01/03/2026
მოხალისის პროექტები ჩეხეთში. (ESC)
ევროკავშირის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (European Solidarity Corps Program) 9 ახალი პროექტი ბრნოში, ჩეხეთი.
პარტნიორი ორგანიზაცია ჩეხეთიდან იწყებს განაცხადების მიღებას მოხალისეობრივ პროექტებზე.
მონაწილეთა ასაკი: 18-30 წელი.
ევროკომისია აფინანსებს:
- გრძელვადიანი ვიზის ხარჯებს
- მგზავრობის ხარჯები
- ჩეხური ენის კურსებს
- საცხოვრებელი
- ჯიბის და კვების თანხა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
📅 პროექტის თარიღები: პროექტები არის 6 დან 12 თვემდე, დასაწყისი 2026 წლის სექტემბერი.
🔗 პროექტების ჩამონათვალი, აღწერილობა, პირობები იხილეთ აქ: https://www.luzanky.cz/luzanky/european-solidarity-corps-open-calls
📝დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა:
- გახსენით ზემოთ მითითებული ბმული, გადაიკითხეთ პროექტის აღწერილობები
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროექტი (შეგიძლიათ რამდენიმე პროექტზე გააკეთოთ განაცხადი) რომელიც უნდა მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმის შევსების დროს
- შეავსეთ ბმულში მოცემული ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურად.
- სააპლიკაციო ფორმის შევსების დროს დაგჭირდებათ ინფორმაცია გამგზავნი ორგანიზაციის შესახებ: Association "Georgian Youth for Europe, Batumi str 22,3700 Rustavi, Georgia,Email: [email protected],Phone: +995599778404
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (PDF ფორმატში) თქვენს რეზიუმესთან ერთად გადმოგვიგზავნეთ მეილზე : [email protected], [email protected]
Deadline : 12 მარტი 2026 წელი
კითხვების შემთხვევაში შეგვეხმიანეთ 599778404
გისურვებთ წარმატებებს!