ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი / Lentekhi Local Action Group

  • Home
  • Georgia
  • Lentekhi
  • ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი / Lentekhi Local Action Group

ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი / Lentekhi Local Action Group o ეს გვერდი ეკუთვნის ლენტეხის LAG-ს, რომელიც დაფუძნდა 2024 წლის 5 თებერვალს, 23 დამფუძნებელი-წევრის გადაწყვეტილებით.

o ამ გვერდზე განთავსდება ლენტეხის LAG-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიიღონ ინფორმაცია და გამოთქვან მოსაზრებები. o ლენტეხის LAG-ის მიზანია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. o ლენტეხის LAG-ი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერით (ENPARD 4) და მისი საქმიანობა ეფუძნება ევროკავშირის LEADER/CLLD მიდგომის პრინციპებს.

შანსი მე-11 და მე-12 კლასელებისთვის⭐️არ გამოტოვოთ ეს შეასძლებლობა❤️
19/02/2026

შანსი მე-11 და მე-12 კლასელებისთვის⭐️
არ გამოტოვოთ ეს შეასძლებლობა❤️

💡🌿 ისწავლე და აღმოაჩინე მეტი: საგაზაფხულო სკოლა ახალგაზრდებისთვის

🇺🇳 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, მე-11-ე და მე-12-ე კლასების მოსწავლეების შესარჩევად საგაზაფხულო სკოლაში „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“.

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ თემებს:
✨ განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები
✨ ლიდერობა და ახალგაზრდების ჩართულობა
✨ ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი
✨ კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა
✨ მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

📅 თარიღი: 12–15 მარტი
📍 ინფორმაცია სკოლის ჩატარების ადგილის შესახებ შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ მოგვიანებით.

სკოლაში ახალგაზრდებს დახვდებათ საინტერესო და ინტერაქტიული საგანმანათლებლო გარემო, სადაც გაიმართება დისკუსიები, ფილმის ჩვენებები და შეხვედრები სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან.

🔗 სრული ინფორმაცია: https://docs.google.com/document/d/1WJoj9sd_NRNn6UkhhFLJZBcCn5UNGMRl/edit
🕘 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 26 თებერვალი
📧 საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]

🇺🇳 საგაზაფხულო სკოლის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.

***

💡🌿 Discover, Learn, Grow: Spring School for Young People

🇺🇳 UN Georgia is announcing a call for applications for 11th and 12th grade students living in the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti region to participate in the Spring School ‘Youth for Sustainable Development '.

During the programme, participants will explore:
✨ Education & career development opportunities
✨ Leadership & youth engagement
✨ Digital technologies & AI
✨ Climate change & environmental protection
✨ The Sustainable Development Goals (SDGs)

📅 Date: 12–15 March
📍 Location will be shared with selected participants

The School offers an inspiring, interactive learning environment with discussions, workshops, film screenings, and meetings with professionals.

🔗 Full information: https://docs.google.com/document/d/1WJoj9sd_NRNn6UkhhFLJZBcCn5UNGMRl/edit
🕘 Deadline: 26 February
📧 Questions? Send us an email: [email protected]

🇺🇳 The spring school is organised by UNDP Georgia as part of a joint UN initiative.

📸 Photo: UNDP/ Tornike Turabelidze

სოფლიდან ბაზრამდე კონცეფცია - ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა და ლენტეხის ად...
30/01/2026

სოფლიდან ბაზრამდე კონცეფცია - ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა და ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის თანამშრომლობით, დაიწყო ინოვაციური პროექტის განხორციელება „სოფლიდან ბაზრამდე“.

პროექტის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მოქმედი მეწარმეებისთვის მზადდება ინდივიდუალური საინფორმაციო ვებ-გვერდები. ამ გვერდებზე დატანილია ინფორმაცია მწარმოებლისა და მისი პროდუქციის შესახებ, ისევე როგორც მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია. ინდივიდუალური გვერდებისთვის გენერირდება QR კოდი, რომლის დაკვრაც მწარმოებლებს შეუძლიათ პროდუქციაზე, ხოლო მომხმარებელი დასკანერების შემდეგ გაეცნობა პროდუქციის წარმომავლობასა და შემქმნელს.

გვერდი „სოფლიდან ბაზრამდე“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.lentekhilag.ge/villagetomarket

თუ გსურთ თქვენი წარმოებისთვის მსგავსი გვერდის მომზადება, გთხოვთ მოგვწერეთ შეტყობინება, ან კომენტარში მიუთითეთ და დაგიკავშირდებით.

Village to Market is your direct gateway to authentic local products and the people behind them. Discover village-based farmers, artisans, and small producers from Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, explore what they grow or create, and connect with them easily - no middlemen, no guesswork.

📣სასაუბრო ინგლისური ენის ვიდეო ანიმაციები ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისთვის Hello2 Knowledge. 📌თუ ტურიზმის სფეროში საქ...
14/01/2026

📣სასაუბრო ინგლისური ენის ვიდეო ანიმაციები ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისთვის Hello2 Knowledge.

📌თუ ტურიზმის სფეროში საქმიანობთ და ინგლისურად კომუნიკაცია თქვენთვის გამოწვევას წარმოადგენს, პროექტის "მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე" ფარგლებში მომზადდა მოკლე ვიდეო ანიმაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ინგლისური ენის საბაზისო სასაუბრო უნარების შეძენაში.

➡️უყურეთ ვიდეო ანიმაციებს და გაიუმჯობესეთ სასაუბრო ინგლისური. გამოიწერეთ Youtube გვერდი Hello2 Knowledge, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ანიმაციები, რომლებიც ყოველკვირეულად დაემატება არხს.

⬇️ვიდეო ანიმაციებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/

🇪🇺 ვიდეო ანიმაციები მზადდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში.

ეს არხი გთავაზობთ საბაზისო სასაუბრო ინგლისური ენის ვიდეო ანიმაციებს ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს. მოკ....

დღეს ლენტეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისმა უმასპინძლა ნუცა ცისკარიშვილს 🤍შეხვედრამ მართლა დიდი ინტერესი გამოიწ...
17/12/2025

დღეს ლენტეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისმა უმასპინძლა ნუცა ცისკარიშვილს 🤍
შეხვედრამ მართლა დიდი ინტერესი გამოიწვია — სივრცემ გააერთიანა როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ისე სკოლის მოსწავლეები.

ნუცამ ლენტეხის სამივე სკოლას საჩუქრად გადასცა ოტია იოსელიანის წიგნები 📚✨
თბილი, საინტერესო და შთამაგონებელი დღე გამოვიდა 💫

#ლენტეხისადგილობრივისამოქმედოჯგუფი #ლენტეხი #სვანეთი #ნუცაცისკარიშივილი

✨17-18 დეკემბერს 3 საათზე ლენტეხში სტუმრად გვეყოლება, გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი, მწერლის ოტია იოსელიანის ოჯახი...
14/12/2025

✨17-18 დეკემბერს 3 საათზე ლენტეხში სტუმრად გვეყოლება, გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი, მწერლის ოტია იოსელიანის ოჯახის წარმომადგენელი ნუცა ცისკარიშვილი

#ლენტეხისადგილობრივისამოქმედოჯგუფი #ლენტეხი #სვანეთი

✨ლიზი სოფრომაძესთან შეხვედრამ ძალიან კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა📍პროგრამას ახორციელებს ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგ...
12/12/2025

✨ლიზი სოფრომაძესთან შეხვედრამ ძალიან კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა

📍პროგრამას ახორციელებს ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG Lentekhi) ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - ,,მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე” (ENPARD 4) ფარგლებში.

#ლენტეხი #სვანეთი

📍12 დეკემბერს, 12:00 საათზე ლენტეხში, თამარ მეფის ქუჩა 22ში გაიმართება შეხვედრა ქალბატონ ლიზი სოფრომაძესთან. ✨ ლიზი სოფრ...
08/12/2025

📍12 დეკემბერს, 12:00 საათზე ლენტეხში, თამარ მეფის ქუჩა 22ში გაიმართება შეხვედრა ქალბატონ ლიზი სოფრომაძესთან.
✨ ლიზი სოფრომაძე გახლავთ საჯარო მმართველობის მაგისტრი (GIPA) — 20 წლიანი კვლევითი და 18+ წლიანი პროექტების მართვის გამოცდილებით.
ფლობს 15+ წლიან გამოცდილებას კონსულტირებაში, შესაძლებლობების განვითარებასა და ტრენინგების ჩატარებაში. მუშაობს ახალგაზრდების მხარდაჭერის, ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების, თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
აქტიურად მონაწილეობდა თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამებისა და ინტეგრირებული განვითარების საპილოტე მოდელის შემუშავებაში.
აქვს ფართო გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში — როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე NGO-ს, ახალგაზრდების, თემის ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
შექმნილი აქვს მრავალი სახელმძღვანელო მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე.
თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის: SALAR International, PMCG, Loialte - Business Consulting and Services, GFA consulting, Tetra Tech, UNICEF, GIZ, EU, UNDP და სხვ.
⭐️პროგრამას ახორციელებს ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG Lentekhi) ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - ,,მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე” (ENPARD 4) ფარგლებში.

#ლენტეხი #სვანეთი

07/12/2025

დიდი მადლობა ლაშა მარგიანს ამ შესანიშნავი შეხვედრისთვის⭐️

#ლაშამარგიანი #შენმარტოარხარ #ლენტეხი

დღეს ლენტეხში განსაკუთრებული გარემო შეიქმნა — ლაშა მარგიანის ენერგიამ, სტუმრების სითბომ და საერთო პოზიტიურმა განწყობამ ღ...
06/12/2025

დღეს ლენტეხში განსაკუთრებული გარემო შეიქმნა — ლაშა მარგიანის ენერგიამ, სტუმრების სითბომ და საერთო პოზიტიურმა განწყობამ ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მისცა.
პირველი წუთებიდანვე იგრძნობოდა უშუალო კომუნიკაცია და ინტერესი, რამაც შეხვედრა მაქსიმალურად დინამიკურ და საინტერესო პროცესად აქცია.

საინტერესო დიალოგებმა, აქტიურმა კითხვებმა და გულწრფელმა განხილვებმა ყველამ ერთად შექმნა თბილი და მოტივირებადი ატმოსფერო.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის გაზიარება, ხედვებისა და გამოცდილების გაცვლა და საზოგადოებისათვის ღირებული შთაბეჭდილების დატოვება.

დიდი მადლობა ლაშა მარგიანს და თითოეულ სტუმარს მონაწილეობისთვის — თქვენი ჩართულობა ისევ და ისევ ქმნის განსაკუთრებულ დღეს! 📚✨
#ლენტეხი #ლაშამარგიანი #შენმარტოარხარ #სვანეთი

შაბათს, 6 დეკემბერს, 11 საათზე ჩვენთან მოდის განსაკუთრებულად საინტერესო და ნიჭიერი სვანი პოეტი — ლაშა მარგიანი.ლაშა თანა...
03/12/2025

შაბათს, 6 დეკემბერს, 11 საათზე ჩვენთან მოდის განსაკუთრებულად საინტერესო და ნიჭიერი სვანი პოეტი — ლაშა მარგიანი.
ლაშა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია, მისი წიგნები ბესტსელერებია.

ასაკობრივი შეზღუდვა არ არის — ყველა სტუმარს სითბოთი და სიყვარულით გელით♥️

#ლენტეხი #სვანეთი #შენმარტოარხარ #ლაშამარგიანი

„პატარა მასტერშეფი“ ლენტეხში წარმატებით ჩატარდა.მონაწილეებმა საგულდაგულოდ მოამზადეს კუბდარი და ყველიანი ლობიანი, რაც ჟიუ...
29/11/2025

„პატარა მასტერშეფი“ ლენტეხში წარმატებით ჩატარდა.
მონაწილეებმა საგულდაგულოდ მოამზადეს კუბდარი და ყველიანი ლობიანი, რაც ჟიურისთვის ნამდვილად რთული ამოცანა აღმოჩნდა — ყველა ნამუშევარი მაღალი ხარისხით და გამორჩეული გემოთი გამოირჩეოდა.

წესის მიხედვით, მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა დაგვესახელებინა, თუმცა კონკურსის სამართლიანობისა და შედეგების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად,
საუკეთესო კუბდარის ტიტული და პირველი ადგილი ორმა მონაწილემ გაინაწილა. მათი კუბდარი ყველაზე ახლოს იყო ტრადიციულ ფორმასთან და განსაკუთრებული ავთენტურობით გამოიჩინა თავი.

ღონისძიება თბილი ნოტით დასრულდა —
საჩუქრები ყველა მონაწილეს გადაეცა, რათა მათი მონდომება და ჩართული შრომა კიდევ ერთხელ დაგვეფასებინა.

#ლენტეხი #სვანეთი #კულინარიულიფესტივალი #სვანურიგემო #ლენტეხისგემო

Address

Lentekhi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი / Lentekhi Local Action Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share