ზოოლოგიური ცენტრის შესახებ“
ზოოლოგიური ცენტრი არის კერძო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ცენტრი შეიქმნა საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული, გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადასარჩენად. ჩვენს ცენტრში იმყოფებიან კავკასიური მურა დათვები და რუხი მგლები, რომლებიც ერთ დროს ველურ ბუნებაში დაიბადნენ, მაგრამ ბრაკონიერებმა მათ დედა მოუკლეს დაობლებული ნაშიერები კი იძულებით წამოიყვ
ანეს ბუნებიდან და წლების განმავლობაში უკანონოდ მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეულები, ზოგიც კი ჯაჭვით დაბმული! საქართველოს კანონმდებლობით მურა დათვზე და რუხ მგელზე ნადირობა აკრძალულია, ასევე აკრძალულია მათი ნაშიერების ველურ ბუნებიდან წამოყვანა და მათი დატყვევება, თუმცა ბრაკონიერობა მაინც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან მოხვედრილი დათვები და მგლები ძირითადად ჰყავდათ დატყვევებული რესტორნებში, კერძო სასტუმროებში და ცირკში, რომლებსაც წლების განმავლობაში გასართობად იყენებდნენ. თითოეულ მათგანს საკუთარი, მძიმე ისტორია აქვს. 2010 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობამ, ჩამოართვა მათ ეს უნიკალური ცხოველები და მოგვაბარა ჩვენ მოვლა-პატრონობის მიზნით. მოგახსენებთ, რომ ტყვეობაში გამოზრდილი ზრდასრული დათვისა და მგლის ველურ ბუნებაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ არ იციან ნადირობა და დამოუკიდებლად საკვების მოპოვება. ისინი აუცილებლად დასახლებულ ადგილებში გამოჩნდებიან საკვების მოპოვების მიზნით. მოსახლეობის უსაფრთოებიდან გამომდინარე, ტყვეობაში გაზრდილი ზრდასრული მტაცებლის გაშვება ველურ ბუნებაში აკრძალულია. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ნაშიერების რეაბილიტაცია ადრეულ ასაკში და გაშვება ველურ ბუნებაში.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ცხოველებს შევუქმნათ ნახევრად ბუნებრივი პირობები, რაშიც კერძო სექტორისა და საზოგადოების დახმარება, როგორც ფინანსურად ასევე საკვები პროდუქტებით, ჩვენი ბინადრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ზოოლოგიური ცენტრის“ ვიზიტორთა საყურადღებოდ!
ზოოლოგიურ ცენტრში აკრძალულია:
• მტაცებლების ვოლიერებთან მიახლოება და ფიზიკური კონტაქტი;
• ცხოველების გამოკვება წესების დარღვევით;
• ტერიტორიის დანაგვიანება და ხე-მცენარეების განადგურება ;
• არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
• ფეთქებადი და აალებადი ნივთების შემოტანა;
ზოოლოგიური ცენტრი უფლებამოსილია, წესების დამრღვევს დაატოვებინოს ტერიტორია ან გამოიძახოს პოლიცია. ცენტრი არ არის პასუხისმგებელი ვიზიტორის მხრიდან წესების დარღვევით გამოწვეულ შედეგზე.
ტერიტორიაზე მიმდინარეობას ვიდეოკონტროლი
“About the zoological center”
The zoological center is a private, non-commercial organization that was founded in
2010. In our center, we have Caucasian brown bears and gray wolves that
were born in nature, but poachers killed their mothers and forcefully took their orphaned offspring from nature and had them locked up in small-sized cages illegally, some of which were also chained! Hunting brown bears and gray wolves, taking their offspring from the wild nature and capturing them are restricted by Georgian law; however, poaching still exists in our country. The bears and wolves that were brought to us were kept in captivity mostly in restaurants, private hotels and circuses, where they were used for entertainment for years. Each of them has its own tragic history. Since 2010 the Ministry of Environmental Protection of Georgia has confiscated these unique animals and gave us for care and maintenance purposes. As you know returning the adult bears and wolves raised in captivity is almost impossible, because they don’t know how to hunt and cannot find food independently. They will definitely show up in the areas where humans live to find food. Due to safety reasons releasing adult animals in the wild nature that were raised in captivity is restricted. But if needed, it is possible to rehabilitate their offspring in their early ages and release them in the wild nature. We try our best to create semi-natural conditions for them in which it is very important for our lodgers to receive help from the private sector and society. For the attention of the visitors of the "Zoological Center"! It is restricted in the zoological center to:
• Go close to the animal cages and make physical contact with them;
• Feed the animals by breaching the rules;
• Litter the area and destroy trees and plants;
• Enter while being drank;
• Bring explosive and flammable objects. The zoological center is authorized to force the violator of rules to leave the area or call the police. The center does not bear any responsibility for the result caused by
breaching the rules by a visitor. The area is under video surveillance.