გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" / Gori Youth Movement DROA

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" / Gori Youth Movement DROA

გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" / Gori Youth Movement DROA ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ არის აპარტიული, ახალგაზრდული, არასამთავრობო გაერთიანება.

„დროა“ ქალაქ გორში, საინიციატივო ჯგუფის მიერ, 2012 წელს დაფუძნდა და უკვე 4 წელია საკუთარი მიზნის მისაღწევად, ღირებულებებიდან გამომდინარე, მოხალისეობრივ საწყისებზე ახორციელებს კრეატიულ კამპანიებს, დისკუსიებს, საჯარო გამოსვლებს, კულტურულ და გარემოს დაცვით ღონისძიებებს, ხელს უწყობს ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას, სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამითა და არაფორმალური განათლების გზით.
ორგანიზაციის დასახ

ელება „დროა“ არის მისი სლოგანის აბრევიატურა: დაიწყე რეალური ორგანიზებული აქტივობა. თითოეულ წევრს გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და მიაჩნია, რომ სწორედ ახალგაზრდების მიერ განხორციელებული რეალური და ორგანიზებული აქტივობების დროა.

თავმჯდომარე: შოთა ჩილინდრიშვილი
კომუნიკაციების მენეჯერი: კატო ქოთოლაშვილი
ფონდების მოძიების მენეჯერი: მიშა ჯაფარიძე
სოციოლოგიური მიმართულების მენეჯერი: მაია გოგიძე
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი: ციკო შაქარაშვილი
შიდა მონიტორინგის მენეჯერი: თაკო წიკლაური
ღონისძიებების მენეჯერი: გიორგი ტიელიძე

„დროას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების შეთავაზება;
ახალგაზრდების ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში;
ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
სპორტულ–გამაჯანსაღებელი ღონისძიებების მოწყობა;

გორის ახალგაზრდული მოძროაბა „დროას“ სახელმძღვანელო პრინციპები:
o „დროა“ არის გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და შედეგზე ორიენტირებული;
o „დროა“ არის ერთგული დემოკრატიული პრინციპებისადმი;
o „დროა“ პატივს სცემს თანასწორუფლებიანობასა და კანონის უზენაესობას;
o „დროას“ სწამს ახალგაზრდების მოხალისეობის და აქტიური მოქალაქეობის;
o „დროა“ არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოგებაზე ორიენტირებული;

Address

ჭანტურიას ქ. # 29
Gori
1400

Telephone

+995599719157

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" / Gori Youth Movement DROA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" / Gori Youth Movement DROA:

Share