28/04/2023
❤️❤️❤️
🎉 კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გთავაზობთ ადამიანის უფლებების შესახებ ფილმების ჩვენებების სერიას - კასპის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების ორგანიზებით.
🎞️ ჩვენებებისთვის შერჩეულია 4 ფილმი. ფილმების შემდგომ შემოთავაზებული აქტივობები მოიცავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს:
✅ გარემოს დაცვა, ეკოლოგია, სამოქალაქო აქტივიზმი, სოციალური უფლებები, მოქალაქეობა;
✅ ლტოლვილთა უფლებები, მიგრაცია, ტოლერანტობა, მიმღებლობა;
✅ გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებები;
✅ დევნილთა უფლებები საქართველოში, მშვიდობა, კონფლიქტი;
ფილმების ჩვენების თარიღებია:
7 მაისი - 13:00 საათი
14 მაისი - 13:00 საათი
20 მაისი - 13:00 საათი
27 მაისი - 13:00 საათი
4 ფილმის ჩვენების შემდგომ ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ფილმის ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, მსურველებს გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, მიმდინარე წლის 5 მაისის ჩათვლით. 👇🏼👇🏼
https://forms.gle/WcXKSxYuXaYfuwfZA