02/04/2025
🇺🇸🇬🇪ზემო სვანეთის LAG-ის მმართველი საბჭოს წევრი ანა ნიჟარაძე, 2025 წლის ზაფხულში, სრული დაფინანსებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში გაემგზავრება.
♦️ანა ნიჟარაძე 2025 წლის #სამოქალაქო #ჩართულობის გლობალურ სტუდენტთა პროგრამის გამარჯვებულია! 🥳
💬"მახსოვს პირველად 12 წლის ასაკში სკოლის ბიბლიოთეკის კედლები მოვხატე, მერე სოფელში ოჯახ-ოჯახ წიგნებიც მოვაგროვე. მაშინ გავიაზრე პირველად როგორ შეიძლება გამოგივიდეს რაღაც, რისიც მართლა გჯერა." 📚
♦️მერე ზემო სვანეთის LAG-ზე გავიგე, საიდანაც დაიწყო ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი და ზემო სვანეთში სასიკეთო ცვლილებებისთვის ბრძოლა. რაღაცნაირად აქტიური მოქალაქეობა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა.
✊🏻ძლიერი თემი ისეთი ადამიანების ერთობას ნიშნავს, ვისაც მიუხედავად ყველაფრისა სჯერა, რომ ცვლილებების მოხდენა თავადაც შეუძლიათ და სხვას საშველად არ ელოდებიან. იმედია, ეგ დღე მალე დადგება!
💫✨მჯერა, რომ სამყარო შესაძლებლობებს იმათ უხსნის, ვინც მზადაა იმოქმედოს. მგონია, რომ ბევრ სვან ახალგაზრდას ოცნება ჩემსავით აუხდება, თუ მე შევძელი, სხვასაც აუცილებლად გამოუვა.
მთავარია არ გავჩერდეთ, არ დავნებდეთ და თამამად მოვითხოვოთ უფრო წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და სამართლიან სვანეთში ცხოვრება! ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა! ✊🏻