ეკოსოფელი საქართველო • Ecovillage Georgia

  • Home
  • Georgia
  • Lagodekhi
  • ეკოსოფელი საქართველო • Ecovillage Georgia

ეკოსოფელი საქართველო • Ecovillage Georgia 🌱პირველი ეკოსოფელი სამხრეთ კავკასიაში
🌾First Ecovillage in South Caucasus After an extensive search for land, we found a plot that meets all our criteria.

🏡ეკოსოფელი საქართველო, მიზნად ისახავს, პირველი, ეკოლოგიურად თვითკმარი დასახლების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიაში. მრავალწლიანი მუშაობისა და მიწის ძიების შედეგად, 2023 წელს ვიპოვეთ ჩვენთვის შესაფერისი მიწა და ამავე წლის დეკემბერში შევისყიდეთ, 6.5 ჰექტარი, სოფელ ნინიგორიში, (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).

👁️ ხედვა:

ჩვენ ვართ მოხალისეობრივი, თვითორგანიზებული, არაიერარქიული, ინკლუზიური თემი, რომელიც ვ

ითარდება ურთიერთპატივისცემითა და ერთმანეთის მხარდაჭერით. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ვახორციელებთ რეგენერაციული ეკოლოგიის მიდგომებს. გვსურს შევქმნათ მდგრადი საცხოვრებელი თემი ფართო საზოგადოებებთან ურთიერთკავშირით.

💡 რა?

გვინდა შევქმნათ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე 30 ოჯახისთვის. რომელიც მოიცავს საერთო სივრცეებს, საგანმანათლებლო/სათემო ცენტრს, სათემო ბაღს, სახელოსნოებს, მცირე სოც. საწარმოებს და ღია სასწავლო სივრცეებს ყველა ასაკის ადამიანისთვის.

🏞️რატომ?

ჩვენი მთავარი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიოთ ადგილობრივ და გლობალურ ბიომრავალფეროვნებაში. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და შევქმნათ ღირსეული და ჯანსაღი გარემო თემისთვის და ჩავერთოთ მუდმივი სწავლისა და თანაცხოვრების პროცესებში.

🎯 როგორ?

- მიწა არის ორგანიზაციის “REimagine 4” საკუთრებაში
- თითოეულ მაცხოვრებელს შეუძლია სახლის აშენება 500კვ.მ. ფართობზე
- დანარჩენი სივრცე გამოიყენება საერთო სიკეთეებისთვის
- ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ სათემო/საგანამანათლებლო ცენტრში და ორგანიზაციაში დასაქმება
- მაცხოვრებლებს ექნებათ საშუალება მართონ მცირე ეკოლოგიური საწარმოები
..

🏡 Ecovillage Georgia aims to establish the first ecologically sustainable village in the South Caucasus. In 2023 December, we successfully acquired the land in Ninigori, (Lagodekhi municipality)

👁️ Vision:

We are a voluntarily, self-organized, non-hierarchical, inclusive community thriving in mutual respect and support. We are co-learning and implementing approaches to regenerative ecology and culture. Being interconnected with the wider community, we desire to create a sustainable society.

💡 WHAT? We envision creating innovative living, learning and working spaces for up to 30 households, including residential, long-term living opportunities, community area and garden, workshop space, small, fair businesses, open learning space for young and old, etc.

🏞️ WHY? We are united in the desire to intervene as little as possible in the nature around us and globally. At the same time, we strive for a lively, valuable community and trustful surrounding to use our full potentials and to constantly learn with and from each other.

🎯 HOW?

- The land of the Ecovillage Georgia is collectively owned by NPO REimagine 4
- Each inhabitant will have a membership loan, which will give a benefit to use the land up to - 500 sq.m. and plus access to the rest of the community area
- Can build their house with an agreement of community and NPO and sustain themselves
- The buildings and possible enterprise will be in private ownership
- The NPO will finance infrastructure and maintenance through its inhabitants loans and communal social enterprises.

31/05/2026

🎋გელოდებით დღეს,
21:00 საათზე, ეკოსოფელი საქართველოს გაცნობით შეხვედრაზე!

🧩მოგიყვებით სიახლეებს და გაგაცნობთ გზებს, თუ როგორ შეგიძლიათ შემოუერთდეთ, საქართველოში პირველი ეკოსოფლის შენების პროცესს.

შეხვედრის ბმული: https://meet.google.com/qop-pscr-may
🌾 შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე

🔑Little Reminder!

Join us today on the presentation at 21:00 (Georgian time) https://meet.google.com/qop-pscr-may

🧩We will tell you more about ongoing processes at Ecovillage and how you can join as a Resident, Volunteer or Friendly Lender!

🌾🌾Looking forwards to see new and familiar faces too!

We are super excited that we had a chance to work on this little guideline of pesticides. How do they affect our health,...
28/05/2026

We are super excited that we had a chance to work on this little guideline of pesticides. How do they affect our health, environment? But most importantly you can find all the needed information about how to care about plants without using chemical pesticides? How to grow an organic garden that can be both healthy and profitable. We have made this brochure in both - English and Georgian and you can find the physical version on our land and also at Tsodni’s Cafe in Tsnori, but if you want to get it just message us and we can arrange it. 

ძალიან გვიხარია რომ ცოტა ხნის წინ პატარა გზამკვლევი მოვამზადეთ და დავბეჭდეთ. ეს ბროშურა მიმოიხილავს პესტიციდებს და ზოგადად მავნებელი ორგანიზმების კონტროლს.  როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარემოზე და რაც მთავარია როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ მცენარეებზე ქიმიური პესტიციდების გამოყენების გარეშე, ბუნებრივი მეთოდებით. როგორ შეგვიძლია მოვიყვანოთ ორგანული ხილი და ბოსტნეული ისე რომ სასარგებლოც იყოს და უხვმოსავლიანიც. ეს ბროშურა ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად დავბეჭდეთ და მისი აღება ჩვენს ეკოსოფელში ან ცოდნის კაფეში (წნორში) შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ მოგვწეროთ და ფიზიკურ ვერსიას თბილისშიც მოგაწვდით.

🐛 თუ ჩვენს პროექტს თვალს ადევნებთ და გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ეკოსოფელი საქართველოს მაცხოვრებელი გახდეთ, 31 მაისს ზუ...
26/05/2026

🐛 თუ ჩვენს პროექტს თვალს ადევნებთ და გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ეკოსოფელი საქართველოს მაცხოვრებელი გახდეთ, 31 მაისს ზუსტად ამ საკითხზე ვილაპარაკებთ.

🐛 რა პასუხისმგებლობებს მოიცავს ეკოსოფელი საქართველოს თანამაცხოვრებლობა?! როგორ შეიძლება რომ პროექტის აქტიური მონაწილე გახდე და რაც მთავარია რა სიკეთეებს გულისხმობს მაცხოვრებლის სტატუსი.

🐛 ჩვენი წევრები ონლაინ პრეზენტაციას გააკეთებენ, შემდეგ კი, ღია კითხვა-პასუხის დროს ნებისმიერ შეკითხვას უპასუხებენ.

🗓️შეხვედრა იქნება ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:
https://meet.google.com/pvp-gmgi-bes

🐛 Are you curious about Ecovillage Georgia, and wonder about joining the project as a New Resident or a Friendly Lender?
31st of May, at 21:00 is the time to answer your questions!

🐛 What responsibilities and opportunities does becoming a resident bring? How can you become an active member? And most importantly, what are the benefits of being a resident?

🐛 Our core members will make an online presentation giving some background information about the project, explaining how to join and give space for a Q&A session.

📅Meeting will be in English and will start at 21:00 (Georgian time),
Please use the following link: https://meet.google.com/pvp-gmgi-bes

🪾 ნიადაგის ჯანმრთელობა (ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ შაბათს ცოდნის კაფეში) ორგანული მეურნეობა და პესტიციდები - პრეზე...
29/04/2026

🪾 ნიადაგის ჯანმრთელობა (ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ შაბათს ცოდნის კაფეში) ორგანული მეურნეობა და პესტიციდები - პრეზენტაცია / Organic farming and pesticides - Presentation

Read in Eng on Instagram.

🪾 ჩვენ ვზრუნავთ ნიადაგზე. მას უზარმაზარ ცოცხალ სისტემად აღვიქვამთ. ის რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროცესის რაც მიწის ქვეშ უხილავად მიმდინარეობს. ნიადაგის ფორმირება ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია და მას ასობით და ათასობით წელი სჭირდება. მეცნიერება ადასტურებს ჩვენს რწმენას, რომ როდესაც ნიადაგი ჯანმრთელია, მასზე წარმოებული საკვებიც უფრო ჯანსაღი და გემრიელია.

🪾 ჯანსაღი ნიადაგი დაახლოებით 45% მინერალური ნივთიერებებისგან, 25% წყლისგან, 25% ჰაერისგან და დაახლოებით 5% ორგანული ნივთიერებებისგან შედგება. ორგანული ნივთიერებების ეს 5% მცირე, თუმცა გადაწმყვეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

🪾ჯანსაღი სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ერთი ჩაის კოვზი შეიცავს:

ათასობით სახეობის 1 მილიარდამდე ბაქტერიას
რამდენიმე კილომეტრიან, მიწისქვეშა, მილიონობით წვრილი ძაფის სოკოვან ფართო ქსელს (მიცელიუმი)
ათასობით პროტოზოა და ნემატოდით
და უამრავ სხვა მიკრო და მაკროორგანიზმს.

🪾 ეს ცოცხალი ორგანიზმები ერთად წარმოქმნიან ჰუმუსს; მუქ, სტაბილურ ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს მდიდარ სურნელსა და ღრუბლისებრ ტექსტურას აძლევს. ჰუმუსი იკავებს მასში წყალს, აკავშირებს საკვებ ნივთიერებებს და ფიზიკურად ასტიმულირებს ნიადაგის ნაწილაკებს, რაც ხელს უშლის მიწის ეროზიას (დეგრადირებას).

🪾 პესტიციდებისა და სინთეზური სასუქების გამოყენებას ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობაზე დამანგრეველი ტალღური ეფექტი აქვს. მათ შეუძლიათ ნიადაგში თვეების ან წლების განმავლობაში დარჩენა. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ მაგალითად, გლიფოსატი - მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ჰერბიციდი - მნიშვნელოვნად ამცირებს ნიადაგში მიკრობულ მრავალფეროვნებას, განსაკუთრებით აზიანებს აზოტის მიმოცვლის ციკლზე პასუხისმგებელ ბაქტერიებს.

🪾 სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ პესტიციდების ზემოქმედება ნიადაგში ორგანიზმების სიმრავლეს საშუალოდ 30%-ით ამცირებს. ზოგიერთი ჯგუფის, მაგალითად, მიწის ჭიების, რაოდენობა კი ძლიერ დამუშავებულ მინდვრებში 60%-მდე მცირდება. სოკოვანი ქსელები კი განსაკუთრებით დაუცველი ხდება მსგავს მიწებზე. სინთეზური ფუნგიციდები ვერ ასხვავებენ მავნე სოკოებსა და მცენარისთვის საჭირო მიკორიზულ კავშირებს. ხოლო, ამ ქსელების გაწყვეტის შემდეგ მცენარეები კარგავენ მიწისქვეშა საყრდენ სისტემას და გადარჩენისთვის გაცილებით მეტად დამოკიდებულნი ხდებიან გარე დახმარებაზე.

🪾 შედეგად ვიღებთ დატკეპნილ (კომპაქტურ) ნიადაგს, რომელსაც წყლის შეკავების უნარი აღარ აქვს, საკვები ნივთიერებების შემცირებას, მავნებლების ზემოქმედების ზრდას და კულტურების საერთო ჯანმრთელობის გაუარესებას.
ადგილობრივი ცოდნები და მეცნიერება თანხმდება ნიადაგების შენარჩუნებისა და აღდგენის რამდენიმე ძირითად პრაქტიკაზე. ეკოსოფელ საქართველო-ში ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ამ პრაქტიკამ განსაზღვროს მიწასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა:

- ნიადაგის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა.
- ორგანული ნივთიერებების განუწყვეტლივ დამატება; (ჩვენ ვაკომპოსტებთ სამზარეულოს ნარჩენებს, ძროხის ნაკელს, მწვანე და ყავისფერ ნარჩენებს.)
- მიწის ზემოთ მცენარეების მრავალფეროვნება (კლასიკური მაგალითი: ლობიოს, სიმინდისა და გოგრის ერთად დარგვა, ასევე სალათებთან ახლოს ყვავილოვანი ნარგავების დარგვა მავნებლებისგან თავის დასაღწევად)
- საფარის კულტურები და მწვანე სასუქი (მაგალითად, იონჯა, სამყურა, მდოგვი)
- ნიადაგისთვის დასვენების/მონელების დროის მიცემა.

🪾 ბაღისა და მისი ნიადაგის მოვლა უწყვეტი სწავლის პროცესია, რომელიც მოითხოვს ნიადაგისა და კულტურების ფრთხილად დაკვირვებას სეზონების განმავლობაში და ინფორმაციის გაცვლას სხვა ორგანულ მეურნეობებთან. საერთო კეთილდღეობისთვის ორგანულმა ფერმერებმა ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება და შედეგები ყოველ სეზონზე.

🐛 შემოგვიერთდით შაბათს, 2 მაისს,  16:00 ზე, წნორში, ცოდნის კაფეში, ბიომეურნეობაზე და პესტიციდებზე სასაუბროდ. 🐛 გვექნება ...
26/04/2026

🐛 შემოგვიერთდით შაბათს, 2 მაისს, 16:00 ზე, წნორში, ცოდნის კაფეში, ბიომეურნეობაზე და პესტიციდებზე სასაუბროდ.

🐛 გვექნება მოკლე პრეზენტაცია და დისკუსია თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიწის ჯანმრთელობა და რა გავლენას ახდენს ჭარბი პესტიციდების გამოყენება მიწის ქვეშა სიცოცხლეზე. რა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს მიღებული ეკოსოფლის ჯგუფს ამ საკითხში და რას ვსწვლობთ ადგილობრივი მოსახლეობისგან.

🐛 ეს შეხვედრაც იქნება ერთგვარი ცოდნის მიღება და გაზიარება. ვისაუბროთ ერთმანეთის ბაღჩების საერთო პრობლემებზე და გავაზიაროთ ჩვენი პირადი მიდგომები რომელსაც ვიყენებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

🐛 თუ ხართ ფერმერი, მებაღე ან უბრალოდ ეკოლოგიით და ეკოსისტემებით დაინტერესებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით შეგხვდეთ “ცოდნის კაფეში” ქალაქ წნორში.

შეხვედრამდე ან შემდეგ ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ეკოსოფელს, რომელიც წნორიდან 40 წუთის გზაზეა. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

დიდი მადლობა ცოდნის კაფეს სივრცის დათმობისთვის.

🦝 We are super happy that there is such a big interest for summer camp, it makes us believe we did a great job last year...
24/04/2026

🦝 We are super happy that there is such a big interest for summer camp, it makes us believe we did a great job last year! For the ones still hesitating we invite you for a unique camp experience rooted in community, creativity, and connection to nature. designed for children aged 4–12 to discover a joyful, alternative way of living, one that embraces harmony with each other and with the Earth.

🦝 Get in touch with any questions or wishes or just directly book a place on our website - ecovillagegeorgia.ge/summercamp

ეკოსოფელ საქართველოში, ქიმიკატებისგან თავის არიდება თავისთავად ნაგულისხმევი იყო. თუმცა, შედარებით რთული აღმოჩნდა სხვადას...
14/04/2026

ეკოსოფელ საქართველოში, ქიმიკატებისგან თავის არიდება თავისთავად ნაგულისხმევი იყო. თუმცა, შედარებით რთული აღმოჩნდა სხვადასხვა მიდგომებისა და სტრატეგიის სწავლა, შხამ-ქიმიკატების (პესტიციდების) გამოყენების ნაცვლად მიწასთან თანამშრომლობა.

მავნებლები არ არიან მთავარი პრობლემა. პრობლემაა ეკოსისტემის დისბალანსი. მცენარეების კვების ნაცვლად დავიწყეთ ნიადაგის კვება. მივეცით მას დრო, რომ ბიო კომპოსტი გადაემუშავებინა. ბოსტნის კვლები დავფარეთ მულჩით - ფოთლებით, ჩალით, ბალახით, რასაც სეზონი გვთავაზობს. მულჩი ინარჩუნებს ტენიანობას, ანელებს ეროზიას და ამდიდრებს ნიადაგს დროთა განმავლობაში. სტატიებისა და დაკვირვებების საფუძველზე ვისწავლეთ, რომ მონოკულტურები ნაკლებად ამართლებს, რადგან საკმარისად ურთიერთმხარდამჭერი სისტემა არ არის.

მთელ ბაღზე გადაჭიმული ერთი კულტურა მავლებლებისთვის მოსაწვევია, რომ უკონტროლოდ გავრცელდნენ. ჩვენ ვმუშაობთ პერმაკულტურის პრინციპებით: კულტურებს შორის ვრგავთ ველურ ხეებს, ენდემურ სახეობებს, დამტვერვის ხელშემწყობ მცენარეებს, ისეთს, რომლებიც ნიადაგს ამტკიცებენ. ვურევთ კულტურებს. ვრგავთ გულყვითელებს და ზაფრანებს ბოსტნეულებსს შორის. ზოგიერთ მცენარეს (ნასტურციუმს) ვიყენებთ მწერების მოსაზიად იმისთვის, რომ მავნებელი სხვა (ნაყოფიან) მცენარეებს არ შეესიონ.

ვრგავთ ხეხილსა და ველურ ენდემურ სახეობებს თხილის პლანტაციებში. ნელ-ნელა მთელი ლანდშაფტი სულ უფრო ნაკლებად ჰგავს კონვენციურ ფერმას და უფრო მეტად ემსგავსება ბუნებრივ ეკოსისტემას. მავნებლებს უჭირთ მასში გავრცელება ისე, როგორც ეს მონოკულტურის ველზე მოუხერხდებოდათ. ეს უფრო ნელი პროცესია. მეტ ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. მაგრამ მიზანი განსხვავებულია. ჩვენ მავნებლებს მტრებად არ ვხედავთ, არამედ ეკოსისტემის მნიშვნელოვან ასპექტად.

ჩვენი მიზანი არ არის ბუნებასთან მუდმივ ბრძოლაში გამარჯვება. გვინდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელსაც ბრძოლა საერთოდ არ სჭირდება. ეს არის რეგენერაციული მიწათმოქმედება, რომელიც ყოველ სეზონთან ერთად ძლიერდება და უფრო ჰარმონიული ხდება.

ჩვენ ვცდილობთ მეზობლები და ფართო საზოგადოება ამ გზაზე მოვიპატიჟოთ, რომ გავცვალოთ ცოდნა და გამოცდილება. „ამიტომ ვიმუშავეთ საინფორმაციო ბროშურაზე, რომელსაც ვავრცელებთ ეკოსოფელში და ჩვენ მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

ბროშურა გვიყვება ორგანული მებოსტნეობის პრაქტიკულ ასპექტებზე, ასევე გვიზიარებს სასარგებლო მცენარეულ რეცეპტებს, რომლებიც ბაღჩის არასასურველ სტუმრებს შეაკავებს და ზოგადად ნიადაგის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

____

What do we actually do when we stop using pesticides?
At Ecovillage Georgia, staying away from chemicals was an unquestioned approach. The harder part was learning to think and act differently; to work with the land instead of taking the easy road and forcing our way using pesticides.
Because pests aren't really the problem. The imbalance of the ecosystem is.

We stopped feeding plants and started feeding the soil, giving it natural time to digest and observe what it has to give life to. We covered the vegetable garden beds with mulch - leaves, straw, grass, whatever the season gives us. It holds moisture, slows erosion, and quietly builds fertility over time.

We learned from articles and observations that Monocultures are fragile. A single crop stretching over the whole gardens is basically an invitation to the pests to spread uncontrollable. We are trying to grow in the permaculture way, in between our crops we plant wild trees, endemic species, pollinator plants, plants that can help soil to stay resilient.

We mix crops. We plant marigolds among the vegetables. We let certain plants attract insects away from the ones we're protecting. We weave fruit trees and wild trees through the hazelnut plantations. The whole landscape starts to look less like a farm and more like a natural ecosystem. And pests struggle to move through it the way they would through a field of monoculture.
It's a slower process. It requires more effort and patience. But the goal is different. We do not see pests as enemies but as another side of the ecosystem. We don’t aim to win a constant battle against nature, but to build something that doesn't need to be fought in the first place.

That's regenerative farming, which builds up and every next season is more harmonious. We try to invite our neighbours and wider community to join this path and share inherited knowledge between ourselves and future generations.

“Therefore we worked on a brochure to share with you. It holds practical aspects of organic/regenerative gardening together with useful herbal recipes to discourage unwelcome garden guests

For ENG scroll down. 🌻 თუ ჯერ არ ხარ მზად შემოგვიერთდე ეკოსოფელში, როგორც მაცხოვრებელი, მაგრამ, ჩვენი ღირებულებები შენთა...
19/03/2026

For ENG scroll down.

🌻 თუ ჯერ არ ხარ მზად შემოგვიერთდე ეკოსოფელში, როგორც მაცხოვრებელი, მაგრამ, ჩვენი ღირებულებები შენთან ახლოს არის და გინდა, რომ ჩვენ 4 წლიან შრომას მხარი დაუჭირო, შეგიძლია გახდე ჩვენი “მეგობარი მსესხებელი”.

ეკოსოფლის შენების საწყის ეტაპზე, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს ვთხოვთ ფინანსურად გვერდში დაგვიდგნენ და მინიმუმ 1000$ ოფიციალურად, შეთანხმებული დროით გვასესხონ.

🌻 რატომ გვჭირდება ფინანსური დახმარება?!

ჩვენი მიზანია მიწის თვითღირებულება 30 სტაბილური მაცხოვრებლის ფინანსური კონტრიბუციით დაიფაროს. როდესაც ეკოსოფელს 30 მაცხოვრებელი ეყოლება, ძველ სესხებს გავისტუმრებთ და მიწის თანხას სრულად დავფარავთ. ასეთი ფინანსური პრინციპით, ჩვენი სასესხო ვალდებულებები არ გადააჭარბებს მიწის ღირებულებას.

🌻 მარტივად, რომ ვთქვათ თქვენი “მეგობრული სესხით” დახმარება იქამდე გვჭირდება, სანამ ეკოსოფელს 30 სტაბილური მაცხოვრებელი/თანამეწილე არ ეყოლება.

მეგობარი მსესხებელის სტატუსს რამდენიმე უპირატესობაც აქვს:

🌻როცა მზად იქნები, ეკოსოფლის მაცხოვრებელი უფრო მარტივად გახდები!
🌻დააორგანიზებ არაკომერციული ღონისძიებას ან აქტივობას ჩვენს მიწაზე!
🌻ჩვენს ღონისძიებებზე შეზღუდული ადგილების შემთხვევაში, ისარგებლებ უპირატესობით.
🌻შეძლებ მიიღო ჩვენი ორგანული და ნატურალური პროდუქტის ნამატი და რაც ყველაზე მთავარია, მონაწილეობას მიიღებ ეკოსოფელი საქართველოს განვითარებაში, დაეხმარები პროექტს, რომელიც სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობის იდეებზე დგას და მდგრად, ეკო-მეგობრულ პრაქტიკებს ნერგავს საქართველოში.

თუ დაინტერესდი, შეგიძლია მეტი ინფორმაცია ჩვენს საიტზე ნახო - https://ecovillagegeorgia.ge/join-ecovillage-georgia/

ან პირადად მოგვწერო, ნებისმიერ არხზე თუ ელ.ფოსტაზე.


_______

🌻 Do you love what we do but can’t live with us (yet)? There is another way you can join the project!

If you resonate with our vision, our values and want to support our work of almost 4 years, we invite you to become a “Friendly Lender” of Ecovillage Georgia.

🌻 Since we are still in the first phase, we invite friends, family members, and supporters who would like to strengthen our foundations to become Friendly Lenders. To support the Ecovillage, you can lend us a minimum of 1000 USD on a mutually agreed time frame.

🌻 Our aim is to fully cover the land cost through residential shares once around 30 residents have joined the ecovillage. We will repay the loans when new residents or friendly lenders join the project, so that our total debt will never exceed the value of the property.

As a friendly lender you do not only support us but you get some benefits, such as:

🌻Joining the project later as a resident!
🌻Organize host non-profit workshops or events on the land (aligned with our values)
🌻Priority participation in limited-capacity activities
🌻Sharing and receiving the surplus of our nutritious organic harvest

Above all, becoming a friendly lender means the joy of helping an ecovillage grow — a group of people sharing values and working toward social and ecological regeneration.
If you feel curious and want to know more, visit our website, fill out the application form here -https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScIuXLJmrcu-5A3BYh7iutbFmxJT_uEymTU5KcMYr5L2vMXrg/viewform or send us a message, we’ll be happy to hear from you!

Address

Ninigori
Lagodekhi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეკოსოფელი საქართველო • Ecovillage Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ეკოსოფელი საქართველო • Ecovillage Georgia:

Share