22/06/2026
საინიციატივო ჯგუფი „იმერი“, ტურისტულ კომპანია “G Tours”-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ რეგიონში იმყოფებოდა. ✨
მოგზაურობისას მოვინახულეთ უნიკალური ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლები, რომლებიც ქართული შუა საუკუნეების სულიერებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს კვალს ინახავს. 🌿
ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ღრმად შევიცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა, გავაცოცხლოთ წარსულის ცოდნა და დავინახოთ ის ფესვები, რომლებიც დღევანდელობას ქმნის. თითოეული მონახულებული ადგილი გვახსენებს, რამდენად მდიდარი და ღირებულია ჩვენი კულტურა.
„გაიაზრე წარსული, შექმენი მომავალი“ 🚀🇬🇪