR კოდი და იხილეთ ფოთის ცენტრალური პარკის ისტორია და საინტერესო დეტალები. 🥳

👉 https://www.cpcclimate.ge/landmarks/1b0da5d3-a304-4aef-9ab1-5da8cc70ed6c



#ციფრულიფოთი
#ჭკვიანიქალაქი
#ეკოჭკვიანიქალაქი

🔔 იცით თუ არა, რომ მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი კონსტანტინოპოლის აია სოფიას შემცირებულ ასლად ითვლება?⛪️...
22/05/2026

🔔 იცით თუ არა, რომ მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი კონსტანტინოპოლის აია სოფიას შემცირებულ ასლად ითვლება?

⛪️ ტაძარი XX საუკუნის დასაწყისში აშენდა. ის უნიკალურია იმითაც, რომ საქართველოში პირველი ნაგებობაა, რომლის მშენებელობისას გამოიყენეს რკინა-ბეტონის ინოვაციური ტექნოლოგია.

საბჭოთა პერიოდში კომუნისტურმა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა, იერსახე შეუცვალა და თეატრად აქცია.

2005 წელს შენობა ეკლესიას დაუბრუნდა, ჩაუტარდა რესტავრაცია და მაქსიმალურად დაუბრუნდა ისტორიული, ავთენტური იერსახე. დღეს ტაძარი მოქმედია და ფოთის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება.

სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ან ადგილზე, დაასკანერეთ QR კოდი და იხილეთ მაცხოვროს აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის ისტორია და საინტერესო დეტალები. 🥳

👉 https://www.cpcclimate.ge/landmarks/f4feb8be-07be-4193-abd6-3e0a5766687f


#ციფრულიფოთი
#ჭკვიანიქალაქი
#ეკოჭკვიანიქალაქი

🔔იცით თუ არა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური დაცული ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში?პარკი 1999 ...
21/05/2026

🔔იცით თუ არა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური დაცული ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში?

პარკი 1999 წელს დაარსდა. ის აერთიანებს ჭარბტენიან ტერიტორიებს, ტყეებს, პალიასტომის ტბის აუზს და ზღვის აკვატორიას, რაც მის განსაკუთრებულ ეკოსისტემურ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს.

🏞️კოლხეთის ეროვნული პარკი დაცულია საერთაშორისო დონეზეც და წარმოადგენს ბუნების, ეკოტურიზმისა და განათლების მნიშვნელოვან ცენტრს.

სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ან ადგილზე, დაასკანერეთ QR კოდი და იხილეთ კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორია და საინტერესო დეტალები. 🥳

👉 https://www.cpcclimate.ge/landmarks/5363c107-1021-4b20-881a-f4a3a7a24a28



#ციფრულიფოთი
#ჭკვიანიქალაქი
#ეკოჭკვიანიქალაქი

🔔იცით თუ არა, რომ ფოთის ცენტრალური პარკი ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი სივრცეა, რომლის ისტორია XX საუკუნიდან იწყება ❓...
18/05/2026

🔔იცით თუ არა, რომ ფოთის ცენტრალური პარკი ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი სივრცეა, რომლის ისტორია XX საუკუნიდან იწყება ❓

თავდაპირველად, ოსმალური საფორტიფიკაციო ზონა, მოგვიანებით კი, ბაღად ქცეული ტერიტორია, ნიკო ნიკოლაძის პერიოდში ევროპული ტიპის პარკად ჩამოყალიბდა.

🏞️ის ყოველთვის იყო ქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი.

სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ან ადგილზე, დაასკანერეთ QR კოდი და იხილეთ ფოთის ცენტრალური პარკის ისტორია და საინტერესო დეტალები. 🥳

👉 https://www.cpcclimate.ge/landmarks/161c7329-0555-4720-8e27-35d626e6980e



#ციფრულიფოთი
#ჭკვიანიქალაქი
#ეკოჭკვიანიქალაქი

🔔 ფოთის მდინარე კაპარჭინა უფრო სუფთა ხდება. 🌿 პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში, ფოთის მალთაყვის უბანში ზვიად გამსახურდ...
14/05/2026

🔔 ფოთის მდინარე კაპარჭინა უფრო სუფთა ხდება.

🌿 პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში, ფოთის მალთაყვის უბანში ზვიად გამსახურდიას ქუჩის სანიაღვრე სისტემიდან კაპარჭინაში ჩამდინარე სანიაღვრე არხები სრულად გაიწმინდა და აღიჭურვა ანტიკოროზიული ნაგავდამჭერი ბადეებით.

ეს ცვლილება ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ხელით გააკეთა. შედეგი კი ყველასთვის ხილვადია — გამჭვირვალე არხები, ნაკლები დაბინძურება, ჯანსაღი მდინარე.

ინიციატივას ახორციელებს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.

#ეკოფოთი
#მწვანემომავალი

21 აპრილს ფოთში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, პროექტის - „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი ...
08/05/2026

21 აპრილს ფოთში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, პროექტის - „ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერება ინკლუზიური საზოგადოების ჩართულობის გზით“ ფარგლებში.

შეხვედრაზე „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და მოხალისეებს გააცნეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რეკომენდაციები, რომელიც პასუხობს კაპარჭინა–პალიასტომის სისტემის ეკოლოგიური გამოწვევებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინტერაქტიური რუკის გააქტიურებაში ახალგაზრდების ჩართულობა ხელს შეუწყობს კაპარჭინა–პალიასტომის ეკოსისტემის მართვასა და კლიმატისადმი მდგრადობას.

ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ - ფარგლებში.
#კაპარჭინასთვის

 #ეკოფოთი #მწვანემომავალი
02/05/2026

#ეკოფოთი
#მწვანემომავალი

„ეკო ფოთი: სუფთა არხების კამპანია“ - პროექტი გარემოსდაცვითი და კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ

ნუგზარ სიჭინავა, საგანმანათლებლო შეხვედრის მონაწილე: ,, ზრუნვა კაპარჭინაზე ჩვენი უბნიდან, ჩვენი სახლის წინ გამავალი არხი...
29/04/2026

ნუგზარ სიჭინავა, საგანმანათლებლო შეხვედრის მონაწილე:

,, ზრუნვა კაპარჭინაზე ჩვენი უბნიდან, ჩვენი სახლის წინ გამავალი არხიდან იწყება".

პროექტის „ეკოფოთი – სუფთა არხების კამპანია“ მიზანია გარემოსდაცვით აქტივობებში მოსახლეობის ჩართვა.

ინიციატივას ახორციელებს „თანამონაწილეობისა და
ჩართულობის ცენტრი სიპისი'', გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - ,,მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა'' - ფარგლებში.

#ეკოფოთი
#მწვანემომავალი

28/04/2026

,,ეკოფოთი - სუფთა არხების კამპანია''

მადლობა ყველა მონაწილეს საინფორმაციო - საგანმანათლებლო აქტივობებსა და დასუფთავების აქციებში მონაწილეობისთვის.

ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - ,,მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა'' - ფარგლებში.

#ეკოფოთი
#მწვანემომავალი

ნაირა მიმინოშვილი, საგანმანათლებლო შეხვედრის მონაწილე: ,, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს აიღოს პასუხისმგებლობა და აღარ დ...
27/04/2026

ნაირა მიმინოშვილი, საგანმანათლებლო შეხვედრის მონაწილე:

,, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს აიღოს პასუხისმგებლობა და აღარ დავაბინძუროთ მდინარე, რათა კაპარჭინა გახდეს ისევ სიცოცხლით სავსე".

პროექტის „ეკოფოთი – სუფთა არხების კამპანია“ მიზანია გარემოსდაცვით აქტივობებში მოსახლეობის ჩართვა.

ინიციატივას ახორციელებს „თანამონაწილეობისა და
ჩართულობის ცენტრი სიპისი'', გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - ,,მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა'' - ფარგლებში.

#ეკოფოთი
#მწვანემომავალი

Address

ლომთათიძის ქ. 4
Ozurgeti
3500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სიპისი - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სიპისი - თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი:

Share