The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი

  • Home
  • Georgia
  • Marneuli
  • The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი

The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, Community Organization, გიორგაძეს 3ა, Marneuli.

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი 2000 წელს შეიქმნა და 400-მდე აქტიურ წევრს აერთიანებს, ის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციაა და ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში ოპერირებს.

ორგანიზაციის ძირითად მიზნებია:
• აზერბაიჯანელ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ;
• ქალებისა და ბავშებისათვის კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების წარმართვა;
• აზერბაიჯანელ ქალთა ჩართვა გადაწ

ყვეტილების მიღების დონეებზე;
• გენდერული ძალადობის აღმოფხვრა;
• ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობა;
• ”მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელების ხელშეწყობა.

2000 წლიდან ორგანიზაციას 35-მდე პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც სხვადასხვა დონორების (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფონდი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი(GTZ,) ეუთოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია,(OSCE) ღია საზოგადოება- საქართველო, აშშ- საელჩოს მცირე გრანტების პროგრამა , USAID/IFES და სხვ.) მიერ იქნა დაფინანსებული.

• ორგანიზაცია მონაწილეობას იღებდა 2005-2006 წლებში ევროპის საბჭოს ეთიკური უმცირესობების დაცვის სტრუქტურების შესახებ ანგარიშის მომზადებაში, ასევე ეთნიკური უმცირესობების ქალთა მდგომარეობის შესახებ CEDAW-ს ალტერნატიული ანგარიშის მომზადებაში.
• ეუთოსთან თანამშრომლობით 205-2009 წლებში ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ იქნა მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე.
• ორგანიზაციამ დააფუძნა ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდობის ინტეგრაციის ცენტრი, რომელიც უკვე 8 წელია ფუქნციონირებს და ახალგაზრდებსა და ქალებს სახელმწიფო ენის შ, კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება. ცენტრის ბაზაზე მუშაობს იურიდიული კონსულტაციის კაბინეტი.




* April 2002 – Marneuli-Seminar for women “The International standards on women human rights and local legislation” the partner activity with NGO “The international education and information Centre for women”
Financial support -Heinrich Bell Foundation (450 USD)
* July 2002 –1 stage, Marneuli - “Intercultural training-course for women of the regions Samtskhe Javakheti and Kvemo Kartli”
Financial support - United Nation’s confidence building fund (UNV) (780 USD)
* September 2002 – 2 stage, Ninotsminda - “Intercultural training-course for women of the regions Samtskhe Javakheti and Kvemo Kartli”
Financial support – Institute for Democracy in Eastern Europe (IDEE)-US Department of State Bureau of Educational and Cultural Affairs (935 USD)
* August 2002 – Marneuli-Seminar –“Democracy minus women isn’t democracy” or the problems of women in Kvemo Kartli. Financial support: Public movement “Multinational Georgia” (300 USD)
* December 2002 –August 2003- research in Marneuli and Gardabani districts of the region Kvemo Kartli: “Analysis of local conflict’s potentials in Marneuli and Gardabani districts, Georgia”
Financial support: FRCS /GTZ (Food Security Regional Cooperation Stability/German Technical Cooperation) (10540 GEL)
* 2003 Research and analysis of legal and factual situation of women in Georgia regarding CEDAW (ethnic minorities segment). Partnership project with ABA CEELI (650 USD)
* December 2003 –December 2004 – NGO Development Center in Marneuli district – Financial support: US Embassy in Georgia, Democracy Commission
* December 2003 – December 2006 – Women Informational Support Center,
Financial support: Open Society – Georgia foundation (for three years – 13 000 USD)
* 2005 – NGO Development Center in Kvemo Kartli Region -
Financial support: OSCE/ Human rights Department (10 540 EURO)
* 2005 – Supporting in creation NGO sector in Dmanisi and Tsalka districts
Financial support: OSCE/ Human Dimension Department (5000 EURO)
* 2006-2009 - The Integration Centre of youth (YIC) in Marneuli District
Financial support: OSCE/ Human rights Department : Human Dimension Department (48 969 EURO)
* 2006 - Creation of Regional Committee of Anti-domestic Violence Network of Georgia
Financial Support: Anti-domestic Violence Network Of Georgia (500 USD)
* September 2007 – Summer Camp for Kvemo Kartli Youth
Financial support: OSCE/ Human Dimension Department (5 360 EURO)
* August 2008 – Summer Camp for Kvemo Kartli Youth
Financial support: OSCE/ Human Dimension Department (10 260 EURO)
* 2008 –Coordination of NGO-s in Kvemo Kartli Region
Financial support: ECMI (5 400 GEL)
* 2009 - The Integration Centre of youth (YIC) in Marneuli District
Financial support: US Embassy in Georgia, Democracy Commission (21,518 USD)
* 2010 - Increase voter education in the region of Kvemo Kartli (13 200 USD)
Financial support: USAID and IFES
* 2010 – Women of Kvemo Kartli: together we will protect our rights
Financial support: ECMI (3550 GEL)
* 2010-2011 – Organizing Summer Holidays for Socially Vulnerable Youth, Partner organizations: Syunik Benevolent NGO (Armenia), Lazarus NGO (Georgia), The Union of Azerbaijani Women of Georgia (Georgia) Financial support: HEKS/EPER (3849 EURO)
* 2011 – “Awareness raising on multilingual education in Kvemo Kartli and Samtskhe Javakheti regions”, Financial support: OSCE/HCNM (8750 EURO)

16/09/2025

📢 ესეების მიღება პროექტის „ახალგაზრდობა მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შემდეგ აქტუალურ თემებზე:

ტოლერანტობა

მრავალფეროვნება

ადამიანის უფლებები

თანასწორობა და სამართლიანობა

მშვიდობა და ძალადობის მიუღებლობა

კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგი

ინკლუზია და ადამიანთა თავისებურებების პატივისცემა

ემპათია და ურთიერთგაგება

დისკრიმინაციასთან და სტერეოტიპებთან ბრძოლა

📅 ესეს ჩაბარების ვადა: 2025 წლის 20 ოქტომრამდე.
📍 მონაწილეობის ფორმა: ინდივიდუალური.
📄 მოთხოვნები: ნაშრომის მოცულობა 1 გვერდი.
🏆 საუკეთესო ნაშრომები დაჯილდოვდება სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით.

✨ გიწვევთ ამ პროექტის მონაწილეების მსურველს მონაწილეობის მისაღებად!

01/09/2025
GEO/AZE🔹2025 წლის 21-27 ივნისს, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში, პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკას...
27/06/2025

GEO/AZE
🔹2025 წლის 21-27 ივნისს, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში, პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა ლიდერთა ტრენინგი. ღონისძიება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარე“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების — „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და „სათემო განვითარების ორგანიზაცია (Community Development NGO)“ — ერთობლივი ძალისხმევით.

🔹ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებმა — ქართველებმა, აფხაზებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმა. ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს: ლიდერობა, ჯგუფის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტის არსი და მისი ტრანსფორმაციის გზები, ტოლერანტობა, თანასწორობა და მრავალფეროვნება.

🔹მონაწილეებმა ასევე გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, რაც მათ საშუალებას აძლევს მომავალში თავიანთ თემებში თავად ჩაატარონ საგანმანათლებლო სესიები და ხელი შეუწყონ მშვიდობის იდეის გავრცელებას.

🔹ტრენინგის მიზანი იყო არა მხოლოდ ახალგაზრდების განათლება და პროფესიული უნარების გაძლიერება, არამედ ეთნიკური კავშირების განმტკიცება, ნდობისა და მეგობრობის განვითარება — რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

🔹პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.

🔹2025-ci il iyunun 21-dən 27-dək Bobokvati Patriarxat Rezidensiyasında “ Gənclər - Cənubi Qafqazda Sülh üçün” layihəsi çərçivəsində liderlik təlimi keçirildi. Tədbir Gürcüstan Patriarxlığının “Lazare” xeyriyyə fondu və onun tərəfdaş təşkilatları — “Gürcüstan Azərbaycanlı Qadınlar Birliyi”, “Sülh və Vətəndaş İnkişafı Mərkəzi” və “İcma İnkişafı Təşkilatı (Community Development NGO)” — tərəfindən birgə təşkil olunmuşdur.

🔹Təlimdə müxtəlif etnik mənşəli gənclər — gürcülər, abxazlar, azərbaycanlılar və ermənilər iştirak edirdilər. Bir həftə davam edən intensiv proqram aşağıdakı mövzuları əhatə edirdi: liderlik, qrup idarəetməsi, effektiv ünsiyyət, münaqişənin mahiyyəti və onun transformasiya yolları, tolerantlıq, bərabərlik və müxtəliflik.

🔹Təlimin məqsədi yalnız gənclərin maarifləndirilməsi və peşə bacarıqlarının artırılması deyil, həm də etnik əlaqələrin möhkəmləndirilməsi, etimad və dostluğun inkişaf etdirilməsi idi — bu isə xüsusilə bu günün Cənubi Qafqaz regionu üçün böyük əhəmiyyət kəsb edir.

🔹Layihə İsveçrənin HEKS-EPER təşkilatının maliyyə dəstəyi ilə həyata keçirilir.

📖
09/06/2025

📖

☀️ მშვიდობა იწყება საკლასო ოთახიდან – და პედაგოგით, რომელიც მზად არის იმოქმედოს

☀️ 5-7 ივნისს, ფონდმა „ლაზარემ“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს ტრეინინგზე “სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში”.

☀️ტრეინინგის მიზანი იყო პედაგოგებისთვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გადაცემა და ერთობლივი მსჯელობის ხელშეწყობა, თუ როგორ შეიძლება სკოლა გახდეს ადგილი, სადაც მშვიდობის კულტურა ბუნებრივად ყალიბდება და ყოველდღიური სასწავლო პროცესის ნაწილი ხდება.

☀️სამდღიანმა ტრეინინგმა, რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა, მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია, განევითარებინათ უნარები, დაესვათ მნიშვნელოვანი კითხვები, მოესმინათ ერთმანეთისთვის და ჩამოეყალიბებინათ ახალი ხედვები.

☀️აღნიშნული ტრეინინგი არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ ფონდ “ლაზარეს” მიერ წამოწყებული მრავალწლიანი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში სამშვიდობო განათლების განვითარება და მისი სასწავლო სივრცეში დანერგვაა. ამ პროცესს სულ უფრო მეტი მასწავლებელი უერთდება ყოველ წელს, რაც ხელს უწყობს მშვიდობიანი მომავლის შენებას.

ტრეინინგი გაიმართა პროექტის “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელიც შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

29/04/2025
13/04/2025

📣 „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ აგრძელებს 2024 წელს დაწყებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ქალთა ძალადობის დაძლევისა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის“!
✅პროექტის კონსორციუმს ხელმძღვანელობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი - „თანადგომა“ და რომელიც წინამდებარე პროექტს განახორციელებს
✅„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან“,
✅„საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან“ და
✅„დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრთან“ ერთად.
🌏პროექტის მიზნობრივი არეალი მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, მარნეულსა და თელავს. სწორედ ამ ქალაქებში იარსებებს პროექტის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა სერვისები.
💬 ქალებსა და გოგონებს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროფესიული ფსიქოლოგიური კონსულტაციები
🧠
📍 მისამართი: მარნეული, გიორგაძის ქ. N3ა, I სართული
🌐 კონსულტაციები ტარდება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმში – თქვენთვის სასურველ ფორმატში!

🌱 ნოვრუზ ბაირამი განახლების, განბრწყინების და ბედნიერების ზეიმია. გისურვებთ ამ ბაირამის დღეს ახალ ენერგიით სავსე, მშვიდო...
21/03/2025

🌱 ნოვრუზ ბაირამი განახლების, განბრწყინების და ბედნიერების ზეიმია. გისურვებთ ამ ბაირამის დღეს ახალ ენერგიით სავსე, მშვიდობასა და სიყვარულში გაჟღენთილ ცხოვრებას. დაე, თქვენთვის ეს დღე იყოს სავსე სიხარულით, წარმატებით და ჯანმრთელობით. ბედნიერ ნოვრუზ ბაირამს! 🌱

Address

გიორგაძეს 3ა
Marneuli

Alerts

Be the first to know and let us send you an email when The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი:

Share