28/01/2026
სოფლიდან ბაზრამდე კონცეფცია - ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა და ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის თანამშრომლობით, დაიწყო ინოვაციური პროექტის განხორციელება „სოფლიდან ბაზრამდე“.
პროექტის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მოქმედი მეწარმეებისთვის მზადდება ინდივიდუალური საინფორმაციო ვებ-გვერდები. ამ გვერდებზე დატანილია ინფორმაცია მწარმოებლისა და მისი პროდუქციის შესახებ, ისევე როგორც მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია. ინდივიდუალური გვერდებისთვის გენერირდება QR კოდი, რომლის დაკვრაც მწარმოებლებს შეუძლიათ პროდუქციაზე, ხოლო მომხმარებელი დასკანერების შემდეგ გაეცნობა პროდუქციის წარმომავლობასა და შემქმნელს.
გვერდი „სოფლიდან ბაზრამდე“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.lentekhilag.ge/villagetomarket
თუ გსურთ თქვენი წარმოებისთვის მსგავსი გვერდის მომზადება, გთხოვთ მოგვწერეთ შეტყობინება, ან კომენტარში მიუთითეთ და დაგიკავშირდებით.
Village to Market is your direct gateway to authentic local products and the people behind them. Discover village-based farmers, artisans, and small producers from Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, explore what they grow or create, and connect with them easily - no middlemen, no guesswork.