17/03/2026
🚀 მომავალი იწყება დღეს!
გუშინ, 16 მარტს, ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ტექნოპარკში ჩატარდა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგი, რომელსაც მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.🎓✨
ტრენინგის განმავლობაში მოსწავლეებმა:
💡 გაიცნეს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებები
🚀 შეისწავლეს საკუთარი შესაძლებლობები და ძლიერი მხარეები
📝 მიიღეს პრაქტიკული რჩევები კარიერული გზის დაგეგმვისთვის
ტრენერი, ნატო კვაჭანტირაძე, ხელმძღვანელობდა ტრენინგს საინტერესო აქტივობებითა და რეალური მაგალითებით.🎤 მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება და ინსპირაცია თავიანთი პროფესიული მომავლისთვის.🌟
#მომავალი #პროფესია #ახალგაზრდები #გურჯაანისახალგაზრდულისაბჭო