14/05/2026
✅ სიმბოლური აუქციონის მონაწილე ანათეს ყვავილები 🌸
ამ ჟესტით გვინდოდა საზოგადოებისთვის გაგვეცნო ახალგაზრდების სტარტაპ იდეები, მათი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი განცდა.
🙋♀️ Ana Telia მე-10 კლასის მოსწავლეა,ის სწავლობს ხობის N2 საჯარო სკოლაში.
🙋ანა,თავისთვის,ჩუმად ამზადებდა ყვავილებს ისე,რომ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ....
♻️ ანას იდეა გულისხმობს👉 ყვავილების შექმნას როგორც ნარჩენი ,ასევე ახალი ქსოვილისგან, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ყვავილების გარეცხვა, მტვრის მოშორება ან განახლება არის შესაძლებელი, რაც პროექტის გარემოსდაცვით მიმართულებას კიდევ უფრო აძლიერებს.
🙋♀️ანას ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ის 40 ლარად ქალბატონმა მარინე ლაგვილავამ შეიძინა,რითაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ახალგაზრდებს მხარდაჭერა.
🤝 დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში გამართულ ვორქშოპზე ახალგაზრდებმა მონაწილეებს საკუთარი მუშაობის პროცესი წარუდგინეს და აუდიტორიის თვალწინ შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები.
📢 თუ თქვენც გსურთ მსგავსი ან თქვენი დიზაინით შექმნილი ნამუშევარი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამას, მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდებს და თქვენი წვლილი შეიტანოთ გარემოს დაცვაში 💚
☘️ ინიციატივის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა UNDP Georgia და დანიის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტი — „მწვანე უფლებები და სტაბილურობა“.