10/06/2026
🎉 კასპის ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობდა.
შემაჯამებელი კონცერტი კულტურის ცენტრმა, ქვემო ჭალის კულტურის სახლმა და მუნიციპალიტეტის 12 სასოფლო კლუბმა გამართეს.
🥁💃 მონაწილეებმა მაყურებელს მუსიკალური, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული ნომრები წარუდგინეს.
🎤 ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა კასპელი ლოტბარის, პედაგოგისა და მომღერლის, ზაზა მენაბდიშვილის შემოქმედებითი საღამოც.
🎼 კონცერტზე მისი სხვადასხვა თაობის მოსწავლეებმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
საღამოში მონაწილეობდა ზაზა მენაბდიშვილის მოსწავლე, პროექტ „რანინას“ მონაწილე ლუკა ბუთურიშვილი.
ღონისძიებებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.