გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი Those interested in joining youth centers please contact us via private message to receive detailed information.

GEO|ENG 👇

5 წლიან USAID პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია -UNA Georgia, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

გორში პროგრამის პარტნიორია გორის "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს 16 ახალგაზრდული ცენტრის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალაქში და სოფლ

ად მცხოვრები დაახლოებით 6,000 ახალგაზრდა ყოველწლიურად იღებს განათლებას და ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში.

ახალგაზრდულ ცენტრებში გაწევრიანების მსურველები დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებში და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.

პროგრამა მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. პროგრამის ამოცანაა, რომ აღნიშნულ გამოწვევების მოგვარების პროცესი წარიმართოს სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობითა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.

განმახორციელებელი ორგანიზაციის - საქართველოს გაეროს ასოციაციის შესახებ:
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia, www.una.ge, www.civil.ge) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 25 ადგილობრივი ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
-----
A 5-year USAID Unity Through Diversity Program is implemented by the United Association of Georgia – UNA Georgia with financial support of the United States Agency for International Development (USAID). Within the framework of the Program operates a network of 16 youth centers across the country, where each year about 6000 individuals from towns and villages receive education and take part in civic activism. The USAID Unity Through Diversity Program works to overcome the political, social, and economic barriers that hinder the integration of religious and ethnic minorities in Georgia. The Program will co-address these barriers by functioning as a focal point for cross-sectoral partnerships and with the involvement of a wider public. About the implementing organization UNA-Georgia:
The UNA-Georgia (www.una.ge, www.civil.ge) is a local non-governmental organization that has been working in Georgia since 1995 to promote human rights, tolerance, freedom and democratic principles. Additional 25 local organizations throughout Georgia are involved in the implementation of the Program.

10/07/2025

ესსების კონკურსი ახალგაზრდებისათვის!!!

პროექტი „საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა“, რომელიც დაფინანსებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ ( UN Democracy Fund) ახორციელს საქველმოქმედო ჰუმანიარული ფონდი „აფხაზეთი“ ( CHCA) . პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფებისა და ამ თემთან მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური პროგრამებისა და სერვისების შემუშავების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ესსების კონკურსის გამოცხადება 12-19 წლამდე ბავშვებისათვის,რომლებიც ცხოვრობენ მითითებულ მუნიციპალიტეტში.
თითეულ მუნიციპალიტეტს აქვს განსაზღვრული ესეების თემატიკა, რომელსაც უნდა პასუხობდეს განაცხადი.
ესსების თემატიკა:
გორი- შეზღუდული შესაძლებლობისა და ხანდაზმული პირებისთვის სახლში მოვლისა და ზრუნვის შეთავაზება. მოგეხსენებათ, რომ ხშირია დაცლილი სოფლები რეგიონებში. დაცლილი სოფლის სახლებში ხშირად ცხოვრობენ მარტოხელა ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელსაც სჭირდება დახმარება სახლის დასუფთავებაში, დაბანაში, წნების გაზომვაში, პროდუქტების ყიდვასა და საჭმლის გაკეთებაში. ესსეების კონკურსის სახელია „ ჩვენც დავბერდებით“

ქარელი-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური/პერსონალური ასისტენტის ყოლის აუცილებლობა. მოგეხსენებათ, რომ ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ძირითადი მზრუნველები მათი ოჯახის წევრები არიან. სამწუხაროდ, ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ ყავთ მეგობარი, რომელიც მას დაეხმარებოდა სახლიდან გასვლაში, სეირნობაში, საყიდლებზე და დაბადების დღეებზე წასასვლელად. ესსეების კონკურსის სახელია „1+1“. თუ გინდა უფრო მეტი გაიგო ვინ არის პერსონალური ასისტენტი, ამაში ინსპირაციული ფილმი - „ხელშეუხებელნი“ დაგეხმარება. https://adjaranets.to/filmebi/17135-xelsheuxebelni-qartulad.html
• ესსე შეიძლება იყოს ნებისმიერი სტილის, კერძოდ: ანალიტიკური, თხრობითი, არგუმენტირებული, კვლევითი, რეფლექსიური ან კრეატიული.

• ესსეს მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 500 სიტყვა, მაქსიმალური 2000.

• ესსეს შეაფასებს 3 კაციანი ჟიური და შერჩევის კრიტერიუმია: ესსეს შინაარსი, სტრუქტურა, ორიგინალობა და თემატიკასთან თავსებადობა.
• თითო მუნიციპალიტეტში შეირჩევა ერთი გამარჯვებული ესსე. გამარჯვებულ ესსეს ავტორს გადაეცემა „ბიბლუსი“-ს ვაუჩერი
როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა კონკურსში?
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა,(გადადით ბმილზე) https://docs.google.com/forms/d/1G-9oNfup6gXYdD35ZbtfNNuqh-HKINazlcCRX1syPic/edit
docs.google.com

ან შეავსეთ აპლიკაციის ფორმა
და გადმოაგზავნეთ ის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 25 ივლისი, 2025 წელი.
[email protected] Tel-599792572 თინა ბრეგვაძე
[email protected] Tel-599139129 თამარ ტაველიძე
მისამართი:
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
გორი, თარხნიშვილის 20ა.

USAID-ის პროგრამა  "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"  ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ღონისძიების დაგეგმვა". ახალგაზრდებ...
19/01/2025

USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ღონისძიების დაგეგმვა". ახალგაზრდებმა შეისწავლეს, "ბრეინშტორმინგის" პრინციპი, რაც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მომავალში დამოუკიდებლად დაგეგმონ სხვადასხვა თემატური აქტივობები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“.

USAID-ის პროგრამა  "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"  ფარგლებში დაიწყო ტრენინგები "გაეროს მოდელირება", რომლის მიზანია ახალგ...
15/01/2025

USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში დაიწყო ტრენინგები "გაეროს მოდელირება", რომლის მიზანია ახალგაზრდებში თემატური მიმართულებით ცნობადობის გაზრდა. პირველ ტრენინგზე, დამსწრე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს მოსახლეობის მიზნებზე, ამოცანებზე და სტრუქტურების შესახებ.
ტრენერები: საბა მინდიაშვილი და საბა ბზიშვილი.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“.

Address

თარხნიშვილის N20ა
Gori
1400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share