ერთად ცვლილებებისთვის - Together for Change

  • Home
  • Georgia
  • Lagodekhi
  • ერთად ცვლილებებისთვის - Together for Change

ერთად ცვლილებებისთვის - Together for Change ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე.
(1)

🎄⭐️ ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, გულშემატკივრებო და მხარდამჭერებო, გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი და გისურვოთ ხვავი, ბა...
31/12/2025

🎄⭐️ ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, გულშემატკივრებო და მხარდამჭერებო, გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი და გისურვოთ ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა, წინსვლა.

✨ ყველა თქვენი ოცნების და სურვილების ახდენა.

🤝 2025 წელს, ა(ა)იპ-იმ ,,ერთად ცვლილებებისთვის“ თქვენთან ერთად გაიარა საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა.

✅ ეს იყო სოციალური საწარმო ,,მენდე“-სთვის გაწეული, შრომატევადი სამუშაო და დღეს უკვე, როგორც ყველამ ვიცით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური საწარმო ,,მენდე“.
✅ ასევე ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დავიწყეთ, შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება და წინ კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს.

💚💫 ვისურვებთ, რომ ყველა ჩვენი მიზანი და გეგმა ასრულებულიყოს.

#ახალიწელიახალიმიზნებით
#ერთადცვლილებებისთვის
#ძლიერიშშმთემი
#ინკლუზიურისაზოგადოება

📢 სოციალურ საწარმოში ვეძებთ ახალ კადრს.ვეძებთ ადამიანს, ვისაც ხეზე მუშაობა ეხერხება, აქვს ინტერესი და პასუხისმგებლობა.🤝 ...
23/12/2025

📢 სოციალურ საწარმოში ვეძებთ ახალ კადრს.
ვეძებთ ადამიანს, ვისაც ხეზე მუშაობა ეხერხება, აქვს ინტერესი და პასუხისმგებლობა.
🤝 გთავაზობთ მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

📩 დაინტერესებულებმა მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ ტელეფონზე.

📲 598 56-07-59

🎉 სოციალური საწარმო „მენდე“ ერეკლეობაზე!დღეს, თელავში, სახალხო დღესასწაულზე ერეკლეობაზე, ჩვენი სოციალური საწარმო „მენდე“...
07/11/2025

🎉 სოციალური საწარმო „მენდე“ ერეკლეობაზე!

დღეს, თელავში, სახალხო დღესასწაულზე ერეკლეობაზე, ჩვენი სოციალური საწარმო „მენდე“ დიდი სიამაყითაა წარმოდგენილი 💚

🌿 განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შშმ პირების მიერ lovingly (სიყვარულით) ხელნაკეთმა სუვენირებმა და სათამაშოებმა — თითოეული მათგანი სითბოსი და შრომის სიყვარულის მატარებელია.

🙏 მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ნაწარმი შეიძინა — ამით თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს სოციალურ საწარმოს, შშმ პირთა დასაქმებასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ♿💪

💚 ჩვენი საქმიანობა დაფინანსებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ – დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის Jondo Mdivnishvili

#მენდე #სოციალურისაწარმო #ერეკლეობა2025 #თელავი #შშმპირები #ინკლუზია #ხელნაკეთი #სოლიდარობა #ერთადცვლილებებისთვის #ლაგოდეხი

📢 ანონსი...✅ სოციალური საწარმო „მენდე“, მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ქალაქ თელავში გამართულ სახალხო დღესასწაულზე ,,ერეკლეო...
05/11/2025

📢 ანონსი...

✅ სოციალური საწარმო „მენდე“, მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ქალაქ თელავში გამართულ სახალხო დღესასწაულზე ,,ერეკლეობაზე" მიიღებს მონაწილეობას და გამართავს გამოფენა-გაყიდვას!

🧩 „მენდე“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, ხისგან დამზადებულ განმავითარებელ სათამაშოებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებით და მოტორულ განვითარებას.

🤝 გთხოვთ, გვეწვიოთ და მხარი დაგვიჭიროთ — ერთად ხელი შევუწყოთ
#ინკლუზიას
#ჩართულობას


#მენდე

🎉 ჰერეთობა 2025 – გუშინ ლაგოდეხში გაიმართა სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“, რომელიც 1979 წლიდან აღინიშნება ჩვენს მუნიციპა...
13/10/2025

🎉 ჰერეთობა 2025 – გუშინ ლაგოდეხში გაიმართა სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“, რომელიც 1979 წლიდან აღინიშნება ჩვენს მუნიციპალიტეტში. დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ტრადიციული კერძები.

🧩 ამ გამორჩეულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სოციალურმა საწარმო „მენდე“-მ. ჩვენ მოვაწყვეთ გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია — უამრავი სათამაშო და სუვენირი გაიყიდა!

💚 მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სოციალური საწარმოს მიერ lovingly დამზადებული ნაწარმის შეძენით თქვენ მხარს უჭერთ და აძლიერებთ ჩვენს გუნდს. გულითადად გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და სითბოსთვის!

#ჰერეთობა2025
#ეკოლოგიურადსუფთასოციალურისაწარმო
#ინკლუზია
#ხისსათამაშოები
#ლაგოდეხი
#ერთადცვლილებებისთვის

🌽 აფენობა 2025 — დღევანდელი დღე სავსე იყო სითბოთი, ემოციებით და უამრავი დადებითი შეფასებით 💚ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა, ხელ...
10/10/2025

🌽 აფენობა 2025 — დღევანდელი დღე სავსე იყო სითბოთი, ემოციებით და უამრავი დადებითი შეფასებით 💚
ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაკეთი სათამაშოები და სუვენირები დიდი ინტერესით მიიღო დამთვალიერებელმა! განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის, რომ ყველა გვესაუბრებოდა ჩვენი პროდუქციის ხარისხზე და სიყვარულით შექმნილ დიზაინებზე 🌳

🧩 მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და გაგვიზიარა თავისი ემოციები — თქვენი გულშემატკივრობა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია 💪

🤝 განსაკუთრებული მადლობა Jondo Mdivnishvili -ს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის — თქვენი რჩევები და მიდგომები ყოველთვის გვაძლიერებს 💛

#აფენობა2025 #ეკოლოგიურადსუფთა #სოციალურისაწარმო #ინკლუზია #ხისსათამაშოები #ლაგოდეხი
#ერთადცვლილებებისთვის

29/09/2025
20/09/2025

#ერთადკიდევბევრსშევცვლით
#ადგილობრივითვითმმართველობა
#პერსონალურიასისტენტისსერვისი
#სოციალურისაწარმომენდე
#ერთადცვლილებებისთვის

🧑‍🦽👨‍🦯 თუ ცხოვრობ ლაგოდეხის ან ყვარლის მუნიციპალიტეტში და გსურს დასაქმება — ყურადღება! 📣📣📣🎉 ეს ვაკანსია შენთვისაა!ა(ა)იპ...
06/09/2025

🧑‍🦽👨‍🦯 თუ ცხოვრობ ლაგოდეხის ან ყვარლის მუნიციპალიტეტში და გსურს დასაქმება — ყურადღება! 📣📣📣

🎉 ეს ვაკანსია შენთვისაა!
ა(ა)იპ „ერთად ცვლილებებისთვის“ აცხადებს პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას, შშმ პირთა მხარდასაჭერად.

👥 რას აკეთებს პერსონალური ასისტენტი?
ის ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს იმ ყოველდღიურ საქმეებში, რომლებიც მის დამოუკიდებლობას უწყობს ხელს, მაგალითად:
💇‍♂️🧖‍♀️🛒 თავის მოვლა • კვება • ჩაცმა • სახლის საქმეები • საყიდლებზე გასვლა • გადაადგილება/ტრანსპორტირება • მუშაობა და დასვენება • კომუნიკაცია • დღის დაგეგმვა და სხვა.

📌 დაგვიკავშირდი დამატებითი ინფორმაციისთვის:
📲 598 56-07-59

🌟ეკოლოგიურად სუფთა, სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები🌟🌿 ჩვენი სოციალური საწარმო ,,მენდე", რომელიც დაფუძნებულია ა(ა)იპ ,,ერ...
27/08/2025

🌟ეკოლოგიურად სუფთა, სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები🌟

🌿 ჩვენი სოციალური საწარმო ,,მენდე", რომელიც დაფუძნებულია ა(ა)იპ ,,ერთად ცვლილებებისთვის"-ის მიერ, დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ სიახლეს გიზიარებთ - გთავაზობთ 20 უნიკალურ ნამუშევარს, ეკოლოგიურად სუფთა ხის განმავითარებელ სათამაშოებს, რომლებიც დამზადებულია ჩვენი გუნდის მიერ.

🪵 ეს არის ნამუშევრები, სადაც ყოველი დეტალი იქნმება შრომით, გულით და შემოქმედებითობით. თითოეული სათამაშო არა მხოლოდ ბავშვის განვითარებაზე ზრუნავს, არამედ წარმოადგენს შშმ პირთა შრომითი შესაძლებლობების საუკეთესო მაგალითს.

💡 ჩვენ გვჯერა, რომ შრომის უფლება და შესაძლებლობა ყველასთვის თანაბრად უნდა არსებობდეს - სწორედ ამიტომ, ,,მენდე" არის სივრცე, სადაც შშმ ადამიანები საკუთარი უნარებით ქმნიან ღირებულ პროდუქტს.

🙏 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია / Lagodekhi Municipality City Hall-ს და მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ Jondo Mdivnishvili-ს, სოციალური საწარმოს დაფუძნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

🤝 ეს მხარდაჭერა არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ იქმნება შშმ პირთა სამუშაო ადგილები და ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება უკეთესობისკენ შშმ თემის მიმართ.

📸 იხილეთ ფოტოებში ჩვენი ხელნაკეთი ნამუშევრები.

🚀 ეს მხოლოდ დასაწყისია - უახლოეს მომავალში გპირდებით კიდევ ბევრ საინტერესო, უნიკალურ პროდუქტს, რომელიც ჩვენს საწარმოში შექმნილი შრომის ხიბლს გაგაცნობთ✨

#მენდე #ერთადცვლილებებისთვის
#სოციალურისაწარმო
#შშმპირთაშემოქმედება #ლაგოდეხი
#ჯონდომდივნიშვილი
#ეკოლოგიურადსუფთასათამაშოები
#ქართულიპროდუქტი #ინკლუზია

Address

სოფ. ბოლოკიანი
Lagodekhi
2706

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ერთად ცვლილებებისთვის - Together for Change posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share