მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Mestia
  • მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა

მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა 📣Mestia Municipality Youth Self-Government

25/05/2026
13/05/2026
♟️ *სვანეთის ჭადრაკის ჩემპიონატი*♟️მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობისა და ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეუ...
27/04/2026

♟️ *სვანეთის ჭადრაკის ჩემპიონატი*♟️

მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობისა და ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ბეჩოში წარმატებით ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი.

მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

🏆 წარმოგიდგენთ საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს:

8 წლამდე
ბიჭები
🥇 კვიციანი დემეტრე
🥈 კვიციანი გიორგი
🥉 ჩართოლანი დემეტრე

გოგონები
🥇 წერედიანი ვიკა
🥈 მარგველანი ლიზი
🥉 თამლიანი ნუცა

10 წლამდე
ბიჭები
🥇 ნიჟარაძე ილია
🥈 ჯაფარიძე დემეტრე
🥉 კვიციანი ანდრია

გოგონები
🥇 ვერსკიანი ნატალი
🥈 შუკვანი ნია
🥉 ფალიანი ნატალი

12 წლამდე
ბიჭები
🥇 ვეზდენი საბა
🥈 მუშკუდიანი ანდრია
🥉 კვიციანი დათო

გოგონები
🥇 გურჩიანი ელენე
🥈 გუგუსიანი თინიკო
🥉 კვანჭიანი ბარბარე

14 წლამდე
ბიჭები
🥇 გუგუსიანი სანდრო
🥈 ვიბლიანი ბადრი
🥉 არღვლიანი ლუკა

გოგონები
🥇 მერლანი ელენე
🥈 კვიციანი ელენე
🥉 კვიციანი თამუნა

16 წლამდე
ბიჭები
🥇 სუბელიანი რომან
🥈 ნიგურიანი ზურაბ
🥉 კახბერიძე ემზარ

18 წლამდე
ბიჭები
🥇 რეზესიძე ბექა
🥈 ვეზდენი ედიშერ
🥉 კვიციანი ნიკა

გოგონები
🥇 ვიბლიანი ნინო
🥈 ქურდიანი ნინო
🥉 გოშუანი სალომე

🚀 ინოვაციები, ტექნოლოგიები და ახალი შესაძლებლობები - ახლა უკვე მესტიაში!თუ გაინტერესებს, რა ხდება ტექნოლოგიების სამყაროშ...
22/04/2026

🚀 ინოვაციები, ტექნოლოგიები და ახალი შესაძლებლობები - ახლა უკვე მესტიაში!

თუ გაინტერესებს, რა ხდება ტექნოლოგიების სამყაროში და როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობები შენი განვითარებისათვის - ეს შეხვედრა შენთვისაა 👇

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მასშტაბური პროექტი „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ მესტიაში ჩამოდის - და ჩვენ, როგორც მესტიის ახალგაზრდული, გიწვევთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე 🙌

📅 27 აპრილს 15:00 საათზე
📍 ლექცია გაიმართება ან მუნიციპალიტეტის მერიაში, ან სათავგადასავლო პარკის სივრცეში, მსურველთა რაოდენობის შესაბამისად.

რატომ უნდა მოხვიდე?
✨ გაიგებ ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებს
✨ აღმოაჩენ ახალ შესაძლებლობებს შენი განვითარებისთვის
✨ გადადგამ პირველ ნაბიჯს ინოვაციების მიმართულებით
✨ დეტალურად გაეცნობი GITA-ს 2026 წლის პროგრამებს და შეძლებ წინასწარ რეგისტრაციას

🥳 მონაწილეობა სრულიად უფასოა!

👉 არ გაუშვა შანსი — გამოიყენე ეს შესაძლებლობა შენი მომავლისთვის!

🔗 დარეგისტრირდი აქ: https://apps.mygita.ge/zs/qJBBwU

#ინოვაციები #ტექნოლოგიები #ახალიშესაძლებლობები

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს...
05/03/2026

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს!

● თუ ხარ 18-29 წლის ახალგაზრდა;
● ცხოვრობ მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში;
● გაქვს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია;
● 2025 წელს არ მიგიღია მონაწილეობა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბანაკებში;

მაშინ დარეგისტრირდი, ეს შესაძლებლობა შენთვის არის
- https://forms.gle/nDTRVQNBaEPp2ukB7

განაცხადები მიიღება 13 მარტის ჩათვლით. თემატური ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში.

საბანაკე პროგრამა ოთხდღიანია და შესაძლებლობა გექნება ჩაერთო კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია/წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.

#მესტიისმუნიციპალიტეტი #ახალგაზრდობისსააგენტო #თემატურიბანაკი

🔷 ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს -  „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც ორ მიმართულებას ...
20/10/2025

🔷 ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს:
✔️ რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა;
✔️ სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა.
✍️ კონკურსის მიზანია ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე რეგიონში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ან/და საინიციატივო ჯგუფების ან/და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლებას.
📑 საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს:
🔷 რეგიონში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
🔷 ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას;
🔷 უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს არანაკლებ ხუთ სტუდენტს.
📑 მცირე გრანტების კონკურსის საერთო ბიუჯეტია 435 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
✉️ საგრანტო კონკურსის - ,,რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა” განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected], ხოლო კონკურსის - ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა” - [email protected]. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.
🌐 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://emis188-my.sharepoint.com/personal/n_karalashvili_youthagency_gov_ge/_layouts/15/onedrive.aspx?id=%2Fpersonal%2Fn%5Fkaralashvili%5Fyouthagency%5Fgov%5Fge%2FDocuments%2F%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%202025&ga=1

🔷 ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს:

✔️ რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა;

✔️ სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა.

✍️ კონკურსის მიზანია ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე რეგიონში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ან/და საინიციატივო ჯგუფების ან/და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლებას.

📑 საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს:

🔷 რეგიონში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

🔷 ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას;

🔷 უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს არანაკლებ ხუთ სტუდენტს.

📑 მცირე გრანტების კონკურსის საერთო ბიუჯეტია 435 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.

✉️ საგრანტო კონკურსის - ,,რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა” განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected], ხოლო კონკურსის - ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა” - [email protected]. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.

🌐 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://emis188-my.sharepoint.com/:f:/g/personal/n_karalashvili_youthagency_gov_ge/EvNtcoxl9khCvGmJ0IgruIwB8HduUPfzfJC-ayFxVXy7Yw?e=uARKz0

10/10/2025

🎯 გაქვს ინოვაციური იდეა, რომელიც ტურიზმს, გარემოს ან ადგილობრივ ეკონომიკას შეცვლის უკეთესობისკენ?

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გიწვევს მესტიაში ინოვაციური იდეების კონკურსზე, სადაც 5 დღის განმავლობაში იმუშავებ მენტორებთან და ტრენერებთან ერთად ტექნოლოგიებზე, ეკო-ტურიზმზე, კულტურაზე და ციფრულ გადაწყვეტებზე, რომლებიც სვანეთის ტურისტულ გამოცდილებას გააუმჯობესებს! 🌄💡

📅 თარიღი: ოქტომბერი
📍 ადგილმდებარეობა: მესტია
👥 მონაწილეთა რაოდენობა: 20-25

სეგმენტი: 16+ — ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები

კონკურსის ბოლოს საუკეთესო იდეას გამოავლენს კვალიფიციური ჟიური და გამარჯვებული სპეციალურ ჯილდოს მიიღებს! 🏆

👉 დარეგისტრირდი აქ: https://apps.mygita.ge/zs/lkD5yE

⏰ რეგისტრაცია გახსნილია — ნუ გამოტოვებ შანსს, იყო სვანეთის მომავალი ინოვაციის ნაწილი!

📣 მნიშვნელოვანი ინფორმაცია! ➡️ გთხოვთ, გააზიაროთ.✅ უკვე ტრადიციულად, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ა(ა)ი...
10/10/2025

📣 მნიშვნელოვანი ინფორმაცია! ➡️ გთხოვთ, გააზიაროთ.
✅ უკვე ტრადიციულად, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ორგანიზებით შევისყიდეთ საშემოდგომო სათესლე ხორბალი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტში მეხორბლეობის კულტურის განვითარებას. უკვე ჩამოტანილია ხორბლის ორი ჯიში: „ლომთაგორა 126“, „წითელი დოლი“ და „შავფხა".

🌾 ხორბალი მოქალაქეებზე გაიცემა შესაბამისი ტერიტორიის დამუშავების (მოხვნის) დადასტურებისთანავე მიღება-ჩაბარების წესით.

🟠 მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო სათესლე ხორბლის დათესვა მოხდეს ოქტომბრის განმავლობაში. აგრეთვე, ხორბალი არის შეზღუდული რაოდენობით.

✅ იმისთვის, რომ მიიღოთ სათესლე ხორბალი, გთხოვთ, მობრძანდეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული თვითმმართველობის ოფისში.

📸 გიზიარებთ ჩვენი ციფრული გამოფენის კადრებს!ფესტივალის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უნიკალურ გამოცდილება მიეღოთ — მესტი...
02/10/2025

📸 გიზიარებთ ჩვენი ციფრული გამოფენის კადრებს!

ფესტივალის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უნიკალურ გამოცდილება მიეღოთ — მესტიის, ხალდეს, ფარის სვიფის და უშგულის 3D პროექციის მეპინგით შექმნილ ციფრულ ასლებთან ინტერაქციით. დამთვალიერებლები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას, როცა 3D მოდელებზე საკუთარ სახლებსა და ნაცნობ შენობებს აღმოაჩენდნენ 🌄

💡 თუმცა ამ შედეგამდე მისასვლელად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. უამინდობის გამო, ბოლო დღეს მოგვიწია სრული ექსპოზიციის ერთი სივრციდან მეორეში გადატანა — ტექნიკის გადაწყობა და ყველაფრის თავიდან დაწყება. ყველაზე რთული ამოცანა იყო პროექციისა და რეალური 3D მოდელების იდეალური დამთხვევა, რომ ციფრული ასლები ზუსტად გასწორებულიყო სივრცეში არსებულ ობიექტებზე. ჩვენი გუნდი ამ ყველაფერს გაუმკლავდა დაუღალავი მუშაობის შედეგად.

✨ და შედეგი ნამდვილად ღირდა — ათობით სტუმარმა სრულიად ახალ ფორმატში შეიგრძნო სვანეთის ლანდშაფტების სილამაზე, თითქოს ყველაფერი ხელისგულზე იყო გადაშლილი.



📸 Sharing moments from our digital exhibition!

Festival guests had the opportunity to experience something truly unique — interactive 3D projection mapping of digital replicas of Mestia, Khalde, Pari, and Ushguli. Visitors couldn’t hide their excitement when they discovered their own houses and familiar buildings within the 3D models 🌄

💡 However, achieving this result required great effort. Due to bad weather, on the final day we had to relocate the entire exhibition from one space to another — resetting all the equipment and starting everything from scratch. The biggest challenge was ensuring the perfect alignment between the projection and the real 3D models, so that the digital replicas matched the physical objects in the space with absolute precision. Our team managed to accomplish this through tireless work.

✨ And the result was absolutely worth it — dozens of visitors experienced the beauty of Svaneti’s landscapes in a completely new format, as if everything was displayed in the palm of their hand.

Address

სეტის მოედანი #1/#1 Seti Square
Mestia
3200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა:

Share