31/10/2024
საქართველოს პრეზიდენტს,
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
ბატონო პრეზიდენტო!
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გადავიდა ახალ ფაზაში. ჩვენთვის, როგორც მთლიანად საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ცნობილია, რომ თქვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არ სცნობთ არასამართლიანი არჩევნების შედეგს და ხალხთან ერთად აგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ცივილიზებული საზოგადოების ფასეულობებისთვის. ეს ბადებს ადამიანებში არა მხოლოდ იმედს, არამედ თქვენდამი სიამაყის გრძნობასაც კი!
ცხადია, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდა მრავალი დარღვევით. ამაზე მიუთითებს ის უტყუარი ფაქტიც, რომ საქართველოს მოქალაქეების 80-90 %, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ფასეულობებს და მის დაცვას NATO- ს ფარგლებში, არ გააკეთებდა არჩევანს მოძალადე სისტემის სასარგებლოდ, რომელიც ეძებს თავშესაფარს რუსეთის ტოტალიტარიზმში, რომელიც, თავის მხრივ, მიუღებელია თვით რუსეთის მოსახლეობის უმეტესობისათვისაც კი. დარწმუნებელნი ვართ რომ იქნება დადგენილი დარღვევების მრავალი ფაქტი. მაგრამ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი მომავალი გამარჯვებისათვის.
არჩევნების უსამართლო შედეგი არის არა მხოლოდ „ოპოზიციის“ იმ ნაკლოვანებიდან გამომდინარე, როგორც: შედარებით მცირე საინვესტიციო საშუალებები; ზოგი პოლიტიკური და თვით „პოლიტიკოსის“ ისტორიული თვითდესკრიდიტაცია; მოსახლეობასთან დაკარგული კავშირი; პოლიტიკური რეფორმების სავალდებულო თეორიული ბაზისის არ არსებობა და სხვა... მრავალი არ შესრულებული დაპირებების გამო ხალხმა დაკარგა თანამედროვე პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა. ამასთან ერთად, არსებობს მოსახლეობის დიდი ფენა, რომელიც არ მიიღებს უსაფუძვლო დაპირებებს, ანუ უარყოფს ტყუილს და ისინი, ჩვენის აზრით, სრულიად სამართლიანად უწოდებენ არჩევნებს როგორც „წინასწარ წაგებულს“. „წინასწარ წაგებული“ - იმიტომ, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ წარადგინა რეალური, დამაჯერებელი რეფორმების პროგრამა, არჩევნები ვერ არის სასიკეთო ცვლილებების მომტანი, შესაბამისად - ცხოვრებისთვის წაგებული. ამასთან ერთად ეს ადამიანები წარმოადგენენ მოსახლეობის ყველაზე განათლებულ, საღად მოაზროვნე და გონივრულ ჯგუფს, და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
მოცემული არჩევნების შედეგი არის მოძალადე და უსამართლო სახელმწიფო სისტემის და მისი ინსტიტუტების, და არა ადამიანების თავისუფალი არჩევანი. ამდაგვარ სისტემაში, არა მხოლოდ სამართლიანობა, თვით სიმართლეც კი არ არსებობს. ამდაგვარ პირობებში მცხოვრები ადამიანები ვერასდროს ვერ იქნებიან თავისუფალნი და ვერასდროს ვერ მიიღებენ „თავისუფალ გადაწყვეტილებას“! ეს არის ჩვენი მთავარი მტკიცებულება არჩევნების შედეგების უსამართლობაზე!
„გამარჯვება მოიპოვა“ „სახელმწიფო ადმინისტრაციულმა კავშირმა“, „მოძალადე ჯგუფმა“ და „პაჩოტნი ბელადმა“. ძალადობა, შანტაჟის და დაშინების სახით, არის მათი „საარჩევნო პროგრამა“. ამასთან ერთად, ძალადობის მსხვერპლი არის როგორც მოსახლეობა, ასევე თვით მათ მიერ „დასაქმებული“ ადამიანებიც კი. ამის ძირითადი „ორგანიზატორი-შემსრულებელი“ არის არსებული საქართველოს მთავრობა! ეს ფაქტი არის უდაოდ დადგენილი.
ზუსტად „საქრთველოს მთავრობის“ რეფორმირება უნდა გახდეს დღეს ჩვენი მთავარი საკითხი, ბრძოლის მთავარი „ველი“ და „მიზანი“!!! აქ ჩვენი „მთავარი რესურსი“ უნდა გახდეს „ეკონომიკური კონსტიტუცია“ თავისი კონსტრუირებადი პრინციპებით, რომლის კონსტრუირების შესაბამისი გეგმა განმარტებებით ჩვენ წარგიდგინეთ ა.წ. 15 ოქტომბერს. მისი ალტერნატივა არ არსებობს და მისი იგნორირება დაუშვებელია! ამ გეგმას უნდა გავაცნოთ მთლიანად საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრები. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ განხილვაში, კრიტიკაში, მიიღებს მონაწილეობას ფართო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენდა სამწუხაროდ, და ამასთან ერთად საბედნიეროდ, ყველა არსებული სოციალური წყობების პრობლემა, არის ინტელექტუალური პრობლემა, და დღეიდან ის ჩვენთვის აღარ წარმოადგენს პრობლემას. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება! ჩვენ შევეცდებით რომ პროგრამა იყოს მაქსიმალურად მისაწვდომი და ის, დარწმუნებულნი ვართ, გახდება ყველასათვის გასაგები და მისაღები. ეჭვგარეშე, ჩვენ მოვიპოვებთ მათ მხარდაჭერას, და, ამ შემთხვევაში, ჩვენი გამარჯვება გარანტირებულია! ვიმეორებთ, სხვა გზა არ არსებობს! მხოლოდ სასურველი თავისუფალი ბაზრების ფორმების დანერგვა! მხოლოდ ამ გზით მოვიპოვებთ ჩვენ სამართლიანობას, კეთილდღეობას და მშვიდობას საკუთარ სამშობლოში, და მეგობრებს მის საზღვრებს გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით, როგორც ყოველთვის უწინ, უბრალოდ „ბაზარზე ხმაურის“ მსხვერპლნი. მაშინ ტყუილად გვიცხოვრია...
პატივისცემით, ბესარიონ ბიწაძე
[email protected]
ქ. ყვარელი, 29.10.2024 წ.