27/10/2024
🇬🇪🇪🇺 დღეს, როგორც ახალგაზრდების, ჩვენი ხმა უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
‼️ ქვეყანა დაუნდობლად გაიყიდა.
ჩვენი სამშობლო, ჩვენი მომავალი და დაბადებიდან მონიჭებული უფლება, მმართველობის დაუფიქრებელი ვაჭრობის ობიექტებად იქცა. გაჭირვებულ ქართველ ხალხს ხან ფულს აწვდიან, ხან რამდენიმე კილოგრამ კარტოფილს ან ხახვს, თითქოს მათი ღირსება გასაყიდი იყოს.
🇬🇪🇪🇺 მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია, და ამ შეშფოთებას ჩვენ, ახალგაზრდები, სრულად ვიზიარებთ, რადგან გვართმევენ იმ საძირკველს, რომელზეც ჩვენი მომავალი უნდა აშენდეს.
🇬🇪🇪🇺 ჩვენ თავისუფალ საქართველოში დავიბადეთ, და ვერ მივიღებთ, რომ ეს ქვეყანა ოდესმე რუსეთის "გრუზია" გახდეს.
🇬🇪🇪🇺 დადგება დრო, როდესაც განათლებული, პრინციპული და პროდასავლური ღირებულებების მქონე თაობა მოიტანს ცვლილებებს და ჩვენს ქვეყანას ევროპულ კურსს დაუბრუნებს.
‼️ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაუმზადეს ნოყიერი ნიადაგი რუსული რეჟიმის აყვავებას. ამ პროცესის წინააღმდეგ მდგრადი პასუხი გვმართებს.
📍 ჩვენი პოზიცია მკაფიო და ურყევია – ერთადერთი გზა, რომელსაც ვხედავთ, ეს ევროპისკენ მიმავალი გზაა.
#შინევროპაში🇪🇺🇬🇪
#ახალგაზრდებიახალგაზრდებისათვის💙