06/06/2026
🎉 კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. 👇
🎨 რა ხდებოდა ფესტივალზე?
🎬 მოეწყო ფილმის ჩვენება და განხილვა სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით.
📌 გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: დემოკრატიის პრინციპები.
🖌️ დავხატეთ დემოკრატიის ხე.
♦️ ჩავატარეთ დემოკრატიის სამაგიდო თამაშები.
🕯️ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქალბატონებისთვის ორგანიზებულმა სკულპტურული თაბაშირისა და სურნელოვანი სანთლების დამზადების მასტერკლასებმა, სადაც მონაწილეებმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
🛍️ გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ულამაზესი ნამუშევრების გამოფენა.
📚 სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია და პრაქტიკული სწავლება
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მრავალფეროვან კურსებს, რომლებიც მოქალაქეთა დასაქმებასა და პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს:
🚑 პირველადი სამედიცინო დახმარება;
💅 გელ-ლაქი;
👁️ წამწამების ღეროვანი დაგრძელება;
💰 ფინანსური წიგნიერება;
🪵 ხეზე კვეთა და სუვენირების დამზადება;
👶 სკოლამდელი აღზრდა;
🌈 ქცევითი თერაპია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
👤 გიორგი არსენიძე – DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი
👤 ვახტანგ მაისურაძე – კასპის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე ზურაბ კოპაძე
👤 შმაგი ბეგლარაშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი
👤 ნათია ილურიძე – კასპის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
📌 შეგახსენებთ, რომ კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2023 წლიდან ფუნქციონირებს და დაფუძნებულია გერმანული სახალხო უნივერსიტეტების გამოცდილებასა და მეთოდოლოგიაზე. 🇩🇪🇬🇪
✅ ფესტივალი ჩატარდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა
და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში”
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს DVV International-ის საქართველოს ოფისი.