22/05/2024
👇
⚡️სკოლის მოსწავლეებს, საინიციატივო ჯგუფებს, თემის აქტიურ წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან გიწვევთ მოხალისეობის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად!
👉თუ გაქვს იდეა, რომელსაც საკუთარ სოფელში ან ქალაქში მოხალისეობრივად განახორციელებ, შეავსე რეგისტრაციის ბმული 28 მაისის ჩათვლით და მიიღე დაფინანსება მაქსიმუმ 900 ლარის ოდენობით.
ვის შეუძლია მოხალისეობის კვირეულში მონაწილეობის მიღება❓
✨Მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოხალისეობრივი იდეის მქონე ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, საინიციატივო ჯგუფებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, რომლებიც ,მზად არიან უანგაროდ, მოხალისეობრივად საკუთარი სოფლის/ქალაქისათვის ერთი დღე გახადონ მრავალფეროვანი და საინტერესო.
✨აუცილებელია, Მოხალისეობის კვირეულის მონაწილეები ცხოვრობდნენ მცხეთა-მთიანეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ან ჰქონდეთ აქტიური კავშირი რეგიონთან. (მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, ასევე რეგიონში არსებულ რომელიმე დევნილთა დასახლებაში).
🔷Შემოსული იდეების შეფასების შედეგად შეირჩევა ერთი იდეა თითოეული სამიზნე მუნიციპალიტეტიდან და ჯამში მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში განხორციელდება მინიმუმ 5 აქტივობა.
🔷თითოეული აქტივობისათვის გამოყოფილი იქნება მაქსიმუმ 900 ლარი.
🔷მოხალისეობრივი აქტივობის განხორცილების დროს ორგანიზაცია დამატებით დაფარავს ღონისძიების კვების ხარჯებს.
🔷კვირეულის დასრულების შემდგომ გამოვლინდება საუკეთესო მოხალისეობრივი აქტივობა მცხეთა-მთიანეთში და განმახორციელებელი ჯგუფი მიიღებს დამატებით 150 ევროს იდეის მხარდასაჭერად.
✅მოხალისეობის კვირეულის ჩატარების საორიენტაციო პერიოდია 2024 წლის, ივნისის პირველი ნახევარი.
✅მოხალისეობრივი იდეების თემატიკა შეზღუდული არ არის.
იდეების მიღების ბოლო ვადა არის 28 მაისი, 2024 წელი.
💫ველით შემოქმედებით, საინტერესო და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ იდეებს, რომლებიც ღირებული და მოტივაციის მიმცემი იქნება საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის.☀️
🔎კითხვების არსებობის შემთხვევაში Დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
+995 598 72 41 81
🔎 იდეა გაგვიზიარეთ მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/mJMy93cfVD6Jxsxm7
🇬🇪🇪🇺 მოხალისეობის კვირეული დაგეგმილია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
Civil Society STAR Initiative
#Შეცვალეგარემოუკეთესობისკენ
#Გახდიმოხალისე
#Გააქტიურდი