20/01/2026
� ცხადდება კონკურსი სათემო ინიციატივების შესარჩევად! გაქვს იდეა, რომელიც
შენს თემს გააძლიერებს? ახლა დროა იმოქმედო!
��პროექტისდემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო
შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ცხადდება
კონკურსი, სათემო ინიციატივების შესარჩევად, რომლებიც განხორციელდება თემის
წევრების მიერ.
� ვისთვისაა კონკურსი?
✔️ სრულწლოვანი პირებისთვის - ინდივიდუალურად
✔️ საინიციატივო ჯგუფებისთვის (16+), სრულწლოვანი ლიდერის მონაწილეობით
✔️ საინიციატივო ჯგუფის/პირის ფორმალური რეგისტრაცია საჭირო არ არის
✔️ პრიორიტეტი მიენიჭება „დემოკრატიის ხმების“ პროექტის ბენეფიციარებს
� დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები:
�� საგანმანათლებლო ინიციატივები (მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნება
სამოქალაქო განათლება)
�� ცნობიერების ამაღლება (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, დემოკრატიულ
პროცესები)
�� სამოქალაქო ჩართულობა და თემის პრობლემების მოგვარება
� ინიციატივების განხორციელების ლოკაციები:
ქედა, ჯვარი, სენაკი, ჩოხატაური, ხონი, ხარაგაული, ამბროლაური, ახალციხე,
ახალქალაქი, წეროვანი, კასპი, ლელიანი, კოდა, მარნეული, ბოლნისი
� დაფინანსება:
✔️ შეირჩევა 15 ინიციატივა
✔️ თითოეული ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი – 2577 ლარი
✔️ მონაწილეები მიიღებენ მენტორულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას
� ვადები:
�� განაცხადების მიღების ბოლო ვადა 16 თებერვალი
�� ინიციატივის ხანგრძლივობა – მაქსიმუ 2 თვე
�� განხორციელება შესაძლებელი 2026 წლის 20 ივნისამდე
� როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი?
გადადით მოცემულ ბმულზე - https://drive.google.com/drive/folders/1AdyjSv-PyHU-
U9638wccqFl5pNROKQXu?usp=drive_link გაეცანით დეტალურ ინფორმაციას,
ჩამოტვირთეთ და შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა. შევსებული განაცხადი
გამოაგზავნეთ ელფოსტაზე:
� [email protected]
�� Subject საინიციატივო განაცხადი