30/09/2025
🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში ქობულეთში გაიმართა მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის. 🌿
შეხვედრის შედეგად შერჩეული იქნა 9 გარემოსდაცვითი კამპანია, რომელიც დაფინანსდება და განხორციელდება ქალების მიერ სამივე მუნიციპალიტეტში.
შერჩეული კამპანიების თემატიკა მოიცავს:
🔹 ნარჩენების მართვას
🔹 ბუნებრივი საფრთხეების მართვას
🔹 წიგნიერების კამპანიას
🔹 კომპოსტის მოწყობას
პროექტი ხელს უწყობს ქალთა და გოგონათა ჩართულობას, თემის გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების იდეების განხორციელებას გურიაში. 🌱
__
🇬🇪🇪🇺 შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.
#მწვანეგურია
With the support of the European Union, within the framework of the “Green Guria” project, a follow-up field meeting was held in Kobuleti for women and girls living in the municipalities of Ozurgeti, Chokhatauri, and Lanchkhuti. 🌿
As a result of the meeting, 9 environmental campaigns were selected, which will be funded and implemented by women across all three municipalities.
The selected campaign topics include:
🔹 Waste management
🔹 Natural hazard management
🔹 Literacy campaign
🔹 Composting
The project supports women’s and girls’ engagement, strengthens communities, and promotes the implementation of sustainable development ideas in Guria. 🌱✨
___
🇬🇪🇪🇺 The meeting was held within the framework of the EU-funded “Green Guria” project. The project is implemented by CENN in partnership with the Young Pedagogues Union, Institute of Democracy, and Keda Local Action Group.