სინათლის შვილები

სინათლის შვილები მიზანი: გავაცნოთ ბავშვებს იესო და გავ?

- როდის ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი?

- 10 თებერვალს.

- რატომ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი?

- ჯგუფის წევრები თვითონ ის პატარები არიან , რომლებიც იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ზეიმსა და გამოსვლებში. ისინი ამ ზეიმებით ცდილობენ თავიანთი ტოლები დააინტერესონ და დააფიქრონ ღმერთისა და ჭეშმარიტების არსებობაში. მათ სიამოვნებას ანიჭებს , როცა ხედავენ თუ როგორ უხარიათ მათ თანატოლებს ღმერთის სიტყვის მოსმენა.

- რამდენი დ

ა რა სახის ღონისძიება ჩატარდა ამ დროის განმავლობაში?

- ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორჯერ გავაცანით ჩვენი ღონისძიებებს მეშვეობით ხალხს ღმერთის სიტყვა. პირველი ღონისძიება ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღეს , 1 ივნისს. ეს ღონისძიება ჩატარდა ჩვენს ეკლესიაში, ქუთაისში. მოვიწვიეთ ბავშვები და მათი მშობლები და გული გავუხალისეთ იმ პატარებს, რომლებიც ღმერთს ძლიერ უყვარს. მათ ხნსა ჭირდებათ და ჩვენი გუნდი ამ მიზეზით არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ვიგალობეთ, ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, ჩვენს მეგობრებს ტკბილეულები დავურიგეთ და ბოლოს ერთად ვილოცეთ და მადლობა გადავუხადეთ ღმერთს იმ ლამაზი დღისათვის და მისი ჯვარცმისათვის. ხოლო მეორედ,გასვლითი ღონისძიება გვქონდა, ხალხს დავურიგეთ ბუკლეტები, რომელბზეც ეწერა : "გაიღიმე, ეს ლამაზი დღე ღმერთმა შენთვის შექმნა. იყავი მადლიერი, იმიტომ რომ სიცოცხლე გაჩუქა" . უამრავი ადამიანი გვეკითხებოდა თუ რას ვარიგებდით და ვინ ვიყავით, ჩვენ კი საშუალება გვეძლეოდა ამით რომ მათთვის გვექადაგნა და ღმერთის სიტყვა მიგვეტანა მათ გულებამდე.

- რა მიზნები გაქვთ მომავლისთვის?

- მომავალში იგეგმება ახალი ზეიმების გაკეთება, საქველმოქმედო და საევანგელიზაციო გასვლები და სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებები, რაც გაუხარებს ხალხს გულს და დააინტერესებს ღმერთის სიტყვის შესახებ.

13/04/2024

თუ გსურთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და გულწრფელი საუბრების ტრადიციის დანერგვა, მაშინ ეს ბარათები დაგეხმარებათ🔥💖🔥

Address

Meskhi 42
Kutaisi
WWW.FACEBOOK.COM/SINATLISSHVILEBI

Telephone

27–67–75

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სინათლის შვილები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share