ორგანიზაცია დაფუძნდა 2012 წლის 13 მარტს (ს/კ 427717606).
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი აქტიური ჩართვა მცირე სამეწარმეო საქმიანობაში, მათი დასაქმებისათვის ხელის შეწყობა და სოციალური ინტეგრაცია;
2. სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ჯგუფთა სოციალურ – ფსიქო-სოციალურ
ი რეაბილიტაცია და ადაპტაცია, სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობა;
3. შშმპ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჰუმანიტარული და პრაქტიკული დახმარების პროგრამების განხორციელება.
4. საერთაშორისო კულტურული, სამეცნიერო, კვლევითი, ეკონომიკური, ტურისტული, საზოგადოებრივი ურთიერთობების დამყარება და განვითარება და სამიზნე ჯგუფების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება;
5. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
6. ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და სამოქალაქო ცნობიერების ხარისხის ამაღლება.
2012 წლის 1 აპრილიდან დღემდე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია ახორციელებს „დღის ცენტრის“ ქვეპროგრამით 39 ბენეფიციარის მომსახურებას.
2013 წელს პოლონეთის მთავრობის დახმარებით, განხორციელდა დღის ცენტრის ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო შრომითი თერაპიის (ხის მცირე საამქრო, სამკერვალო), კომპიუტერის სწავლებისა, ხელოვნებისა და მუსიკალური თერაპიის კაბინეტები.
ამავე პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ტრენერების დახმარებით მოხდა პედაგოგების გადამზადება.
2015 წელს პოლონურ-ამერიკული ფონდის მიერ დღის ცენტრში მოეწყო კერამიკის საამქრო, ამავე პროგრამის ფარგლებში მოხდა პედაგოგების სწავლება და მასტერკლასები ჩაუტარდათ ბენეფიციარებს.
2016 წლის თებერვალში უმასპინძლა მაკლეინის ასოციაციას, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგი, გურჯაანის რაიონში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების ქცევის მართვასთან დაკავშირებით.